მეფური საჩუქარი ქალაქისა და მწვრთნელისთვის
უკრაინელი პაველ ოლეინიკის (96) შემდეგ თბილისზე დადებითად ევროპის კიდევ ერთმა ჩემპიონმა, რუსმა ნატალია ვორობიოვამ (72) ისაუბრა.

ოღონდ, უკრაინელისგან განსხვავებით, ის ბევრად წონადი ფიგურაა - პირველი ოლიმპიური ჩემპიონია რუს ქალ მოჭიდავეთაგან, ეს წარმატება კი შარშან ლონდონში მოიპოვა.

ვერ ვიტყვით, რომ ვორობიოვა თბილისში ამ სტატუსს ხაზს უსვამდა, მაგრამ ნაკრების მთავარი მწვრთნელი იური შახმურადოვი რომ აფასებდა და განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდა, ეს კი იგრძნობოდა.

ბუნებრივია, ქალებსაც თავიანთი საქმე ჰქონდათ, მაგრამ შახმურადოვი რამდენჯერმე შევნიშნე ტრიბუნებზე ქალთა გუნდით გარშემოკრებილი, რომლებსაც მზრუნველ მამასავით ადევნებდა თვალს, პარალელურად კი ლეიბზე მიმდინარე ბრძოლებს აკვირდებოდა და, სავარაუდოდ, შეგირდებს ორთაბრძოლებს ურჩევდა.

ვორობიოვამ თბილისში ძალზე დამაჯერებლად, ძლიერად იჭიდავა და კარიერაში პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი.

"თბილისი ჩემთვის ბედნიერი ქალაქია, რადგან იქ მეორედ გავიმარჯვე - 2009 წელს იმავე დარბაზში მოვიგე მსოფლიოს პირველობა ახალგაზრდებში. სხვათა შორის, მაშინ ვალერია ჩეპსარაკოვაც ჭიდაობდა, რომელიც ახლაც ჩემპიონი გახდა.

თბილისში დიდი მხარდაჭერა მქონდა, რადგან ბევრი ქართველი მწვრთნელი, სპორტსმენი და რიგითი ქომაგი მგულშემატკივრობდა. ამის დავიწყება არ შემიძლია", - განუცხადა ვორობიოვამ რუს ჟურნალისტებს.

ნატალია ვორობიოვა (მარჯვნივ)

თბილისში მას უძნელესი წილისყრა ერგო - პირველივე წრეში ძირითად კონკურენტს, უკრაინელ ევროპის ჩემპიონ ეკატერინა ბურმისტროვას მოუგო, რითაც პირად შეხვედრებში ანგარიში 4:1-მდე გაზარდა.

როგორც მისი სიტყვებიდან ირკვევა, შახმურადოვს საგანგებოდ მოუმზადებია ამ პაექრობისთვის და, შედეგიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ - კარგადაც!

ვორობიოვა ციმბირის პატარა ქალაქ ტულუნში დაიბადა და ჭიდაობაც იქვე დაიწყო, იმის მიუხედავად, რომ დედა ამის წინააღმდეგი ყოფილა. ის თურმე დარბაზის ახლოს ცხოვრობდა და ერთხელაც მეგობარს გაჰყვა ვარჯიშზე, მოეწონა და თვითონაც დაიწყო მომზადება.

როგორც მისი პირველი მწვრთნელი კამილ ჯიგანჩინი იგონებს, იმ მეგობრებმა თავი დაანებეს ჭიდაობას, ნატალია კი დარჩა, ოღონდ თავიდან ბიჭებთან უწევდა ვარჯიშიც და შეჯიბრებაც:

"ის დარჩა ბიჭების გარემოცვაში. ნატაშა მაშინ 10 წლის იყო. მახსოვს, როგორ მოდიოდნენ მწვრთნელები და მეკითხებოდნენ, შეიძლება, თქვენი გოგო ჩემს ბიჭთან ვაჭიდაოო?

ისინი ერთ ლეიბზე ვარჯიშობდნენ და ვორობიოვამ თავისი პირველი ტურნირიც ბიჭებში იჭიდავა - ორჯერ გახდა მეორე პრიზიორი ტულუნში, მერე კი მოიგო ირკუტსკის ოლქის პირველობა ბიჭებში".

ნატალიამ მშობელი თურმე თბილისიდანაც ააფორიაქა, მაგრამ ამაში დამნაშავე ჩვენი რუსი კოლეგები ყოფილან.

"გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებმა სამომავლო გეგმებზე მკითხეს. მე ვუპასუხე, რომ შეიძლება პირად ცხოვრებასაც მივხედო და გავთხოვდე-მეთქი. მათ კი დაწერეს, ვორობიოვა თხოვდებაო და დედაჩემმა აფორიაქებულმა დამირეკა.

მინდა განვაცხადო, რომ 25 წლამდე დაოჯახებას არ ვჩქარობ და ჩემი გული დღესაც თავისუფალია", - განმარტა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რომელსაც იულია ტიმოშენკოსავით ჰყვარებია დაწნული ვარცხნილობა.

ევროპის ჩემპიონს გამარჯვებისთანავე დაურეკა რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ და გამარჯვება მიულოცა, პარალელურად კი ხელი მოაწერა ბრძანებას ტულუნში ნატალია ვორობიოვას სახელობის ბავშვთა და ახალგაზრდობის სპორტული ცენტრის მშენებლობის შესახებ. ეს ფრიად საჭიროც იყო, რადგან, როგორც კამილ ჯიგანჩინი ამბობს, დარბაზი, სადაც თავიდან მომავალმა ჩემპიონმა ვარჯიში დაიწყო, ერთი ციდაა - 6X10, არ არის საშხაპეები, ტუალეტი კი ქუჩაშია.

ჯიგანჩინი ოლიმპიადის ფინალსაც იგონებს, რომელსაც თურმე მთელი ტულუნი ადევნებდა თვალს.

"დაახლოებით 30 კაცი - ქალაქის მერი, დეპუტატი, ადგილობრივი ფედერაციის პრეზიდენტი, მოჭიდავეები ერთად ვუყურებდით ფინალს. როცა გაიმარჯვა, დავურეკე დედამისს - ოლგა ნიკოლაევნას; მერე კი კუთხეში გავედი, სხვებს რომ არ დაენახათ და ვტიროდი.

ჩემი ტელეფონი მთელი დღე არ გაჩერებულა - ყველა მირეკავდა და მილოცავდა, უცნობი ადამიანებიც კი", - გაიხსენა მწვრთნელმა.

შარშან ჟურნალ "გლამურის" მიერ წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად აღიარებულმა ლამაზმანმა შეგირდმაც დაუფასა ამაგი ჯიგანჩინს და 2012 წლის გამოშვება "ნისანის" ჯიპი უყიდა საჩუქრად.

ვორობიოვა მას თურმე ჯერ კიდევ ოლიმპიადამდე დაჰპირებია, თუ გავიმარჯვე, მანქანას გაჩუქებო.

ამის მიუხედავად, ასეთ მეფურ საჩუქარს მაინც არ მოველოდი, ეს ჩემთვის ნამდვილი შოკი იყოო, დასძინა ბედნიერმა მწვრთნელმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პაველ ოლეინიკი: საქართველო ძალიან სტუმართმოყვარე ქვეყანაა, საუკეთესო ადამიანებით

ევროპის ჩემპიონატის ექო: ორგანიზება - კარგი, პრობლემები - ქართული

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა