საჰარდო ტურნირების შემდეგ ჩოგბურთელები თანდათან გადადიან გრუნტზე
საჰარდო ტურნირების შემდეგ ჩოგბურთელები თანდათან გადადიან გრუნტზე. გასულ კვირას WTA-ს ტურში ორი ტურნირი გაიმართა და ერთ-ერთი სწორედ გრუნტისსაფარიან კორტზე ტარდებოდა.

ჩვეულებრივ, ჩარლსტონში ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა - სატურნირო ბადეში ვიხილეთ TOP25-ის ცხრა ჩოგბურთელი. აქ გაგრძელდა ამერიკელი სლოუნ სტივენსის წარუმატებელი სერია, რომელმაც მხოლოდ ორი გეიმი აართვა ბეტანი მატეკს. ასევე ადრე დატოვა ტურნირი სამანტა სტოსურმა - მეორე წრეში ტრავმის გამო ვერ გააგრძელა შეხვედრა იუჯინი ბუშართან. ისევ უმტყუნა ჯანმრთელობამ ანდრეა პეტკოვიჩს, რომელიც მარჯვენა ფეხის ტრავმის გამო ვერ გავიდა სათამაშოდ კაროლინ ვოზნიაცკის წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა, ტურნირის ერთ-ერთი მთავარი მატჩი ნახევარფინალში შედგა, სადაც 24-ედ გადაიკვეთა დები უილიამსების გზები. უპირატესობა სერენას ჰქონდა - 13:10, რომელმაც ბოლო წლებში შეძლო ამ დაპირისპირებაში გარდატეხის შეტანა, რადგან ვენუსი ის აღარ არის, რაც ადრე იყო.

უფროსი უილიამსი ახლა რეიტინგის მესამე ათეულშია და "პრემიერ" კატეგორიის ტურნირში ნახევარფინალი მისთვის დიდ მიღწევად მიიჩნევა. შესაბამისად, სერენას ძალიან იოლი გასეირნება გამოუვიდა - 6:1, 6:2. აღსანიშნავია, რომ პირველ სეტში ფავორიტს არც ერთი უნებლიე შეცდომა არ ჰქონია.

მეორე ნახევარფინალში ელენა იანკოვიჩი გაჭირვებით გაუმკლავდა სტეფანი ფოგელს, რომელმაც ერთი დღით ადრე ტურნირს გამოთიშა კაროლინ ვოზნიაცკი. სერბმა ზედიზედ მეორე ტურნირი ითამაშა კარგად - მაიამიში ნახევარფინალში გავიდა, აქ კი ფინალში გააღწია და TOP20-ში გაიმყარა პოზიციები.

ფინალში იანკოვიჩის წარმატებისა არავის სჯეროდა. მიუხედავად ამისა, პირველ პარტიაში ის გაცილებით სტაბილური იყო, არ ჩამორჩებოდა მეტოქეს "ვინერსების" რაოდენობით და მოულოდნელად, ორი ბრეიკით მოიგო სასტარტო სეტი. უნდა აღინიშნოს, რომ ელენა კარგად თამაშობს უმცროს უილიამსთან და მას ცხრიდან ოთხი შეხვედრა მოუგო.

მაგრამ იანკოვიჩს ფინალში ამ სტატისტიკამ ვერ უშველა. ამერიკელმა მოუმატა და მეორე სეტში საერთოდ გეიმი არ მისცა ევროპელს. მეორეში მცირე წინააღმდეგობა იყო, მაგრამ პირველი ჩოგნის შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა - 3:6, 6:0, 6:2.

უილიამსმა ჩარლსტონში მესამე ტიტული მოიპოვა, კარიერაში 49-ე გამარჯვებას მიაღწია და ერთი მოგება სჭირდება იმისთვის, რომ მეათე ქალი ჩოგბურთელი გახდეს ისტორიაში, ვისაც 50 ტურნირი ექნება მოგებული.

მონტერეიში იმარჯვა რუსმა ანასტასია პავლიუჩენკოვამ, რომლისთვისაც ეს იყო 2011 წლის შემდეგ პირველი ტიტული. მან საწყისი მატჩები დამაჯერებელად ჩაატარა, მაგრამ ნახევარფინალში გაუჭირდა მონიკა ნიკულესკუსთან მატჩში. რუსმა პირველი სეტი წააგო, მეორეში გაათანაბრა ანგარიში, მესამეში კი მეტოქეს 0:4-დან დაწევის საშუალება მისცა, მაგრამ ბოლოს მაინც მიაღწია გამარჯვებას.

ფინალში პავლიუჩენკოვა გერმანელ ანჟელიკ კერბერს ხვდებოდა და ისევ წააგო პირველი სეტი, შემდეგ კი თამაშში გარდატეხა შეიტანა. მესამე პარტიაში ანასტასიამ ორჯერ ვერ ჩააწოდა მატჩზე, მაგრამ მიღებაზე დაასრულა შეხვედრა თავის სასარგებლოდ. საინტერესოა, რომ პავლიუჩენკოვამ კარიერაში მეოთხე ტიტული მოიგო და აქედან სამჯერ მონტერეიში იმარჯვა.

Family Circle Cup

ჩარლსტონი (აშშ). გრუნტი

საპრიზო ფონდი: $795 707

ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 9) 3:6, 6:0, 6:2.

Monterrey Open

მონტერეი (მექსიკა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: $235 000

ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 5)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 1) 4:6, 6:2, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სერენა უილიამსი წინ გაიჭრა, ნოვაკ ჯოკოვიჩი მაინც დამაჯერებელია

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა