მიხაელ შუმახერის მომავალი კარიერის შესახებ კამათი არ ცხრება
გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებს შორის კვლავაც არ ცხრება კამათი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის მომავალი კარიერის შესახებ. "მერსედესის" ლეგენდარულმა პილოტმა გასულ 17 რბოლაში ორჯერ დაიკავა მეოთხე ადგილი - ეს ის შედეგი არ არის, რისთვისაც შუმი სამწლიანი პაუზის შემდეგ ფორმულა 1-ში დაბრუნდა. მაგრამ ყველა პრობლემის მიუხედავად, მიხაელს საკმაოდ მხნედ უჭირავს თავი და ამტკიცებს, რომ "ნამდვილ" შუმახერს პუბლიკა 2011 წელს იხილავს. "წითელ ბარონს" მხოლოდ ერთხელ უმტყუნეს ნერვებმა - ასეთ რამეს მისგან არავინ ელოდა.

თავის ერთ-ერთ საყვარელ ტრასაზე - "სუზუკაზე" მეექვსე ადგილის დაკავების შემდეგ შუმიმ პრესაში დაიჩივლა, რომ მისი და თანაგუნდელ როსბერგის მანქანები ერთმანეთისგან განსხვავდება! ტელეარხ RTL-თვის მიცემულ ინტერვიუში მან სიტყვა სიტყვით განაცხადა: "ხალხი მხოლოდ იმას ხედავს, რომ მუდმივად როსბერგის უკან ვრჩები. მაგრამ სინამდვილეში მიზეზი ისაა, რომ ჩვენი მანქანები ერთნაირი არ არის".

შუმახერის ასეთი "აღიარება" საკუთარ თავში არადამაჯერებლობის ნიშანია. ამას ადასტურებს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ჟან ტოდტი, რომელთან ერთადაც მიხაელმა "ფერარიში" ხუთი ტიტული მოიგო.

"მიხაელი გარეგნულად მშვიდი ჩანს, მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია, - განაცხადა ტოდტმა კორეის ეტაპის დროს. - შუმის კარგად უნდა იცნობდე, რომ მისი ნამდვილი გრძნობები გამოიცნო. მიხაელმა დაწვრილებით დაგეგმა ფორმულა 1-ში დაბრუნება და რა თქმა უნდა, უფრო მაღალი შედეგების იმედი ჰქონდა, მაგრამ რაოდენ ნიჭიერი და წარმატებულიც არ უნდა იყო, სამწლიანი პაუზა მაინც თავისას შვება, თან არ ჰყავს ჩემპიონატის საუკეთესო მანქანა. ამიტომაც მიმაჩნია: თუ მან დაბრუნება გაბედა, შეიძლება წასვლასაც არ მოერიდოს. ამჯერად საბოლოოდ".

ტოდტის სიტყვები ყველამ სერიოზულად აღიქვა და უკვე კორეაში დაიწყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ მომავალ სეზონში შუმახერი "მერსედესის" კონსულტანტი გახდება ან სულაც ნორბერტ ჰაუგს შეცვლის Mercedes Motor Sport-ის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე.

მიუხედავად ამისა, კორეული რბოლის შემდეგ, სადაც შუმახერმა სეზონში თავისი საუკეთესო შედეგი გაიმეორა (მე-4 ადგილი), "მერსედესის" შეფმა როს ბრაუნმა აღტაცება ვერ დამალა შუმის გამოსვლით. მართლაც, წვიმის რბოლა მიხაელმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

"მიხაელმა ძალიან კარგი რბოლა ჩაატარა, - განაცხადა ბრაუნმა. - მან კარგად გამოიყენა ყველა შესაძლებლობა და ურთულეს პირობებში ერთი შეცდომაც არ დაუშვია".

მაგრამ პრესას ბრაუნის სხვა სიტყვებიც ახსოვს - თუ შუმახერი მისი დონის შესაფერის შედეგს ვერ აჩვენებს, ეჭვქვეშ დადგება მისი მომავალი "მერსედეს გრან-პრიში".

ჯენსონი ლუისს არ დაეხმარება

"მაკლარენის" პილოტმა ჯენსონ ბატონმა სეზონის დარჩენილ ორ რბოლაში უარი თქვა თანაგუნდელ ლუის ჰემილტონისთვის დახმარებაზე. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის თქმით, ტიტულის შენარჩუნების მხოლოდ თეორიული შანსის მიუხედავად, ის ბოლომდე აპირებს პირველობისთვის ბრძოლას.

17 ეტაპის შემდეგ ბატონის ანგარიშზე 189 ქულაა. ეს 42 ქულით ნაკლებია ლიდერ ფერნანდო ალონსოს მონაგარზე. ბრიტანელს დარჩენილ ორ რბოლაში მაქსიმუმ 50 ქულის მოპოვება შეუძლია, რაც მას ჩემპიონობის თეორიულ შანსს უნარჩუნებს. თუმცა ბატონი ახლა მეხუთე ადგილზეა და ალონსოს გარდა ჰემილტონი, მარკ უებერი და სებასტიან ფეტელი უსწრებენ.

"მაკლარენის" მეორე პილოტი ლუის ჰემილტონი ლიდერთან არც ისე ბევრს - 21 ქულას აგებს და ტიტულის მოპოვების რეალური შანსი გააჩნია. კორეის რბოლის შემდეგ ლუისმა პარტნიორს დახმარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ჯენსონის მხარდაჭერა მისთვის უმნიშძნელოვანესი იქნება. მაგრამ თავად ბატონი მიიჩნევს, რომ მისი ჩამოწერა ნაადრევია.

"პირველი ადგილთან საკმაოდ ბევრს ვაგებ, მაგრამ მთელი ცხოვრება სანანებელი გამიხდება ბრძოლა ნაადრევად რომ შევწყვიტო, - ამბობს ჩემპიონი. - ფორმულა 1-ში ყველამ იცის, რომ ჩემპიონატი ბოლო რბოლის ფინიშამდე გრძელდება".

სახელოვანი ბიძის ნაკვალევზე

ესპანური HRT-ის მრბოლელი ბრუნო სენა მოლაპარაკებებს აწარმოებს "ლოტუსთან" - წერს ბრაზილიული გაზეთი "ო'გლობო". ლეგენდარული აირტონ სენას ძმისშვილმა მალაიზიურ საჯინიბოში, შესაძლოა, იტალიელი ვეტერანი იარნო ტრული შეცვალოს.

ბრაზილიელ პილოტთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, "ლოტუსში" გადასვლისთვის ბრუნომ უნდა დაადასტუროს სპონსორული პაკეტი და ამ მომენტისთვის უმცროსი სენას მენეჯმენტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ამასთან, "ო'გლობო" წერს, რომ "ლოტუსი" უახლოეს დღეებში დაადასტურებს კონტრაქტის გაფორმებას ძრავების ახალ მიმწოდებელთან - ფრანგულ კომპანია "რენოსთან". ასე რომ, ამ გარიგების შემთხვევაში, აღორძინდება ლეგენდარული ტრიო: სენა-"ლოტუსი"-"რენო", რომელიც პირველად გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა.

1985-86 წლებში აირტონ სენა "ლოტუსის" ღირსებას იცავდა, რომელიც მაშინ "რენოს" ძრავებით იყო აღჭურვილი. ამ საჯინიბოს ბოლიდით ბრაზილიელმა 32 რბოლა ჩაატარა, ოთხი მოიგო და 10-ჯერ ავიდა პოდიუმზე. ორივე ჩემპიონატი სენამ მეოთხე ადგილზე დაასრულა.

დღევანდელ "ლოტუსს" არაფერი აქვს საერთო კოლინ ჩეპმენის მიერ დაარსებულ ინგლისურ გუნდთან, რომელიც 1994 წელს გაკოტრდა. თუმცა ახალი გუნდის მეპატრონემ ტონი ფერნანდესმა Team Lotus-ის ბრენდის გამოყენების უფლება მისი მფლობელისგან - დევიდ ჰანტისგან შეიძინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა