ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სუპერლიგა. XX ტური: დასავლური ლოგიკა

სუპერლიგა. XX ტური: დასავლური ლოგიკა

სუპერლიგაში რეგულარული ეტაპის ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა
სუპერლიგაში რეგულარული ეტაპის ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთმანეთს "ბათუმი" და "არმია", "ქუთაისი" და თსუ დაუპირისპირდნენ. რა შედეგებით დასრულდა შეხვედრები, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.

აქ კი გეტყვით, რომ ბათუმელებს მოქმედ ჩემპიონთან გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ, რათა მეოთხედფინალისთვის ბრძოლაში თსუ-სთვის ღირსეული წინააღმდეგობა გაეწიათ, მაგრამ წინასწარ ცხადი იყო, არმიელები აჭარლებს გამარჯვებას არ დაანებებდნენ.

ასევე ლოგიკური შედეგით დასრულდა "ქუთაისისა" და თსუ-ს შეხვედრა. სადღეისოდ ქუთათურებს უფრო ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და მეხუთე ადგილზე მოხვედრისთვის იბრძვიან.

ამ გზაზე სტუდენტებთან მოგება წინგადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ გაურკვეველია, რომელი გუნდი გავა მესამე ადგილზე. ამ პოზიციისთვის "არმია" და "რუსთავი" იბრძვიან.

ასევე გაურკვეველია მეხუთე და მეექვსეადგილოსნების ვინაობა. ამ ადგილებს "დინამო" და "ქუთაისი" გაინაწილებენ.

ასე რომ, დაველოდოთ დარჩენილ მატჩებს. ბევრი რამე დღეს, "შსს აკადემია"-"დინამოს" და ბოლო ტურში "არმია"-"ოლიმპის" შეხვედრებში გადაწყდება.

არმიელებს ბოლო ტურებში, "რუსთავთან" და "დინამოსთან" ფარქვეშ უპირატესობის მოპოვება გაუჭირდათ, გუშინ კი ბათუმში ამ კომპონენტში მეტოქესთან შედარებით დიდი ფორა ჰქონდათ.

თავად განსაჯეთ: "არმიამ" ბურთი 60-ჯერ მოხსნა, ხოლო "ბათუმმა" - 33-ჯერ. ასეთი სხვაობა ანგარიშშიც უნდა ასახულიყო. ასეც მოხდა, თბილისელებმა სტუმრად 88:61 იმარჯვეს.

გამარჯვებულთაგან ორმაგი დუბლი შეასრულა ვახტანგ მინაშვილმა (11 ქულა, 10 მოხსნა), ხოლო გიორგი შარაბიძემ 13 მოხსნას 8 ქულა შეუფარდა.

მიხეილ კობეშავიძე ("ბათუმის" მწვრთნელი):

- "არმია" ძლიერი კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, კლასში სხვაობა ძალიან დიდია და ეს იყო მარცხის ძირითადი მიზეზი. რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი "რუსთავთან" გველის, სადაც როგორც ყოველთვის, ბოლომდე ვიბრძოლებთ.

კოტე ტუღუში ("არმიას" მწვრთნელი):

- რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება და ყველა გუნდი ცდილობს დარჩენილი შეხვედრები მაქსიმალურად გამოიყენოს.

"ბათუმს" ახალგაზრდა და პერსპექტიული კალათბურთელები ჰყავს, რომლებმაც დღეს სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწიეს, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ჩვენ მოვიპოვეთ. ბოლო ტურში "ოლიმპს" ვეთამაშებით და ამდენი წაგების შემდეგ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მომავალ მატჩს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან გაირკვევა ჩვენი საბოლოო ადგილი სატურნირო ცხრილში.

რუსთავში თამაში იოლი არ არის. უნდა ვივარაუდოთ, რომ პლეი ოფში ქვემო ქართლში ჩასვლას ბევრი გუნდი მოერიდება. სწორედ ამიტომ "ქუთაისს" თსუ-სთან გამარჯვება სჭირდებოდა (თუმცა ისიც საკითხავია, "არმია"-"ოლიმპის" შეხვედრაში გამარჯვებული ვინ გამოვა).

მოკლედ, ამ ეტაპზე "ქუთაისმა" გამარჯვებისთვის ძალა არ დაიშურა და შედეგსაც მიაღწია.

წარმატებაში ლომის წილი სუპერლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ცენტრმა რიჩარდ მათიაშვილმა შეიტანა, რომლის ანგარიშზე 31 ქულა და 16 მოხსნაა.

დავით უსტიაშვილი ("ქუთაისის" მწვრთნელი):

- დაძაბული და საიტერესო შეხვედრა გამოვიდა, თსუ-მ კარგი თამაში აჩვენა. მატჩი კარგად დავიწყეთ, თუმცა ცუდად გავაგრძელეთ. კოჭის ტრავმა მიიღო დავით ბარბაქაძემ, რომელიც სავარაუდოდ მომდევნო შეხვედრაში ვერ დაგვეხმარება. რაც შეეხება "სოხუმთან" მატჩს, ეს ერთ-ერთი მორიგი თამაში იქნება, რომელსაც პლეი ოფისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ.

გიორგი ჩხეიძე (თსუ-ს მწვრთნელი):

- მიუხედავად მარცხისა, დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი ვარ. სამი მეოთხედის განმავლობაში მეტოქეს დიდ წინააღმდეგობას ვუწევდით და რამდენჯერმე წინაც გავედით.

ეს ზონური დაცვის დამსახურება იყო. ბოლო შეტევებში შესანიშნავად იასპარეზეს რიჩარდ მათიაშვილმა და ზაურ ფაშაევმა. ვფიქრობ, "ქუთაისის" გამარჯვებაში მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

ჩვენი გუნდიდან სერჟ ასელაინის კარგ თამაშს აღვნიშნავდი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბიჭებს, რომლებმაც მაქსიმუმი გააკეთეს და დიდი მონდომებით იასპარეზეს. ვეცდებით, პლეი ოფში მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გავუწიოთ.

სუპერლიგა. XX ტური

ბათუმი-არმია 61:88

ბათუმი რსუ: 16 14 14 17

არმია:31 19 16 22

ქუთაისი-თსუ 73:63

ქუთაისი: 20 8 18 27

თსუ:12 19 19 13

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ წ სხ ქ

1. შსს აკადემია 18 16 2 1473/1188 34

2. ოლიმპი 18 15 3 1570/1296 33

3. არმია 19 14 5 1688/1281 33

4. რუსთავი 19 13 6 1627/1408 32

5. ქუთაისი 19 11 8 1506/1375 30

6. დინამო 17 11 6 1330/1258 28

7. თსუ 20 6 14 1392/1601 26

8. სოხუმი 17 7 10 1320/1396 24

9. ბათუმი 19 5 14 1318/1561 24

10. სამედიცინო 18 2 16 1170/1630 20

11. სტუ 18 1 17 1188/1588 19

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს

გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე