ამერიკული სტუდენტური საკალათბურთო ლიგის ჩემპიონი გახდა "ლუისვილი"
ამერიკული სტუდენტური საკალათბურთო ლიგის ჩემპიონი გახდა "ლუისვილი", რომელმაც ურთულეს ფინალში ორნიშნა ჩამორჩენა გააბათილა და 82:76 დაამარცხა "მიჩიგანი". კევინ უეირი, რომელმაც ცოტა ხნის წინ, მატჩის მსვლელობისას საშინელი ტრავმა მიიღო, NCAA-ს ჩემპიონი გახდა. ცნობილმა სპეციალისტმა რიკ პიტინომ, რომელსაც მალე დიდების დარბაზში შეიყვანენ, ისტორიაში პირველად მოიგო NCAA-ს ჩემპიონატი ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად.

ფინალში "ლუისვილი" ჰენკოკმა გადაარჩინა, რომელიც რთულ მომენტში მხსნელად მოევლინა თავის გუნდს. თამაშში სათადარიგოთა სკამიდან შევიდა, 22 ქულა ჩააგდო და თავისიანებში ყველაზე შედეგიანი იყო. ამ სეზონში ლიუკ ჰენკოკმა მხოლოდ სამ მატჩში ჩააგდო 20 ქულაზე მეტი და ორჯერ ეს ურთულეს ნახევარფინალსა და ფინალში გააკეთა! სნაიპერმა ხუთიდან ხუთი სამქულიანი მოათავსა კალათში და ამას 10-დან 7 ზუსტი საჯარიმო დაუმატა. გასაკვირი არ არის, რომ ფინალის MVP სწორედ ჰენკოკი გახდა.

NCAA-ს ფინალი ბრწყინვალე სეზონის შთამბეჭდავი დასასრული გამოდგა. გადამწყვეტმა მატჩმა სარეკორდო აუდიტორია - 47 326 მაყურებელი შეკრიბა.

მიჩიგანი-ლუისვილი 76:82

38:37, 38:45

მ: ბერკი (24), ალბრეხტი (17), ჰარდუეი უმცროსი (12), რობინსონ III (12), მაკგერი (6), სტაუსკასი (3), მორგანი (2).

ლ: ჰენკოკი (22), სივა (18+6 მოხსნა+5 პასი), ბეჰანენი (15+12 მოხსნა), სმიტი (9), ბლეკსჰირი (8), დიენგი (8+8 მოხსნა+6 პასი), ჰარელი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

(+18) შემაძრწუნებელი ტრავმა - სუსტი გულის მქონეები ნუ ნახავთ [VIDEO]

ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა