მეტოქემ ქართველ მოკრივეს ბრძოლის წინ სარკეში ჩახედვა ურჩია

დღეს პარიზის სპორტის სასახლე "პორტე დე ვერსალში" WBA-ს ვერსიით ძალიან მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა გაიმართება - საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონის დროებითი (შუალედური) ტიტულისთვის რინგზე ქუთაისელი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ავა. მისი მეტოქე კამერუნელი ჰასან ნ'დამ ნ'ჯიკამია. ბრძოლა, რომლის პრომოუთერი სებასტიან აკარიე გახლავთ, 12-რაუნდიანი იქნება. აფრიკელი მოკრივე შეხვედრის ფავორიტია, მას პროფესიულ რინგზე 24-ივე ორთაბრძოლა მოუგია (აქედან 17 ნოკაუტით). ხურციძის მონაგარი ოდნავ მოკრძალებულია: 25 ორთაბრძოლა, 22 გამარჯვება (13 ნოკაუტით), 2 ფრე და 1 მარცხი. ნ'დამ ნ'ჯიკამი 26 წლისაა, ის ხუთი წლით უმცროსი და 17 სანტიმეტრით მაღალია ჩვენებურზე.

კამერუნელს კიდევ ერთი უპირატესობა ექნება - ის, ფაქტობრივად, შინაურ კედლებში ასპარეზობს. უკვე დიდი ხანია, ნ'დამ ნ'ჯიკამი სენ-დენიში ვარჯიშობს და ცხოვრობს. ხურციძე (იგივე "ჩაქუჩა", "ტორნადო") კი უკრაინის დედაქალაქში ვარჯიშობს. "ბოქსრეკის" ერთიანი რეიტინგის მიხედვით, საშუალო წონაში კამერუნელი მეოთხეა, ქართველი კი - მე-17.

ავთანდილ ხურციძემ წლეულს ორი ორთაბრძოლა გამართა. 21 მაისს კიევში მე-8 რაუნდში ნოკაუტში გაგზავნა მიჰალი კოტაი და WBA-ს ინტერნკონტინენტური და ევროპული ქამრები შეინარჩუნა. 31 ივლისს კი "ჩაქუჩამ" მე-6 რაუნდში დააგდო სარეიტინგო ორთაბრძოლაში სიარჰეი ხომიცკი. ეს შეხვედრა მინსკში გაიმართა.

წესით, ეს ორთაბრძოლა მსოფლიოს ჩემპიონის ჩვეულებრივი ტიტულისთვის უნდა ყოფილიყო, მაგრამ ოქტომბერში მსოფლიოს კრივის ასოციაციის (WBA) ბორდმა მიიღო გადაწყვეტილება, რუს გენადი გოლოვკინისთვის მიენიჭებინათ ტიტული, შესაბამისად, ამ წონის ჩემპიონი, გერმანელი ფელიქს შტურმი "სუპერჩემპიონის" სტატუსით იკრივებს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მოკრივეებმა შემდეგი თქვეს:

ჰასან ნ'დამი: "ხურციძის 4 ორთაბრძოლა ვნახე და შემიძლია ვთქვა, რომ ის მუდმივად უტევს, მან იცის, ეს როგორ გააკეთოს, მაგრამ, სხვა მხრივ, ტენიკურად ძალიან შეზღუდული მოკრივეა. მისთვის საუბედუროდ, 30-ში მას უკან დახევა მოუწევს. ძალიან კარგად ვარ მომზადებული. რაიმე გეგმა არ მაქვს, ვიმოქმედებ სიტუაციისა და მეტოქის მიხედვით. ნებისმიერი სიტუაციისთვის მზად ვიქნები. რა თქმა უნდა, 12 რაუნდისთვის ვემზადები, მაგრამ არც ბრძოლის ნაადრევად დასრულებაზე ვიტყვი უარს. ხურციძეს კი ვურჩევ, ბრძოლის წინ კარგად ჩაიხედოს სარკეში, რადგან ბრძოლის შემდეგ სულ სხვანაირი სახე ექნება. მადლობას ვუხდი ბრძოლის პრომოუთერებს, რომ ჩემს სამშობლოში ამ ბრძოლას პირდაპირ ეთერში ნახავენ".

ავთანდილ ხურციძე: "მე ნ'დამის რამდენიმე შეხვედრა ვნახე. ის ძალიან ნიჭიერია, მისი სტილი ჩემთვის მისაღებია. საფრანგეთში წასაგებად კი არა, ქამრის მოსაპოვებლად ჩამოვედი. ჰასანს კარგი შედეგები აქვს, მაგრამ ის არასოდეს შეხვედრია ჩემი დონის მოკრივეს. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, როგორ უნდა გაუძლოს მან ჩემს შეტევებს 12 რაუნდის განმავლობაში. ის ყოველთვის ამბობს, რომ ბრძოლისას უკან არ ვიხევ, მაგრამ, თუ საჭირო იქნა, ამასაც გავაკეთებ. ახლა რაც შეეხება სარკეს - ჩახედვა არ მინდა, ისედაც ვიცი, რომ არც ისე სიმპათიური ვარ, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ ნ'დამზე უკეთ ნამდვილად გამოვიყურები".

იხილეთ ავთანდილ ხურციძის რჩეული ბრძოლა [VIDEO]

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

karatekid
უსამართლობა,დეგენერატი კამრუნელი, ავთანდილს ემუქრებოდა და თვითონ აქვს ჩასახედი სარკეში, დეგენერატი იდიოტი, ქალაჩუნა , ბრძოლის გარდა ყველაფერს აჩვენებდა!!!!იდიოტი!!!!ავთანდილია გამარჯვებული , ფრანგები აღიარებენ რომ ჰასანი არ იმსახურებდა ამ გამარჯვებას,connard!!!!
karatekid
ეს ფრანგებისტვის: ce salaud ne méritait pas de victoire!!!c est un bolosse!!!la boxe est pourrie en France!!!Avthandil est meilleur!!!
karatekid
ავთანდილი მაგრად იბრძოდა, დარბაზში ვიყავი და დაჟე ფრანგებმა აღიარეს რომ კამერუნელი დებილივით იბრძოდა, გენახათ ფრანგების ემოცია, ბრძოლის მერე შედეგი ფრანგებმავე გააპროტესტეს, ავთანდილის ბრძოლა გენახათ ახლოდან გადაირეოდით, მარა ბოქსი კორუმპირებულია საფრანგეთში და ბრძოლა გაყიდული იყო აშკარად წინასწარ! ავთანდილ შენ ხარ გამარჯვებული ფრანგებისთვის, კველა აღიარებს რომ შენ იმსახურებდ გამარჯვებას!დამპალი ჰასანი, არანაირი ღირებულება არ გააჩნია
daviTi
აშკარა უპირატესობით სარგებლობდა ტორნადო,მაგრამ რას ვიზავთ აქაც ხდება ჩაწყობები, თუ უყურეთ ბრძოლას დარწმუნდებოდით. თან გასათვალისწინებელია, რომ ყველა მსაჯი ფრანგი იყო.
gio
ბრძოლა ბალახვანში იმართება თუ საფიჩხიაზე? :D
kricha
რაო ზანგებს სინიაკები არ გვეტყობაო? :D
vaxo
საღ;ლ ჩაქუჩაა ქუთაისელს მოუგებდა ეხა ეგ ენაშიი :D
talakha
საზოგადოებრივი აჩვენებს ამ ბრძოლას 00:30დაიწყება
rija_bayerni
მიდიიი გადაუარე ტორნადოოოო,მიდიიიიი.მაგის ზანგი ....
giorgi
ასდ
gio
sadme sheidzleba am brdzolis naxva, daceret tu icit vinmem
beberiku
ლინკი დადეთ რა ამ ბრძოლის თუ შეგიძLიათ
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად