მატჩი "სოხუმის" 223 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრის, სერგო ათუაშვილის ბენეფისად იქცა
რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის მატჩში სატურნირო თვალსაზრისით თითქმის უმნიშვნელო გახლდათ.

"სოხუმი" თსსუ-ს წინააღმდეგ. სოხუმელებს მე-7 ადგილი განაღდებული აქვთ, ხოლო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი პლეი ოფს მიღმაა დარჩენილი და არც ბოლო ადგილზე გასვლის სასიშროება ემუქრება.

მატჩი "სოხუმის" 223 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრის, სერგო ათუაშვილის ბენეფისად იქცა. ყველაზე მაღალმა ქართველმა კალათბურთელმა 5 სამქულიანი (!) ჩააგდო, მთლიანობაში კი 38 ქულა დააგროვა, რასაც 16 მოხსნაც მოაყოლა. ფარქვეშა ბრძოლებში ათუაშვილს გვერდში ედგა ვახტანგ ქადარია, რომელმაც 19 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა.

თავად მატჩი ვერ გამოდგა დაძაბული. სოხუმელებმა პირველი მეოთხედი 20 ქულის სხვაობით - 32:12 მოიგეს და მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს. სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა და საბოლოოდ 66:95 დამარცხდა.

სოხუმელთა მსგავსად, თსსუ-შიც ორმა კალათბურთელმა შეასრულა ორმაგი დუბლი: 19 ქულითა და 11 მოხსნით თავი გიორგი ფერიაშვილმა გამოიჩინა, ხოლო 13 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა ირაკლი გაბისონიამ.

მატჩისშემდომი პრესკონფერენცია:

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი): "დიდი მადლობა სამედიცინოს გუნდს კარგი თამაშისთვის. ახალგაზრდა და პერსპექტიული გუნდია და ვუსურვებ, მომავალ წელსაც იასპარეზონ სუპერლიგაში.

რაც შეეხება დინამოსთან მომავალ შეხვედრას, აუცილებლად უნდა მოვიგოთ, ეს პრინციპის ამბავია. სატურნირო ცხილში არაფერს შეგვიცვლის, უბრალოდ უნდა დავამტკიცოთ, რომ შემთხვევით არ გაგვიმარჯვია".

თენგიზ ფიცხელაური (თსსუ): "ვულოცავ სოხუმს და წარმატებებს ვუსურვებ პლეი ოფში. გაოცებული ვარ ათუაშვილით, ძალიან ძლიერ ფორმაშია".

ირაკლი ბეშქენაძე (სოხუმი): "ეს მოგება გვჭირდებოდა პლეი ოფში ადგილის გასანაღდებლად და თანაც, მოსამზადებლადაც გამოგვადგება".

ბაჩო კევლიშვილი (თსსუ): "მივულოცავ მოწინააღმდეგეს და წარმატებებს ვუსურვებ. თავიდანვე კარგად და შემართულად დაიწყეს, ფარზეც უპირატესობა მოიპოვეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს".

superleague.ge

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა