გიორგი თვეზე მეტია თბილისის "დინამოში" ვარჯიშობს, მაგრამ დღემდე არ ჩარიცხულა

გიორგი ციმაკურიძე თვეზე მეტია თბილისის "დინამოში" ვარჯიშობს, მაგრამ დღემდე არ ჩარიცხულა. არადა, თითქოს საკითხი გარკვეული იყო - თბილისური კლუბის ხელმძღვანელობა ტყუილად არ გააჩერებდა ფეხბურეთელს, რომელიც 15 წლიდან უკრაინაში იზრდებოდა. გიორგიმ ამ სლავური ქვეყნის უმაღლესი ლიგის რამდენიმე კლუბის ფორმა მოირგო – ალჩევსკის "სტალის", დონეცკის "შახტარის", ლუგანსკის "ზარიასა" და მარიუპოლის "ილიჩევეცის".

2009 წლის ზაფხულში გიორგი სლოვაკურ "ჟილინაში" ჩაირიცხა. სლოვაკები წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ, თუმცა, ამ დროს გიორგი უკვე ტაილანდურ კლუბ "ტოტ-კატს" ემშვიდობებოდა და "დინამოსთან" დაიწყო მოლაპარაკება - რა აბრკოლებს 26 წლის მცველის ტრანსფერს, ამის გარკვევა ფეხბურთელთან ვცადეთ.

- გიორგი, მოლაპარაკება ძალიან გაიწელა და ეს "დინამოზე" უარს ხომ არ ნიშნავს?

- ჯერ არაფერი ვიცი. არც დარჩენას გამოვრიცხავ და არც უცხოეთში წასვლას.

- ტაილანდში დიდი ხელფასებია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში გასული "ჟილინადან" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ტაილანდში როგორ აღმოჩნდი?

- თქვენ გგონიათ, ეს ჩემი არჩევანი იყო?

- აბა, დაგაძალეს?

- "ჟილინამ" უკრაინიდან გამომისყიდა და დღემდე ამ კლუბს ვეკუთვნი. ზამთარში სლოვაკებმა მითხრეს, რომ ტაილანდში მანათხოვრებდნენ. კარგი პირობები იყო და რადგან სხვა გამოსავალი არ დამიტოვეს, წავედი.

- რა დაგიმალო და ჩავთვალეთ, რომ კარიერაზე აღარ ფიქრობდი და მხოლოდ ფულის კეთებაზე გადაერთე.

- ეს მცდარი აზრია, მე კვლავ ძლიერ კლუბში მოხვედრაზე ვფიქრობ. რა გასაკვირია, რომ ფეხბურთელისთვის კარიერასთან ერთად, მატერიალური ანაზღაურებაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ ასაკისაც არ ვარ, მხოლოდ ფული მაინტერესებდეს და კარიერაზე ხელი ჩავიქნიო.

- "ჟილინაში" რატომ ვერ დარჩი?

- ჩემთვის არასასურველი ვითარება იყო. ფინანსური საკითხებისა და კიდევ რაღაც-რაღაცების გამო. შეფებთან კონფლიქტი მქონდა და წამოსვლა ვამჯობინე. ტაილანდშიც ამიტომ წავედი - უთამაშებელი ხომ არ დავრჩებოდი.

- "დინამოში" როგორ აღმოჩნდი?

- "ტოტ-კატში" იჯარა ზაფხულში დამიმთავრდა და დროებით "დინამოში" თამაში თავად მსურდა.

- ეს ტრანსფერი უკვე შენს პასუხზეა დამოკიდებუილი?

- ჩემზეც და "დინამოზეც", მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაა.

- პირველი ეტაპი მალე დასრულდება და როდის გადაწყვეტ?

- დავრჩები იმ შემთხვევაში, თუკი "დინამო" "ჟილინას" ჩემი იჯარის ფულს გადაუხდის. ზუსტად არც ვიცი, სლოვაკები რამდენს ითხოვენ. ზოგადად კი მითხრეს, რომ იმდენივეა გადასახდელი, რამდენიც ლუგანსკის "ზარიას" ჩემს გამოსყიდვაში გადაუხადეს.

- "ჟილინასთან" კონტრაქტი როდის გიმთავრდება?

- წელიწადნახევარში და ესაა პრობლემა, თორემ ისე წამოვიდოდი. ტაილნადშიც შემეძლო დარჩენა, განათხოვრებული იანვრამდე ვიყავი, მაგრამ გაჩერება აღარ შემეძლო. "ჟილინაში" დაბრუნებას კი უაზრობაა. ისე, ჩემი წამოსვლის დროს, ჯერ სლოვაკეთის ჩემპიონიც არ იყო და ვერც წარმოვიდგენდი, ლიგაში თუ გავიდოდა.

- უკრაინის შემდეგ კარიერა რატომ აგერია?

- ყველაფერი სლოვაკეთში წასვლის შედეგია. ახლა ჩემი მენეჯერი მუშაობს და შესაძლოა, ისევ უკრაინაში დავბრუნდე, იქ სამი კლუბი მიწვევს. ცალკე "დინამოსთან" მოლაპარაკების დასრულებასაც ველოდები. მალე მეცოდინება, სად ვითამაშებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა