უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო
უეფას სადისციპლინო კომიტეტმა 7 ოქტომბერს, იტალია-სერბეთის მატჩისას მომხდარი ინცინდენტი განიხილა და ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო – სერბებს ტექნიკური მარცხი, 0:3 ჩაუთვალეს. შეგახსენებთ, სერბმა გულშემატკივრებმა საკუთარი აგრესიული ქმედებებით გენუაში სულ რამდენიმე წუთის დაწყებული თამაში ჩაშალეს.

სერბეთის ფეხბურთის ფედერაცია შეხვედრის გადათამაშებას ითხოვდა, მაგრამ ეს იმთავითვე უტოპიურად მოსჩანდა. უეფამ ვერდიქტი მატჩის ქართველი დირექტორის, დავით პეტრიაშვილის მოხსენების საფუძველზე გამოიტანა. სერბები მხოლოდ შეხვედრის წაგებით არ დასჯილან. ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ჯარიმის სახით 166 ათას ევროს გადაიხდის, სერბეთის ნაკრები კი მომავალ საშინაო მატჩს ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ჩაატარებს. ასეთ უსიამოვნო სიტუაციაში გუნდი მომავალი წლის 25 მარტს, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

გენუური ამბიდან მთლად "მშრალად" ვერც იტალიელები გამოძვრნენ. ტექნიკური გამარჯვება აპენინელებს 144 ათასი ევრო დაუჯდათ. ამ ჯარიმას იტალიელები იმიტომ გადაიხდიან, რომ ამ ყბადაღებული მატჩის უსაფრთხო გარემოში ჩატარება ვერ შეძლეს.

უეფამ იმის პირობაც დადო, რომ ამიერიდან სერბი ქომაგები განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ ეყოლება აყვანილი.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"