დავით ბობოხიძე 9 გოლით ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს ჰოლანდიაში გამართულ ელიტრაუნდზე დაემშვიდობა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ციკლს უკვალოდ არ ჩაუვლია და მცირე წარმატებებით თავს მაინც მოვიწონებთ.

ელიტრაუნდის შეხვედრები ყველა ჯგუფში დასრულდა და ცნობილი გახდა, რომ 9 გოლით შესარჩევი ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი ჩვენი ნაკრების ლიდერი დავით ბობოხიძე გახდა, ხოლო უეფამ მურთაზ კაკაბაძე ყველაზე ლამაზი გოლის ავტორად აღიარა.

ჯერ კაკაბაძეზე ვთქვათ: დიდი ხანია, რომ თბილისის "ამერის" მოთამაშე ფუტსალში გადაბარგდა და წარმატებით თამაშობს (ამჟამად თსუ-ს ფეხბურთელია).

რაც შეეხება მის გოლს, ბელორუსთან შეხვედრის მე-11 წუთზე კაკაბაძემ ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო და მარცხენა ფლანგიდან მეტოქის კარისკენ დაიძრა. ცენტრამდე არმისულმა ისე ძლიერად დაარტყა, ბელორუსების მეკარე არტურ ნოვოიჩიკმა რეაგირება ვერ მოახერხა და ბურთი მხოლოდ "ცხრიანში" დაინახა.

Video

მურთაზ კაკაბაძის იშვიათი გოლი ფუტსალში

ასეთი გოლები ფუტსალში იშვიათობაა და ქართველ მოთამაშეს დაუფასდა კიდეც.

დავით ბობოხიძე კი 28 წლისაა, თავდამსხმელი გახლავთ და ეროვნულ ჩემპიონატში ასევე თბილისის თსუ-ს ღირსებას იცავს. სხვათა შორის, ელიტრაუნდში ამ გუნდის შვიდმა ფეხბურთელმა ითამაშა.

საქართველომ ორ შესარჩევ ეტაპზე იასპარეზა და ბობოხიძემ ჯამში ცხრა გოლი გაიტანა. აქედან ორჯერ მან პოკერის შესრულება მოახერხა, არადა, ელიტრაუნდში ის ტრავმით თამაშობდა.

სწორედ ამიტომ იყო, თბილისში დაბრუნებულმა "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა პრესკონფერენციაზე ბობოხიძეს განსაკუთრებული მადლობა რომ გადაუხადა.

თავად ფეხბურთელმა კი გვითხრა, რომ ტკივილები კვლავ ძალიან აწუხებს და ცხადია, საკუთარი ფულით უნდა იმკურნალოს. ფუტსალელები ხომ პირობებით განებივრებულები არ არიან და აქ დაზღვევაზე ლაპარაკი უადგილოა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ავთანდილ ასათიანი: მოგვხედონ და მსოფლიო და ევროპა რეალური იქნება

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ჰოლანდიასთან დამარცხდა და ევროპას დაემშვიდობა

საქართველოს ფუტსალის ნაკრების უიღბლო სტარტი

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...