ჩინეთის ქალაქ მაკაოში გაიმართა გასული უქმეების მთავარი საჩემპიონო ბრძოლა უმჩატეს წონაში. თამაშდებოდა WBA-სა და WBO-ის ვერსიით საჩემპიონო ქამარი
ჩინეთის ქალაქ მაკაოში გაიმართა გასული უქმეების მთავარი საჩემპიონო ბრძოლა უმჩატეს წონაში. თამაშდებოდა WBA-სა და WBO-ის ვერსიით საჩემპიონო ქამარი და მისი მფლობელი გახდა მექსიკელი ხუან ფრანსისკო ესტრადა. მან მსაჯების “გაყოფილი გადაწყვეტილებით” დაამარცხა ამ ტიტულების აწ უკვე ყოფილი მფლობელი, 32 წლის ამერიკელი ბრაიან ვილორიო.

ბრძოლის პირველი ნახევარი ვილორიოს უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ შემდეგ ესტრადამ ინიციატივა მოიპოვა და მოწინააღმდეგეზე გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

საბოლოოდ, ორმა მსაჯმა უპირატესობა მისცა ესტრადას: 117:110, 116:111, ერთმა კი ვილორიას მხარე დაიჭირა.

არ მთავრდება ფილიპინელი მენი პაკიაოსა და მექსიკელი ხუან მანუელ მარკესის მეხუთე ბრძოლის შესახებ სპეკულაციები. ბოლო ინფორმაციის თანახმად, თითქოს პაკიაოს პრომოუტერმა ბობ არუმმა შეათანხმა ამ მოკრივეებს შორის რიგით მეხუთე დაპირისპირების დეტალები, მაგრამ გუშინ, ოთხ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა მარკესმა განაცხადა, რომ არ მისცემს პრომოუტერებს მასზე ზეწოლის საშუალებას და არ გავა პაკიაოს წინააღმდეგ საბრძოლველად. მექსიკელის თქმით, მას სურს მეხუთე წონით კატეგორიაში ტიტულის მოპოვება და ამისთვის აპირებს შეხვდეს ნახევრად საშუალო წონაში WBO-ის ჩემპიონს, 29 წლის ტიმოტი ბრედლის, რომელსაც ასევე ჰყავს დამარცხებული მენი პაკიაო.

ლონდონში გარდაიცვალა საშუალო წონაში ბრიტანელი მოკრივე მაიკლ ნორგროუვი, რომელსაც პროფესიულ რინგზე ხუთიდან ხუთი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული.

როგორც Fightnews იუწყება, ნორგროუვი თავის ტრავმის გამო გარდაიცვალა, რომელიც მან ტომ ბოუენთან ბრძოლაში მიიღო 28 მარტს. შეხვედრის მსვლელობისას, ნორგროუვი მოულოდნელად დაეცა რინგზე, რის შემდეგაც ბრძოლა შეაჩერეს, მოკრივე კი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბრიტანელს ტვინზე ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ სპორტსმენის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

მაიკლ ნორგროუვი 31 წლის იყო. მას პროფესიულ რინგზე დებიუტი 2010 წელს ჰქონდა და მას შემდეგ ხუთი ბრძოლა მოიგო. ბოუენთან შეხვედრა არშემდგარად გამოცხადდა და ნორგროუვმა კარიერაც და სიცოცხლეც დაუმარცხებლად დაასრულა.

პეკინის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, ინდოელი მოკრივე ვიჯენდერ სინგხი გამოტოვეს ტურნირებს კვიპროსსა და კუბაზე. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ოლიმპიური პრიზიორი ნარკოტიკების გამოყენებაში გამოიჭირეს.

პენჯაბის შტატის პოლიციამ ამხილა სინგხი ინდოელ ნარკოდილერთან კავშირში, რომელმაც ნარკოტიკების ვაჭრობით 24 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. პოლიციამ ისიც გამოაცხადა, რომ ვიჯენდერი მინიმუმ 12 თვის განმავლობაში იღებდა ჰეროინს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...