გასულ კვირას მამაკაცებს შორის ATP-ის ტურნირი არ გამართულა. სამაგიეროდ, მეოთხედფინალური ეტაპი ჩატარდა დევისის თასზე
გასულ კვირას მამაკაცებს შორის ATP-ის ტურნირი არ გამართულა. სამაგიეროდ, მეოთხედფინალური ეტაპი ჩატარდა დევისის თასზე.

გრძელდება ამ ტურნირზე კანადელთა ისტორიული გამოსვლა. ეს გუნდი პირველად თამაშობდა მეოთხედფინალში, მაგრამ ამით არ შემოიფარგლა და შინ იტალიის ნაკრებს სძლია. თუმცა მასპინძლებისთვის მატჩი ცუდად დაიწყო, რადგან ვაშეკ პოსპიშილმა ორსეტიანი უპირატესობა გაანიავა ანდრეას სეპისთან შეხვედრაში. მეორე მატჩში მილოშ რაონიჩმა ფაბიო ფონინის სძლია, წყვილთა შეხვედრა კი ნამდვილ დრამად გადაიქცა.

პოსპიშილმა და ნესტორმა პირველი ორი სეტი მოიგეს, შემდეგი ორი პარტია ბრაჩიალისა და ფონინის დარჩათ. მეხუთე სეტში კი მასპინძლებმა 15:13 (!) იმარჯვეს. კვირას კანადას გამარჯვების ქულა რაონიჩმა მოუტანა, რომელმაც იტალიელთა პირველ ნომერს, სეპის სძლია.

მოქმედი ჩემპიონი ჩეხეთი შესუსტებული შემადგენლობით ჩავიდა ასტანაში ყაზახეთის წინააღმდეგ სათამაშოდ. ტომაშ ბერდიხმა ვერ შეძლო თამაში, რადეკ შტეპანეკი კი მხოლოდ ახლა მომჯობინდა და მზად არ იყო ერთეულებში სათამაშოდ. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ჩეხებს წინა მატჩი წაგებული ჰქონდათ ყაზახებთან, ამ მეოთხედფინალს გარკვეული ინტრიგა ახლდა თან.

თუმცა სტუმრებმა უკვე პირველი დღის შემდეგ მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა, როცა ტრავმით მოთამაშე კუკუშკინმა ბრძოლა ვერ შეძლო ჰაიეკთან; გოლუბევმა კი ლუკაშ როსოლთან წააგო, რომელიც, მოულოდნელად, გუნდის ლიდერი გახდა.

სამაგიეროდ, წყვილთა მატჩში შჩუკინმა და გოლუბევმა შეძლეს ერთი ქულის აღება და მასპინძლებს მცირე იმედი დაუტოვეს. კვირას ევგენი კოროლიოვმა სამი თანაბარი სეტი ჩაატარა როსოლის წინააღმდეგ, მაგრამ სამი ტაი-ბრეიკიდან მხოლოდ ერთი მოიგო, მეოთხე სეტისთვის კი ძალები არ ეყო.

ჩეხები ნახევარფინალში გავიდნენ და თან ისტორიაში პირველად ჩაუდგნენ სათავეში დევისის თასის რეიტინგს, რომელიც 2001 წლიდან არსებობს.

ერთადერთი მეოთხედფინალი, რომელიც ხუთ მატჩამდე გაიწელა, ბუენოს აირესში გაიმართა. არგენტინა ხუან მარტინ დელ პოტროს გარეშე თამაშობდა, საფრანგეთს რიშარ გასკე აკლდა. სტუმრების დანაკლისი უფრო სერიოზული აღმოჩნდა. ჟო-ვილფრიდ ცონგამ მხოლოდ ხუთ სეტში მოუგო კარლოს ბერლოკს, ჟილ სიმონი კი დამარცხდა ხუან მონაკოსთან, რომელსაც ამ სეზონში არც ერთი მატჩი არ მოუგია ATP-ის დონეზე.

უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა წყვილთა მატჩმა, რომელშიც ნალბანდიანმა და სებალიოსმა მაყურებლების დახმარებით მოუგეს ბენეტოსა და ლოდრას. კვირას ცონგამ გაანადგურა მონაკო, მაგრამ ბერლოკმა დაამარცხა მეოთხედფინალის ანტიგმირი სიმონი.

კიდევ ერთ მეოთხედფინალში მოიპოვა გამარჯვება სტუმარმა გუნდმა - სერბებმა დაამარცხეს აშშ-ის ნაკრები. როგორც მოსალოდნელი იყო, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ორივე ერთეულთა მატჩი მოუგო ჯონ ისნერსა და სემ კუერის. აქაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა წყვილთა მატჩი და ილია ბოჟოლიაკმა და ნენად ჟიმონჟიჩმა მეხუთე სეტი 15:13 მოუგეს მსოფლიოს საუკეთესო წყვილს - ბობ და მაიკ ბრაიანებს. ამ დუეტმა დევისის თასზე მხოლოდ მეოთხე მატჩი წააგო.

აშშ-სერბეთი 1:3

0:1 ჯონ ისნერი-ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:7(5), 2:6, 5:7

1:1 სემ კუერი-ვიქტორ ტროიცკი 7:6(1), 3:6, 4:6, 6:1, 6:4

1:2 ბ. ბრაიანი/მ. ბრაიანი-ბოჟოლიაკი/ჟიმონჟიჩი 6:7(5), 6:7(1), 7:5, 6:4, 13:15

1:3 სემ კუერი-ნოვაკ ჯოკოვიჩი 5:7, 7:6(4), 1:6, 0:6

არგენტინა-საფრანგეთი 3:2

0:1 კარლოს ბერლოკი-ჟო ვილფრიდ ცონგა 6:4, 2:6, 3:6, 7:5, 2:6

1:1 ხუან მონაკო-ჟილ სიმონი 7:6(2), 6:2, 6:4

2:1 ნალბანდიანი/სებალიოსი-ბენეტო/ლოდრა 3:6, 7:6(3), 7:5, 6:3

2:2 ხუან მონაკო-ჟო ვილფრიდ ცონგა 3:6, 3:6, 0:6

3:2 კარლოს ბერლოკი-ჟილ სიმონი 6:4, 5:7, 6:4, 6:4

ყაზახეთი-ჩეხეთი 1:3

0:1 მიხაილ კუკუშკინი-იან ჰაიეკი 3:6, 2:6, 4:6

0:2 ანდრეი გოლუბევი-ლუკაშ როსოლი 6:4, 4:6, 2:6, 6:7(6)

1:2 კოროლიოვი/შჩუკინი-მინარი/შტეპანეკი 7:6(2), 6:4, 6:3

1:3 მიხაილ კუკუშკინი-ლუკაშ როსოლი 6:7(5), 7:6(2), 6:7(5), 2:6

კანადა-იტალია 3:1

0:1 ვაშეკ პოსპიშილი-ანდრეას სეპი 7:5, 6:4, 4:6, 3:6, 3:6

1:1 მილოშ რაონიჩი-ფაბიო ფონინი 6:4, 7:6(4), 7:5

2:1 ნესტორი/პოსპიშილი-ბრაჩიალი/ფონინი 6:3, 6:4, 3:6, 3:6, 15:13

3:1 მილოშ რაონიჩი-ანდრეას სეპი 6:4, 6:4, 3:6, 7:5

1/2-ფინალი

ჩეხეთი-არგენტინა

სერბეთი-კანადა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დევისის თასი: სერბეთის ნაკრებში ნოვაკ ჯოკოვიჩი ითამაშებს

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად