ქართველმა მსროლელმა კორეულ ჩანჯოუში, მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე სპორტული პისტოლეტიდან სროლაში გამოსვლა მეშვიდე ადგილზე დაასრულა
ნინო სალუქვაძემ მეშვიდე ადგილზე დაასრულა გამოსვლა კორეულ ჩანჯოუში, მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე სპორტული პისტოლეტიდან სროლაში.

ის ტურნირში 4 აპრილს ჩაება და როგორც 5 აპრილს გაცნობეთ, შეჯიბრების პირველი ნახევრის შემდეგ 295 ქულით მეორე იყო.

რაკი ფინალში შესარჩევში ნაჩვენები შედეგები უქმდება, მოწინავე ოქტეტში ჩვენებურის გასვლას წინ არაფერი უნდა დადგომოდა და კიდეც გავიდა, მაგრამ 5 აპრილს შედარებით ცუდად ისროლა - 289 ქულა დააგროვა და საკვალიფიკაციო ეტაპი მეხუთე ადგილზე დაასრულა.

აქ სერიების მიხედვით 95, 98 და 96 ქულა აჩვენა. სამწუხაროდ, ეს საგრძნობლად ნაკლებია პირველი დღის მონაგარზე, როცა, მაგალითად, მესამე სერიაში მაქსიმუმი - 100 დაიმსახურა.

ფინალი განსხვავებული წესებით ჩატარდა - თავდაპირველი სროლების მერე გაირკვა დაწინაურებული ოთხეული, რომელმაც პლეი ოფის სისტემით გააგრძელა მედლებისთვის ბრძოლა. ვერ გეტყვით, ამის ბრალი იყო თუ რისი, მაგრამ სალუქვაძემ მხოლოდ 9 ქულა დააგროვა, რაც მეშვიდე მაჩვენებელი აღმოჩნდა - მარტოოდენ 7-ქულიან სერბ მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ იასნა სეკარიჩს გაუსწრო და ტურნირსაც გამოეთიშა.

საპლეიოფო რაუნდში ოქროს მედლისთვის ერთმანეთს პირველ-მეორე ადგილზე გასულები შეხვდნენ, მესამე-მეოთხეადგილოსნებმა კი ბრინჯაო გაითამაშეს.

აზიელები სხვა კონტინენტებზე პირველობენ, ხოლო სახლიდან რას გამოგატანენ და ჩანჯოუშიც საუკეთესო კვარტეტში მხოლოდ იქაურები შევიდნენ.

მოულოდნელი ის გახლდათ, რომ მათ შორის ფავორიტი, ლონდონის ოლიმპიადის კორეელი ჩემპიონი სწორედ სპორტული პისტოლეტიდან სროლაში იანგმი კიმი მესამე აღმოჩნდა და ნუგეშად ბრინჯაოსთვის ბრძოლა დარჩა, სადაც მის პირისპირ "სტრატეგიული მეტოქე" - ჩინელი ჯინჯინ ჟაო აღიმართა.

თუმცა მასპინძლები მთავარი ფინალის გარეშე მაინც არ დარჩნენ - იქ კიეონგაე კიმი და ინდოელი რაჰი სარნობატი გავიდნენ, მაგრამ მასპინძლები საბოლოოდ მაინც გულდაწყვეტილნი დარჩნენ - ფინალი ინდოელმა 8:6 მოიგო და მთავარი თასი მასპინძლებს ცხვირწინ ააცალა.

არადა, იმ ოთხეულში უკეთესი შედეგი კორეელს ჰქონდა. მასპინძლებს გული ისევ ოლიმპიურმა ჩემპიონმა კიმმა მოუოხა, რომელმაც ჩინელს ასევე 8:6 სძლია და ბრინჯაო დაისაკუთრა.

6 აპრილს კორეაში ლევან ქადაგიძე ისვრის პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, სალუქვაძე კი ამავე დისტანციაზე ხვალ იასპარეზებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა