...და გრანდები პლეი ოფს მიღმა
პაულისტას მე-17 ტურის შემდეგ პლეი ოფის 6 მონაწილე გაირკვა. "სან პაულო", "პონტე პრეტა", "მოჟი მირიმი", "სანტოსი", "კორინთიანსი" და "პალმეირასი" უკვე მომდევნო ეტაპზე არიან. ამ უკანასკნელმა სტუმრად "პონტე პრეტას" მოუგო და ამ გუნდს ჩემპიონატში პირველი მარცხი აგემა. მასპინძლებისგან გოლი "კორინთიანსიდან" განათხოვრებულმა ლუის რამირესმა გაიტანა. პერუელის გოლს სტუმართა მხრიდან ახალგაზრდა ტიაგო რეალმა და "გრემიოდან" გადმოსულმა ლეანდრომ უპასუხეს.

ბოლოსწინა ადგილზე მყოფ "სან კაეტანოს" ვერ მოუგო "სანტოსმა". სტუმრებს რივალდო არ ჰყავდათ, მაგრამ ქულის აღება ლეგენდის გარეშეც შეძლეს. "სანტოსის" მხრიდან გოლი ნეიმარმა გაიტანა, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე თავი ბრაზილიის ნაკრებშიც გამოიჩინა (ბოლივიასთან).

დაუმარცხებელი სერია 15 მატჩამდე გაზარდა "კორინთიანსმა", რომელმაც ჟორჟე ენრიკეს და პაოლო გერეროს გოლებით "სან ბერნარდოს" მოუგო. პირველობას კი "სან პაულო" ინარჩუნებს, რომელსაც ერთი მატჩიც აქვს თადარიგში. ნეი ფრანკოს შეგირდებმა "ბოტაფოგოს" 3:1 მოუგეს, არადა, 74-ე წუთამდე ანგარიში 0:0 იყო. ანგარიში ლუსიომ გახსნა და ახალი გუნდის რიგებში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

რეგულარული სეზონის დასრულებამდე ორი ტური დარჩა, რის შემდეგაც 8 გუნდი ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებს. დღევანდელი გადმოსახედიდან, უკვე ცნობილ 6 გუნდს "ბოტაფოგო" და "პენაპოლენსე" უნდა შეუერთდნენ, რომლებიც "ლინენსე"-"ბრაგანტინოს" დუეტს, შესაბამისად, 4 და 3 ქულით უსწრებენ.

ორი ტური დარჩა "ტაკა რიოს" ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე და უკვე გაირკვა, რომ ორი გრანდი, "ფლამენგო" და "ვასკო და გამა" 1/2-ფინალს მიღმა დარჩებიან. "ფლამ" ვერც ამ ტურში მოიგო და საკუთარ მოედანზე "დუკე დე კაშიასს" დაუზავდა, თანაც მარცხს და სირცხვილს ბოლო წამებზე, გამოცდილი კლებერ სანტანას გოლის წყალობით გადაურჩა.

"ვასკომ" კი მოიგო, მაგრამ გუნდი ჯგუფში მეშვიდე ადგილზეა და მეორეზე მყოფ "ვოლტა რედონდას" მთელი 8 ქულით ჩამორჩება.

ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო "ტაკა გუანაბარას" გამარჯვებულმა "ბოტაფოგომ", რომელმაც ნიკოლას ლოდეიროს და 19 წლის ვიტინიოს კარგი თამაშის წყალობით, "ოლარია" გაანადგურა. თავისი ჯგუფის ლიდერია "ფლუმინენსეც", ვინც "რესენდეს" დააყრევინა ფარ-ხმალი.

პაულისტა. XVII ტური

სანტოსი-სან კაეტანო 1:1

გოლები: 0:1 ჟაელი (6), 1:1 ნეიმარი (53).

კორინთიანსი-სან ბერნარდო 2:0

გოლები: 1:0 ჟორჟე ენრიკე (38), 2:0 გერერო (88).

პონტე პრეტა-პალმეირასი 1:2

გოლები: 0:1 ტიაგო რეალი (4), 1:1 ლ. რამირესი (43), 1:2 ლეანდრო (73).

ბოტაფოგო სპ-სან პაულო 1:3

გოლები: 0:1 ლუსიო (74), 0:2 ალოიზიო (80), 0:3 ადემილსონი (85), 1:3 დიმბა (90).

ატლ. სოროკაბა-მირასოლი 3:2

პენაპოლენსე-გუარანი 3:0

ლინენსე-ოესტე 3:1

მოჟი მირიმი-პაულისტა 2:0

XV დე პირასიკაბა-ბრაგანტინო 2:0

იტუანო-უნიაო ბარბარენსე 0:0

სატურნირო მდგომარეობა: 1. სან პაულო (16 თამაში) - 38 ქულა, 2. პონტე პრეტა - 34, 3. მოჟი მირიმი - 33, 4. სანტოსი - 33, 5. კორინთიანსი - 32, 6. პალმეირასი - 31, 7. ბოტაფოგო სპ - 28, 8. პენაპოლენსე - 27, 9. ლინენსე - 24, 10. ბრაგანტინო - 24, 11. ოესტე - 19, 12. XV დე პირასიკაბა - 19, 13. პაულისტა - 17, 14. სან ბერნარდო - 17, 15. ატლ. სოროკაბა - 16, 16. მირასოლი - 15, 17. იტუანო - 14, 18. უნიაო ბარბარენსე (16 თ) - 13, 19. სან კაეტანო - 12, 20. გუარანი - 10.

ბომბარდირები: 11 - ვილიამი (პონტე პრეტა); 9 - ლინკომი (ბრაგანტინო); 8 - ლუიშ ფაბიანო (სან პაულო), ნეიმარი (სანტოსი).

კარიოკა. ტაკა რიო. V ტური

ფლამენგო-დუკე დე კაშიასი 1:1

გოლები: 0:1 ჩარლზ ჩადი (30), 1:1 კლებერ სანტანა (90).

რესენდე-ფლუმინენსე 0:2

გოლები: 0:1 მაიკლი (53), 0:2 რაინერი (59).

ბოტაფოგო-ოლარია 3:0

გოლები: 1:0 ლოდეირო (49), 2:0 ვიტინიო (79), 3:0 ვიტინიო (90).

ვასკო-ფრიბურგენსე 2:1

გოლები: 1:0 აბუდა (24), 1:1 ლუკასი (35), 2:1 დაკსონი (82).

ნოვა იგუასუ-ვოლტა რედონდა 1:0

კისამა-მადურეირა 0:1

აუდაქს რიო-მაკაე 1:0

ბანგუ-ბოავიშტა 1:1

სატურნირო მდგომარეობა:

A ჯგუფი: 1. ბოტაფოგო (4 თამაში) - 12 ქულა, 2. ვოლტა რედონდა - 12, 3. ნოვა იგუასუ - 8, 4. ფრიბურგენსე (4 თ) - 6, 5. ოლარია - 5, 6. მადურეირა - 4, 7. ვასკო და გამა - 4, 8. კისამა - 2.

B ჯგუფი: 1. ფლუმინენსე - 13 ქულა, 2. რესენდე - 12, 3. აუდაქს რიო - 7, 4. დუკე დე კაშიასი - 6, 5. ფლამენგო - 5, 6. ბოავიშტა - 5, 7. მაკაე - 3, 8. ბანგუ - 3.

ბომბარდირები: 4 - მაიკლი (ფლუმინენსე); 3 - ჩარლზ ჩადი (დუკე დე კაშიასი), ჰიროში (რესენდე), ლოდეირო (ბოტაფოგო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბრაზილია. შტატების ჩემპიონატი: "ტიმაომ" "სან პაულო" დაამარცხა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა