ინტერვიუ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ბოლნისს ესტუმრა, ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩს დაესწრო და საკუთარი თვალით იხილა, რა მდგომარეობაშია თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონის საფარი.

ბოლნისელების სატკივარი სახელმწიფო დოტაციაზე მყოფ სხვა კლუბებსაც აწუხებთ და ამიტომ განვაზოგადეთ პრობლემა.

ასეთი კლუბები მოელიან, ახალ პოლიტიკურ ვითარებაში რა ცვლილება იქნება - მოედნების დაგებას კვლავ სახელმწიფო დააფინანსებს თუ ამის გაკეთება რაიონს მოუწევს?

ლევან ყიფიანს სხვა თემებზეც ველაპარაკეთ.

- ბოლნისის მოედანი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. მაგრამ ანალოგიური პრობლემა მხოლოდ რამდენიმე ქალაქსა თუ რაიონში მოგვარდა. როგორია ამ საკითხისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულება?

- ცხადია, სამინისტრო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში მაქსიმალურად არის ჩართული, რადგან ჩვენი სურვილია, სტადიონები სწრაფად და ხარისხიანად მოვაწესრიგოთ და უეფას სტანდარტებს გავუთანაბროთ.

სამწუხაროდ, ამ კუთხით იდეალური მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ იგეგმება, მაგრამ ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა სწორი კონცეფცია, გარკვეული დრო და ფინანსები.

- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, 2013 წლიდან ფეხბურთის ფედერაციას სახელმწიფოსგან 7-მილიონიანი დაფინანსება შეუწყდა და ამიერიდან საფეხბურთო პროექტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო განახორციელებს.

- არ არის მართალი. უბრალოდ, ფედერაციასთან და უეფასთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ, რომ ყველაფერს გადავხედოთ და ეს პროექტები ახლებური ხედვით განვახორციელოთ. ალბათ, მალე, ჩვენი ფეხბურთისა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარების რეალურ გეგმას წარმოვადგენთ.

- წინა ორი წლის განმავლობაში, სახელმწიფოს ფინანსებით რამდენიმე სტადიონი გარემონტდა, რამდენიმეს მოედნის საფარი შეუცვალეს. წლეულს ეს პროექტები არ განხორციელდება?

- სპორტის სამინისტროს აქვს ძველი ხელმძღვანელების დატოვებული ბიუჯეტი, სადაც მოედნების დაგება გათვალისწინებული არ იყო. არადა, აუცილებელიც არის, რომ სახელმწიფომ სწორედ ინფრასტრუქტურაზე იზრუნოს და შექმნას საფეხბურთო მეურნეობის გამართული მუშაობის წინაპირობა.

სხვათა შორის, ამის შესახებ უეფასთან და ფეხბურთის ფედერაციასთან მუშაობა უკვე დავიწყეთ. უეფა ქვეყანაში აღიარებს ერთ საფეხბურთო ორგანიზაციას და ჩვენი ფედერაციის გარეშე, პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნება. მთავარია, სწორი კონცეფცია დაიდოს.

- ევრო-2020-ის თამაშების მასპინძლობა სომხებსაც სურთ, რომლებიც ადრე ამ თემაზე გვაქილიკებდნენ. თუმცა, ამჯერად არაფერი ისმის საქართველოზე - საინტერესოა, ამ საკითხზე ჩვენი პოზიცია უცვლელია და ევროფორუმის მასპინძლობისთვის ბრძოლას ისევ ვაპირებთ?

- ცხადია, ამ უფლებისთვის ვიბრძოლებთ. ჯერ უეფა კანდიდატურის წარდგენას არც ითხოვს. მისმა მმართველებმა მონაწილე ქვეყნებს გაუგზავნეს მოთხოვნები, თუ რა პირობები უნდა დააკმაყოფილონ. ჩვენ ხომ უნდა ვიცოდეთ, რა კრიტერიუმებია. თუმცა, ვფიქრობ, საქართველოს ევროპის ჩემპიონატის ერთი შეხვედრის მასპინძლობის სურვილი და უნარი მაინც შესწევს.

- ყოფილ ფეხბურთელთან ინტერვიუში საქართველოს ნაკრებს გვერდს ვერ ავუქცევთ. საფრანგეთში გუნდის გამოსვლას როგორ შეაფასებთ?

- როგორც საჯარო მოხელე, თავს შევიკავებდი. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ჩემი მოსაზრება გამაჩნია.

- მართალია, თითქოს თქვენსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შორის არსებული დაძაბულობა წარსულს ჩაბარდა და ურთიერთობა მოაგვარეთ?

- მე ვარ საქართველოში სპორტის განვითარებაზე პასუხისმგებელი საჯარო პირი. გამომდინარე აქედან, ჩვენი ფეხბურთი რომ განვითარდეს, ვალდებულიც ვარ, ფეხბურთის ფედერაციასთან და მის ხელმძღვანელობასთან საქმიანი და ყოველდღიური ურთიერთობები მქონდეს.

აქ პირადი ინტერესები საზოგადოებრივზე მაღლა არ უნდა დააყენო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jaguar
ლევან მალე წახვალ შენც!
gaba
მიშას რომ უკვიროდნენ მიშა წადი წადი,ეხლა ლევან შენ უნდა დაგიზახონ ლევან წადი წადი სპორტი იგუპება
gaba
ლევან კიფიანის ნამდვილად არ მჯერა მაგან რომ რამე გაკეთოს? ტკვილა დროის დაკარგვა.რაც მალე წავა მით უპრო ეშველება სპორტს.
პაატა
ყველას გვახსოვს ბატონო ლევან, დომენტის პროვოკაციული განცხადება "ვინ არის ლევან ყიფიანი არ ვიციო", მაგრამ მე მჯერა თქვენი სიტყვების და პირადულს არ გადააყოლებთ ქართული ფეხბურთის მომავალს. მომავალი კი ბავშვთა ფეხბურთი და ეროვნული ჩემპიონატია. ამ ორივე პროექტის განხორციელება კი, შესაძლებელია ფეხბურთის ფედერაციიდან დამოუკიდებელი სტრუქტურებით. ფედერაციამ კი თუ რამის თავი აქვთ ნაკრებებს მიხედონ, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ, რომ ქართველი გულშემატკივრის მოთმინებასაც საზღვარი აქვს.
muxamed
საჩხერეში რომ დაკვები ნაციონალებს.ეტკობა ანტი ოცნება ხარ.სამწუხაროა
kaxaberi
დათო წიკლაური და დათო დუნდუა ზუსტად ეგენი ჩანან კადრებში ზონდერები არიან არ შემდგარი მოკრივები,ლევან კიფიანო აი მაგათ ფარველობ შენ,აი ვინ ხარ შენ,,...
gaba
ლაურს და დუნდუებს ესენი სამტრედიაში ხალხს ლევან შენ ფარველობ ზონდერებს დათო წიკრომ ცემდნენ არ იცი კალადზეს წინამდეგ რომ იკვნენ,ვითომ არ იცი.
აუუუუ
ეგეც და მისი მოადგილეებიც ძალიან სუსტები არიან წინა ხელისუფლების კმაყოფილი ძაღლი იყოს მარა ამათ ჯობდნენ ნაღდათ
kolela
მართლა როგორ დაგნიშნეს შენ მინისტრად ტოოო?
wiko
სირცხვილი ამ მთავრობას შენ რომ დაგნიშნეს დარწმუნებული ვარ არ გიცნობენ თკვენ.არაუშავს მალე გაუგებს ხალხი რას წაროადგენ
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა