შესაძლებელია 2016 წლის ოლიმპიადის პროგრამაში გაჩნდეს ახალი დისციპლინები
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპორტულმა დირექტორმა კრისტოფ დიუბიმ განაცხადა, რომ შესაძლებელია 2016 წლის ოლიმპიადის პროგრამაში გაჩნდეს ახალი დისციპლინები, რომელიც უკვე დამტკიცებული სპორტის სახეობების ეგიდით გაიმართება.

ასე მაგალითად, ბრაზილიაში შეიძლება გათამაშდეს მედლები "სამი სამზე" კალათბურთში, ველოსპორტის ორ ახალ დისციპლინაში (BMX-ის ფრისტაილი და ტურნირი გამოვარდნაზე მაუნტიბაიკში), შერეულ გუნდურ შეჯიბრში მშვილდოსნობასა და ტრიატლონში, აგრეთვე ცურვაში რვა ახალ დისციპლინაში (50 მეტრი ბრასი, 50 მეტრი ბატერფლაი, 50 მეტრი გულაღმა - კაცებსა და ქალებს შორის, 800 მეტრი თავისუფალი კაცებში და 1500 მეტრი ქალებში).

დიუბის სიტყვებით, ოლიმპიური სპორტული ფედერაციები მეტად შემოქმედებითად მიუდგნენ სპორტის შესაბამისი სახეობების რანგში ახალი დისციპლინების გამოჩენის შესაძლებლობას და თამაშებმა მათ განვითარების ახალი ბიძგი უნდა მისცეს. დიუბის ანგარიშის გაცნობის შემდეგ სოკ-ის აღმასკომი ახალ დისციპლინებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას 9 აგვისტოს, მოსკოვში მიიღებს.

ასევე, არსებობს იდეა იმის შესახებ, რომ გაიზარდოს მონაწილე გუნდების რიცხვი კალათბურთის ტურნირებზე, პლაჟის ფრენბურთში (32 წყვილი მამაკაცებსა და ქალებს შორის 24-ის ნაცვლად) და ქალთა წყალბურთში (12 გუნდი 8-ის ნაცვლად). ასევე, შეიძლება გაიზარდოს მონაწილეთა რიცხვი ღია წყალში 10 კილომეტრზე ცურვასა (25-დან 30-მდე) და წყალში ხტომაში.

დიუბის თქმით, ფიფას არ შეუთავაზებია ოლიმპიურ პროგრამაში პლაჟის ფეხბურთის შეტანა. სამაგიეროდ, ცხენოსნობის საერთაშორისო ფედერაციას სურს შეიტანოს ოლიმპიურ პროგრამაში დოღის სახეობა.

ამ მომენტისთვის 2016 წელს, რიო დე ჟანეიროში აპირებენ მედლების 306 კომპლექტის გათამაშებას სპორტის 27 სახეობაში: მძლეოსნობა, აკადემიური ნიჩბოსნობა, ბადმინტონი, კალათბურთი, კრივი, ბაიდარებითა და კანოეთი ნიჩბოსნობა, ველოსპორტი, ცხენოსნობა, ფარიკაობა, ფეხბურთი, ტანვარჯიში, ძალოსნობა, ხელბურთი, ბალახის ჰოკეი, ძიუდო, ცურვა, თანამედროვე ხუთჭიდი, ტაეკვანდო, ჩოგბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, მშვილდოსნობა, ტრიატლონი, აფროსნობა, ფრენბურთი, რაგბი, გოლფი და ჭიდაობა. სულ ზაფხულის თამაშებზე იგეგმება 10 700 ათლეტის მონაწილეობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჟაკ როგე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან მიდის

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა