იტალიური "სიენა"ღრმა კრიზისშია. სანიკიძის გუნდი აგებს ყველგან, სადაც მონაწილეობს
იტალიური "სიენა"ღრმა კრიზისშია. ვიქტორ სანიკიძის გუნდი აგებს ყველგან, სადაც მონაწილეობს.

ევროლიგიდან გამოვარდნის შემდეგ სიენელებმა იტალიის ჩემპიონატში საშუალოზე სუსტ "ვანოლისთან" გასვლით მატჩში წააგეს - 71:81.

სიენელთა შედეგების პარალელურად, შეუხედავია სანიკიძის სტატისტიკა. ქართველმა ფორვარდმა ორმაგი დუბლების გემო კარგა ხანია, დაივიწყა.

წაგებულ მატჩში სანიკიძემ 14 წუთში 2 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ვიქტორს ბევრიც არ შეუტევია, 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.

ბობი ბრაუნის მოწადინება საკმარისი არაა სიენელთა წარმატებისთვის. 8 აპრილის მატჩში ამერიკელმა გამთამაშებელმა 28 ქულა მოიპოვა, მაგრამ ამაოდ. ბრაუნთან ერთად, 10-ქულიანი ზღვარი დევიდ მოსმა დაძლია, რომელმაც 14 ქულა მოაგროვა.

15 მოგებითა და 11 წაგებით "სიენა" მე-5 ადგილზე ჩამოქვეითდა. მომდევნო ტურში, 14 აპრილს, სანიკიძის გუნდი ჯეიკობ პულენის "ოკნოპლასტს" უმასპინძლებს, რომელიც 8 აპრილის ტურში შინ "ვენეციასთან" განადგურდა - 66:85.

ქართული პასპორტის მქონე პულენმა სასტარტო ხუთეულში 27 წუთი ითამაშა. ამერიკელმა უკანახაზელმა 5-დან 2 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 11 ქულასთან ერთად, პულენმა 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 5-ჯერ დაკარგა.

პულენის ბოლონიური გუნდი, რომელსაც 9 მოგება და 17 წაგება აქვს, ცხრილში კვლავ მე-14 ადგილზეა.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა