"მანჩესტერ იუნაიტედის" ძველ-ახალი პარტნიორი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ამერიკულ სადაზღვევო კომპანია AON-თან 120 მილიონ ფუნტად (141 მლნ ევრო) ღირებული 8-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც:

1. 2013 წლის 1 ივლისიდან კერინგტონის საწვრთნელ ბაზას სახელად AON-ის საწვრთნელი კომპლექსი დაერქმევა. 2. კომპანიის ლოგოტიპი განთავსდება გუნდის საწვრთნელ ფორმაზე 3. AON გახდება "იუნაიტედის" უცხოური ტურნეების ოფიციალური პარტნიორი.

როგორც კონტრაქტით ირკვევა, მხარეთა შორის თანამშრომლობის მიზანია ახალგაზრდა ტალანტების ხელშეწყობა, კლუბის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება, რისკების მართვა, საპენსიო პროგრამების უზრუნველყოფა, გლობალური პარტნიორული პროგრამების საშუალებით ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვება და ასე შემდეგ.

"იუნაიტედსა" და ამერიკულ კომპანიას შორის თანამშრომლობა დიდი ხანია, დაწყებულია. აქამდე ოკეანისგაღმელები "ეშმაკების" სატიტულო სპონსორები იყვნენ. 2014/15 წლების სეზონიდან AON-ს ამერიკული "შევროლე" ჩაანაცვლებს, ვისთან გაფორმებული 7-წლიანი ხელშეკრულებითაც კლუბი 357 მილიონ ფუნტს (419 მლნ ევრო) მიიღებს. ეს მაშინ, როცა AON-ს 4 წლით სატიტულო სპონსორის სახელი 84 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

პრესაში გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლო იყო, კლუბს სტადიონის დასახელების გაყიდვაზეც ეზრუნა, თუმცა "იუნაიტედის" ვიცე-პრეზიდენტმა ედ ვუდვორდმა, ვინც მომდევნო სეზონიდან აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ გილის ადგილს დაიკავებს, მოვლენათა ამგვარი განვითარება გამორიცხა.

უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში ეს "იუნაიტედის" მიერ გაფორმებული მე-5 სასპონსორო ხელშეკრულებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სერ ალექს ფერგიუსონი: "მანჩესტერ სიტის" კარგად მესმის

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად