მოვლენებს ნუ გავუსწრებთ... ფინალამდე და ნახევარფინალამდე არანაკლებ საინტერესო საპასუხო მეოთხედფინალები გველოდება
საქართველოს თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩები 13 მარტს ჩატარდა და აი, თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ საპასუხო შეხვედრების დროც დადგა.

მოკლედ, 10 აპრილს ოთხი ნახევარფინალისტი უნდა გამოვლინდეს. მერე, უახლოეს დღეებში ამ ნახევარფინალისტთა კენჭისყრა მოეწყობა, თასის ფინალი კი წლეულს 23 მაისს გაიმართება.

თუმცა ფინალამდე და ნახევარფინალამდე არანაკლებ საინტერესო საპასუხო მეოთხედფინალები გველოდება;

თანაც, ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ ამ ოთხიდან რომელიმე შეხვედრას ძირითადი დრო არ "ეყოს" და ზოგიერთ გუნდს დამატებითი ორი ტაიმის ჩატარება მოუწიოს, ანდა, სულაც პენალტების სერია ვიხილოთ!

გურია-დინამო 0:0 - ლანჩხუთი დიდი ფეხბურთის ღირსია! [VIDEO]

საქართველოს თასის ცხრაგზის გამარჯვებული თბილისის "დინამო" ტიტულების რაოდენობით რეკორდსმენია; თუმცა ჩემპიონატისა არ იყოს, დინამოელები ამ ბოლო წლებში ვერც თასზე ყოჩაღობენ: წინა გათამაშებაში მერვედფინალში (!) გამოვარდნენ, იმის წინ - მეოთხედფინალში.

აქედან გამომდინარე, ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი სრული მობილიზაციით უდგება 10 აპრილს გასამართ შეხვედრას: მით უფრო, რომ პირველი მატჩი ფრედ, 0:0 დაამთავრა.

ერთი შეხედვით, წყვილის აშკარა ფავორიტად "დინამო" უნდა მივიჩნიოთ: დუშან უჰრინის გუნდს საკუთარ მოედანზე, ფაქტობრივად, 100-პროცენტიანი შედეგი აქვს (ჩემპიონატშიც და თასზეც) და საერთოდაც, ყველა წინა პირობაა შექმნილი "დუბლის" შესასრულებლად.

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "დინამოს" უკვე სამი წელიწადია, ნახევარფინალში არ უასპარეზია და ნავსის გატეხვას ახლა შეეცდება.

ისე, მეტოქის ფაქტორს თავი რომ დავანებოთ, ისიც საინტერესოა, თუ როგორი იქნება უმაღლესი და პირველი ლიგის ლიდერების დაპირისპირება; აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტორზე, რომ 11-წლიანი პაუზის მერე თბილისში კვლავ ვიხილავთ "დინამოსა" და ლანჩხუთის "გურიას" დაპირისპირებას!

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში (უფრო ზუსტად, პირველ და მეორე ეროვნულ ჩემპიონატში) თბილისის "დინამოს", ფაქტობრივად, ერთადერთი რეალური კონკურენტი ჰყავდა და ეს ლანჩხუთის "გურია" იყო.

მართალია, იმ ორივე ჩემპიონატში "დინამომ" იმძლავრა, სამაგიეროდ, გურულები მუდამ იამაყებენ მართლაც დაუვიწყარი მიღწევით: საქართველოს თასის პირველი გათამაშების გამარჯვებული ხომ სწორედ ლანჩხუთის "გურია" გახდა!

...ამ გუნდების პირველმა დაპირისპირებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ლანჩხუთში არნახული ინტერესი გამოიწვია: ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონის ერთადერთი ტრიბუნა 4500 გულშემატკივარს იტევს და იქ ხომ ცარიელ ადგილს ვერ ნახავდით; ქომაგთა ნაწილი "ალტერნატიული ტერიტორიიდან" ადევნებდა თვალს იმ მართლაც უშეღავათო პაექრობას.

მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ტოლი არ დაუდეს ძლიერ და სახელიან მეტოქეს: "დინამოს" 100-პროცენტიანი მომენტი, ფაქტობრივად, არც ჰქონია, მაშინ, როცა სტუმრები ერთხელ... ძელმა გადაარჩინა, რამდენიმე ეპიზოდში კი - გიორგი ლორიას ჩინებულმა რეაქციამ!

ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ეს მართლაც საფეხბურთო ზეიმი ახალდაგებულ მოედანზე ჩატარდა და როცა ლანჩხუთის სტადიონის სრული რეკონსტრუქცია დასრულდება, კიდევ ერთი გამორჩეული საფეხბურთო ნაგებობაც გვექნება.

მოკლედ, ლანჩხუთელები ყველანაირად ემზადებიან უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად, თუმცა თასის გათამაშების "იგნორირებასაც" არ აპირებენ და მთელი სერიოზულობით ემზადებიან თბილისური მატჩისათვის.

ეგ კი არა, ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ 10 აპრილს სტუმრებს უფრო მეტი ქომაგი ჰყავდეთ: ჩვენი ინფორმაციით, ათასამდე გულშემატკივარი აპირებს ლანჩხუთიდან თბილისში ჩამოსვლასა და საყვარელი გუნდის მხარდაჭერა-გამხნევებას.

მოკლედ, ერთობ დამაინტრიგებელი მატჩი გველოდება და იმედია, თბილისელი გულშემატკივარიც მიაშურებს "დინამო-არენას", სადაც, გვჯერა, რომ არავინ მოიწყენს!..

მეტალურგი-სპარტაკი 1:0 - მინიმალური კმაყოფილება

კიდევ ერთი წყვილი, სადაც უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდები უნდა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს; თანაც, "გურიას" მსგავსად, ცხინვალის "სპარტაკიც" უმაღლეს ლიგაში აღზევების რეალური კანდიდატია და გამოცდილი სპეციალისტის, ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი, როგორც ხედავთ, ჯერჯერობით ახერხებს ორივე "ფრონტზე" წარმატებულად ასპარეზობას.

თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს "სპარტაკს" ერთობ გაუჭირდება ზემოტივირებულ მეტოქესთან სასურველი ანგარიშით გამარჯვება.

ჰო, რუსთაველებს ხომ ერთადერთი შანსიღა დარჩათ ევროტურნირებზე მოსახვედრად და ამ შანსს, სულ მცირე, ფინალში გასვლა "ჰქვია"!

შორს წაგვიყვანს იმ მიზეზების ჩამოთვლა, რის გამოც "მეტალურგი" ამჟამად ქვედა ექვსეულში ასპარეზობს; არადა, გუნდი დღესდღეობით ისეთ ფორმაშია, საპრიზო სამეულში მოსახვედრადაც იბრძოლებდა, მაგრამ გიორგი ყიფიანის შეგირდები სწორედ "თასზე გამავალი გზით" აპირებენ ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებას.

სხვათა შორის, ბევრს ეგონა, რომ ქვედა ექვსეულის მატჩებს "მეტალურგი" "არასერიოზულად" მიუდგებოდა და "არანორმალურად" მოტივირებულ მეტოქეებსაც ქულებს ჩამოურიგებდა; თანაც, ვერც ვერავინ გაამტყუნებდა, იმისთანა "ალიბი" ექნებოდათ: "ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი თასის გათამაშებაა და ჩემპიონატი ამიტომაც აღარ გვაინტერესებსო"!

საბედნიეროდ, ასე არ მოხდა და "მეტალურგი" FAIR PLAY-ს პრინციპების სრული დაცვით ხვდება სათასო მატჩს...

ტორპედო-სიონი 3:1 - ქუთათურები ნახევარფინალს მიუახლოვდნენ [VIDEO]

ბოლნისელები თასის ნახევარფინალში უკანასკნელად 6 წლის წინათ იყვნენ და ვეჭვობთ, რომ ეს შედეგი წლეულსაც გაიმეორონ.

რა თქმა უნდა, სათასო გათამაშებას მართლაც განსაკუთრებული სპეციფიკა აქვს, მაგრამ "ტორპედო" რომ დღესდღეობით "სიონზე" უკეთესი გუნდია, ვფიქრობთ, ამაში ბევრი არ შემოგვედავება.

არც ის არის პატარა ამბავი, რომ პირობითად "მასპინძლებს" ურთულესი ამოცანის გადაჭრა მოუწევთ: სულ მცირე, 2 ბურთის სხვაობით უნდა დაამარცხონ გუნდი, ამ ბოლო დროს ჩინებულ ფორმაში რომ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ მოკლე პერიოდში გია გეგუჩაძის გუნდმა ჯერ "დინამოსთან", მერე კი "დილასთან" ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა და იმის გარდა, რომ ჩემპიონატშიც წარმატებულად ასპარეზობს, თასზეც მაქსიმალური შედეგის ჩვენებას აპირებს.

აი, "სიონს" კი აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები აქვს: არმაზ ჯელაძის გუნდს ჩემპიონატში ურთულესი მატჩები დარჩა თავის უშუალო კონკურენტებთან;

თუმცა, მაინც გვგონია, რომ გამოცდილი და ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე ცნობილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული "სიონი" მაინც შეძლებს და უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.

ჩიხურა-დილა 3:0 - გამარჯვების ფორმულა: თავდადება [VIDEO]

პირველი მეოთხედფინალური მატჩებიდან ყველაზე დიდი მოულოდნელობა საჩხერეში დაფიქსირდა: "ჩიხურამ" თასის მოქმედი მფლობელის, "დილას" კარში სამი უპასუხო ბურთი გაიტანა!

თუმცა, როცა სტუმართა შემადგენლობას გავეცანით, ეს ყველაფერი მოულოდნელობად ვეღარ შეფასდებოდა: გორელთა ლიტველმა თავკაცმა ვალდას ივანაუსკასმა მოედანზე, ფაქტობრივად, მეორე გუნდი გამოიყვანა (ირაკლი მაისურაძის, გოგიტა გოგუასა და ირაკლი მოდებაძის გამოკლებით).

ანუ იმ თამაშის მერევე გაჩნდა ეჭვი, რომ "დილამ" ამ სეზონში პრიორიტეტად ჩემპიონატი არჩია, თორემ რა გარანტია აქვთ გორელებს, რომ გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე და არცთუ ურიგო ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ "ჩიხურას" 3 ან მეტი ბურთის სხვაობით დაამარცხებენ?

ვნახოთ, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ და მატჩს დაველოდოთ. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ სამიოდ დღეში ეს გუნდები კვლავაც უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, ოღონდ ამჯერად უკვე ჩემპიონატში...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მიხეილ კაკალაძე: "დინამო" მაინც "დინამოა", თუმცა პირველმა მატჩმა სტიმული მოგვცა

ერეკლე კილაძე: ჩემი შანსი "დინამოსთან" გამოვიყენე და არც "გურიაა" უშანსოდ!

ზვიად მეტრეველი: ფრთხილად უნდა ვითამაშოთ, შანსი კი გვექნება

guruli
სამწუხაროდ 90 ბში მთელი ფდერაცია და მსაჯების დახმარებით ხდებოდა დინამო ხელოვნურად ჩემპიონი მახსოვს როგორ არ გაჩემპიონეს სამტრედია როცა საუკეთესო გუნდი ყავდა ჩაჩუას და ხურცილავას
dudu
წესიერად დაწერეთ, რა. ცხინვალი-რუსთავი გორშია თუ მიშა მესხზე?
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა