სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დაადასტურა, რომ ბოლო წლებში ამ ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნებში პრობლემები მართლაც იქმნებოდა
ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ დაადასტურა, რომ ბოლო წლებში ამ ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნებში პრობლემები მართლაც იქმნებოდა და სფფ-მ ეს საკითხი ვერ მოაწესრიგა.

ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პრეს-პრესში" მრავალი საინტერესო საკითხი წამოიჭრა, მათ შორის, ფეხბურთში სამართლიანობის აღდგენისაც.

ფედერაციის გენერალურ მდივანს შეახსენეს, რომ 2005 წლის არჩევნებში ის უპირველეს და, ფაქტობრივად, უალტერნატივო ფავორიტად ითვლებოდა, სანამ საქმეში "ნაციონალური მოძრაობა" და მისი რჩეული არ ჩაერთო; სპორტის აკადემიაში გამართულ შეკრებაზე კი ყველა არასასურველ კანდიდატს გზა გადაუღობეს.

ბევრი ცდილობს, დაივიწყოს და დახუროს იგივე 2007 წლის 13 მაისის არჩევნების თემა, როდესაც პრეზიდენტად არჩეული გიორგი ნემსაძე თანამდებობიდან ძალადობრივი გზით გადააყენეს.

ბოლო წლებში პირველად, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა არჩევნების დროს არსებული პრობლემები დაადასტურა:

"ახალ ამბავს არ იძახით, რომ არჩევნები არ გვქონდა. კარგი იქნება, თუ მთავრობა არჩევნებში არც ერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს - ყველაფერი ჩვენს ხელშია და წინ რა უდგას, რომ მივაღწიოთ?

ნემსაძესა და არჩევნებზე კითხვა დამისვით. მე უფრო უკან წავალ, როდესაც ჟორდანიას არჩევას აღმასრულებელი ბიურო ეწინააღმდეგებოდა, გარეთ კი სპეცრაზმი იდგა... ძალიან დიდი ტრავმა მიაყენეს ნემსაძეს და სხვათა შორის, არანაკლები - ახალკაცს...

მაგრამ მე სამართლიანობის აღდგენას კი არ ვეწინააღმდეგები, არამედ სხვის ნაცვლად ლაპარაკი არ მსურს და მხოლოდ საკუთარ გაკეთებულ საქმეებსა და შეცდომებზე ვაგებ პასუხს...

ან რა აღიარება უნდა, რომ (ბოლო წლების) არჩევნები პრობლემური იყო? და თუ ნება არ იქნება, კვლავაც პრობლემური იქნება, კვლავ გამოჩნდებიან ლობისტები, ვიღაც დაიჩაგრება, ვიღაც გაიმარჯვებს, შესაძლოა, ერთი მხარე ორადაც გაიყოს.

მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს არასოდეს მოხდეს, რადგან ფეხბურთისთვის იქნება უკეთესი. ოდესმე ადამიანები უნდა შეფასდნენ საკუთარი წარსულით, პროგრამით, ხედვებით, ურთიერთობებითა და შესაძლებლობებით".

ყოველივე ამის გათვალისწინებით, სამართლიანი რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხმაც წამოიწია:

"სიჭინავამ თქვა, თუ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, ის მონაწილეობას არ მიიღებს. იურიდიულად მასთან მოსადავებელი არაფერი აქვთ.

ყველაფრის მიუხედავად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნებს არ ვემხრობი და მიმაჩნია, რომ ზვიადი 2015 წლამდე პრეზიდენტად უნდა დარჩეს და ვადა ამოწუროს.

ეს არის უეფას პოზიციაც, რაც თბილისში უეფას აღმასკომის წევრმა გრიგორი სურკისმა დაადასტურა".

ზვიად სიჭინავას სახელი ქართველმა გულშემატკივარმა პირველად 2006 წელს შეიტყო, როდესაც მან ზუგდიდში საფეხბურთო სკოლა "ბაია" ჩამოაყალიბა და გაჭირვებაში მყოფი ქალაქის გუნდის დაფინანსება გადაწყვიტა.

იმავე წლის ზაფხულში ერთ-ერთ რუსულ გაზეთთან ინტერვიუში სიჭინავამ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილ მმართველებს უზომო მადა აღმოაჩნდათ და გუნდში იმხელა ფულს ითხოვდნენ, იაროსლავლის "შინიკს" შევიძენო - ეს კლუბი მაშინ რუსეთის პრემიერლიგაში გამოდიოდა.

სიჭინავამ პრივატულ საუბრებში თავად ბრძანა, რომ საფეხბურთო სკოლა "ბაიასა" და მის მიერ აშენებული ბაზის გამო სერიოზული პრობლემები შეუქმნეს.

"ლელოს" კითხვაზე პასუხის გაცემის დროს - როგორ გახდა "ნაციონალებთან" დაპირისპირებული სიჭინავა 2009 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში მათი ფავორიტი, არველაძემ ფედერაციის პრეზიდენტის პრობლემები ირიბად დაადასტურა:

"რადგან ეს ამბავი გაგიგიათ, ცხადია, იცით, რაც ხდებოდა. მეც გამიგია, რომ სიჭინავას გარკვეული პრობლემები ჰქონდა.

გეთანხმებით, გასაკვირია, ერთ დღეს რაღაცას ართმევდე და მეორე დღეს ასე მოხდეს... მაგრამ ამაზე ჩემგან ლაპარაკი უხერხულია და არც მსურს იქით ხელის გაშვერა, რაც საინტერესო აღარ არის".

სიახლე არაა, რომ არჩევნები არ გვქონდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან ყიფიანი: ფედერაციასთან საქმიანი ურთიერთობა ჩემი ვალდებულებაა

"თემურ ქეცბაია საბერძნეთთან მატჩის შემდეგ უნდა გადამდგარიყო!"

თვალსაზრისი: სარბიელზე მეორე ფლანგი გამოჩნდა?

როგორ და რა როლში დაბრუნდება ლევან კობიაშვილი ქართულ ფეხბურთში?

რევაზ არველაძე: ვერანაირ პრეტენზიას ვერ მივიღებ

დაპირისპირება: ზვიად სიჭინავას "ცეცხლი გაუხსნეს"

რევაზ არველაძე: ზვიად სიჭინავას ხელში ფედერაცია წარმატებულად მუშაობს

ზვიად სიჭინავა: სფფ-ის პრეზიდენტობა საქართველოში ყველაზე დიდი მიღწევაა

BOOO
ეს კაცი მოგზავნილი ხომ არაა? :D

შენც ბრუთუს ??? შენც გადექი განზე ???(*)

არ შეიძლება ეგრე, ადამიანს ზნე და თავმოყვარეობა უნდა გქონდეს - რამდენადაც მე ვიცი (და მე ეს ნაღდად ვიცი)ბატონი დომენტი ნაციონალების ძმა და მეგობარი იყი, გილაურის, ადეიშვილის, მერაბიშვილის, გოროზიასი და სხვათა მეგობარი - და ეხლა გახდა ნაციონალების მტერი ???? გამრავლდა საქართველოში ყვარყვარე თუთაბერები ...
123
ეს უნამუსო ნახე...
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა