"ნიქსის" ზედიზედ მეცამეტე გამარჯვება
რეგულარული ჩემპიონატის ბოლოს მთავარი ინტრიგა დასავლეთში პლეი ოფის მერვე საგზურისთვის ბრძოლაა. 10 აპრილს ორივე პრეტენდენტმა ითამაშა. "იუტასთვის" საკუთარ მოედანზე შეუძლებელი აღმოჩნდა "ოკლაჰომას" დამარცხება. "თანდერს" არ ჰქონია ანგარიშში რაიმე განსაკუთრებული უპირატესობა, მაგრამ მთელი მატჩის განმავლობაში ინარჩუნებდა კომფორტულ უპირატესობას და არ ხარჯავდა ზედმეტ ენერგიას პლეი ოფის წინ. "ოკლაჰომა" ჯერ ისევ ცდილობს დასავლეთში პირველი ადგილის მოპოვებას და ეს არის მისი ერთადერთი მოტივაცია.

სტუმრებმა თამაშიდან ტყორცნების მხოლოდ 40 პროცენტი გამოიყენეს, სამაგიეროდ, დიდი სარგებლობა ნახეს "იუტას" 17 შეცდომისგან. "ჯაზის" რიგებში არ აღმოჩნდა კალათბურთელი, რომელიც ლიდერის ფუნქციებს იტვირთებდა და დაუპირისპირდებოდა დურანტისა და უესტბრუკის საშუალო დონის თამაშს.

"ლეიკერსმა" კი წარმატებით ისარგებლა "ჯაზმენთა" წაფორხილებით, უპრობლემოდ დაამარცხა შინ "ნიუ ორლეანი" და მერვე ადგილზე დაბრუნდა. სხვათა შორის, კალიფორნიელებმა ზედიზედ მეთორმეტედ სძლიეს "ჰორნეტს". აღსანიშნავია, რომ "ლეიკერსს" სერიოზული პრობლემები მაშინ შეექმნა, როცა "იუტასა" და "ოკლაჰომას" მატჩის შედეგი გახდა ცნობილი. მეორე მეოთხედის შუაში მასპინძლებს "ნიუ ორლეანის" 17:2 გაქცევა გამოეპარათ.

საბოლოოდ, "ლეიკერსმა" შორს არ გაუშვა მეტოქე, იწვალა მესამე მეოთხედში, ხოლო მეოთხე 12-წუთეულში კობი ბრაიანტს, როგორც ჩანს, მობეზრდა გუნდური კალათბურთი და ფაქტობრივად, მარტო გაუსწორდა მოწინააღმდეგეს - 23 ქულა დააგროვა ერთი მეოთხედის განმავლობაში.

აქვე შეგახსენებთ "ლეიკერსისა" და "იუტას" დარჩენილ მატჩებს რეგულარულში:

ლეიკერსი

11 აპრილი. პორტლენდი-ლეიკერსი

13 აპრილი. ლეიკერსი-გ. სტეიტი

15 აპრილი. ლეიკერსი-სან ანტონიო

18 აპრილი. ლეიკერსი-ჰიუსტონი

იუტა

13 აპრილი. იუტა-მინესოტა

16 აპრილი. მინესოტა-იუტა

18 აპრილი. მემფისი-იუტა

იუტა-ოკლაჰომა 80:90

19:26, 16:19, 26:23, 19:22

ი: მო უილიამსი (19+6 პასი), გ. ჰეივორდი (17+5 მოხსნა), ჯეფერსონი (15+11 მოხსნა), ფოიე (10).

ო: უესტბრუკი (25+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), დურანტი (21+12 მოხსნა+9 პასი+3 ჩაჭრა), იბაკა (16+8 მოხსნა+5 დაფარება), სეფოლოშა (12+7 მოხსნა).

ლეიკერსი-ნიუ ორლეანი 104:96

27:22, 18:28, 25:20, 34:26

ლ: ბრაიანტი (30+6 მოხსნა+6 პასი+5 ჩაჭრა), გასოლი (22+11 მოხსნა+3 დაფარება), ჰოვარდი (19+6 მოხსნა), ჯეიმისონი (13+8 მოხსნა).

ნ-ო: გორდონი (22), დევისი (18+14 მოხსნა+4 ჩაჭრა), ანდერსონი (14), ვასკესი (11+11 პასი), ლოპესი (10).

"ნიქსის" ზედიზედ მეცამეტე

შეუჩერებელია "ნიუ იორკ ნიქსი" და მისი ლიდერი კარმელო ენტონი. "ვაშინგტონთან" საშინაო შეხვედრაში ნიუიორკელებმა 20 სამქულიანი ჩააგდეს, მათ შორის - ცხრა პირველ მეოთხედში (12 ცდიდან). სწორედ ამ დროს გამოჩნდა, რომ ამ მატჩში ბრძოლა არ იქნებოდა.

პირველად 1994 წლის შემდეგ, "ნიუ იორკმა" მოიგო ატლანტიკის დივიზიონი. გარდა ამისა, პირველად ბოლო 16 სეზონის განმავლობაში, "ნიქსმა" ერთ სეზონში 51 მატჩის მოგება მოახერხა. ახლა კლუბი ეცდება გააგრძელოს თავისი მოგებათა სერია, რომელიც 13 მატჩს უტოლდება და ამ მხრივ, გააუმჯობესოს 1993-94 წლების სეზონში დამყარებული საკლუბო რეკორდი - ზედიზედ 15 გამარჯვება. "ნიქსის" შემდეგი მეტოქე იქნება "ჩიკაგო", რომელმაც მარტში შეწყვიტა "მაიამის" 27-მატჩიანი მოგებათა სერია.

2009 წლის შემდეგ პირველად, "ჰიუსტონმა" პლეი ოფში თამაშის უფლება გაინაღდა. ეს შესაძლებელი გახდა "ფინიქსის" წინააღმდეგ მატჩში ჯეიმს ჰარდენის მიერ ბოლო წამებზე ჩაგდებული სროლის წყალობით. ორივე გუნდმა საკმაოდ უხარისხო კალათბურთი ითამაშა - ჯამში მათ 37 შეცდომა დაუშვეს, ტექსასელებმა კი ვერ აამუშავეს თავიანთი მთავარი იარაღი - სამქულიანების მხოლოდ 20 პროცენტი მოათავსეს კალათში.

მიუხედავად ამისა, "როკეტსისთვის" მატჩში და სეზონში მთავარი ამოცანა შესრულებულია. რაც შეეხება "ფინიქსს", 1968 წლიდან მოყოლებული, გუნდმა პირველად წააგო სეზონში 54 მატჩი.

"იუტას" წაგებით კიდევ ერთმა გუნდმა გაიფორმა პლეი ოფში თამაში. "გოლდენ სტეიტს" 2007 წლის შემდეგ არ ეთამაშა ამ ეტაპზე, ბოლო 19 წლის განმავლობაში კი ეს იყო "მეომრების" მეორე მოხვედრა პლეი ოფში. "მინესოტასთან" მატჩის პირველი სამი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა, მაგრამ მეოთხე 12-წუთეულში მასპინძლები 19:4 გაიქცნენ და შანსი არ დაუტოვეს არამოტივირებულ "მგლებს".

კვლავ კარგად ითამაშა კარისა და ტომპსონის წყვილმა. ეს დუეტი პირველია NBA-ში ბოლო 12 წლის განმავლობაში, რომელმაც ერთ სეზონში 300-ე მეტი სამქულიანი ჩააგდო. 2000-01 წლების სეზონში ეს შეძლეს "ბოსტონის" წევრებმა - პოლ პირსმა და ანტუან უოკერმა.

ინდიანა-კლივლენდი 99:94

29:26, 19:27, 16:31, 35:10

ი: ჰილი (27+4 ჩაჭრა), უესტი (15+9 მოხსნა), ჯორჯი (14+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), სტივენსონი (13+8 მოხსნა), ჰენსბრო (12).

კ: ირვინგი (29+7 პასი), ზელერი (18), ტომპსონი (10+7 მოხსნა), ლივინგსტონი (10).

ბრუკლინი-ფილადელფია 104:83

31:18, 25:20, 29:24, 19:21

ბ: ლოპესი (29+11 მოხსნა), რ. ევანსი (17+24 მოხსნა+3 ჩაჭრა), უილიამსი (11), ჯონსონი (11).

ფ: ნ. იანგი (18), ჰოლიდეი (15), ტერნერი (11+5 პასი).

ნიუ იორკი-ვაშინგტონი 120:99

36:23, 22:20, 37:28, 25:28

ნ-ი: ენტონი (36+8 მოხსნა+6 პასი), შამპერტი (18), კოუპლენდი (17+9 მოხსნა), სმიტი (17), ნოვაკი (12), ფელტონი (10+8 პასი).

ვ: უოლი (33), მარტინი (16), პრაისი (11), უებსტერი (10+7 მოხსნა).

მაიამი-მილუოკი 94:83

26:21, 21:25, 24:13, 23:24

მაი: ჯეიმსი (28+7 მოხსნა+7 პასი), კოული (11), ალენი (11), ჰასლემი (10+15 მოხსნა).

მილ: ჯენინგსი (30).

ჩიკაგო-ტორონტო 98:101

22:31, 28:23, 18:27, 30:20

ჩ: ბატლერი (28+7 მოხსნა), რობინსონი (22), ბუზერი (19+11 მოხსნა+8 პასი), მოჰამედი (6+10 მოხსნა).

ტ: დეროზანი (20), გეი (19+6 მოხსნა), ჯონსონი (13+11 მოხსნა), ლოური (13+10 პასი), როსი (13).

მემფისი-შარლოტი 94:75

28:19, 21:21, 14:17, 31:18

მ: კონლი (20+7 პასი), რენდოლფი (11+13 მოხსნა), ლიუერი (11+5 მოხსნა), დეი (10+7 მოხსნა).

შ: უოკერი (19), ჰენდერსონი (13+6 მოხსნა), პარგო (10), ბიიომბო (3+12 მოხსნა).

ჰიუსტონი-ფინიქსი 101:98

29:21, 22:32, 27:21, 23:24

ჰ: ჰარდენი (33+6 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), გარსია (15), ლინი (13+6 პასი), სმიტი (12+5 მოხსნა), ჯონსი (11+6 მოხსნა), აშიქი (8+22 მოხსნა).

ფ: სკოლა (28+8 მოხსნა), დრაგიჩი (15+10 პასი+4 ჩაჭრა), მარკიფ მორისი (11+9 მოხსნა), მარკუს მორისი (11+5 მოხსნა).

გ. სტეიტი-მინესოტა 105:89

26:26, 29:28, 31:16, 19:19

გ-ს: ტომპსონი (30+5 ჩაჭრა), კარი (24+10 პასი), ლი (15+12 მოხსნა+5 პასი), ჰ. ბარნ სი (15+10 მოხსნა), ბოგუტი (2+14 მოხსნა+3 დაფარება).

მ: ბადინგერი (17+6 მოხსნა), კირილენკო (15), ბარეა (13), კანინგემი (11).

ენტონი ყველაზე კარგად იყიდება

"ნიუ იორკ ნიქსის" ლიდერის, კარმელო ენტონის მაისურა, გაყიდვების მიხედვით, ლიდერი გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურ მაღაზიებში. ამ ინფორმაციას NBA.com ავრცელებს. ეს ცნობა ეფუძნება ნოემბრიდან დღევანდელ დღემდე პერიოდში ნიუ იორკის მეხუთე ავენიუზე მდებარე მაღაზიისა და NBA-ს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებს.

ენტონიმ ლიდერობა ჩამოართვა "მაიამის" ლიდერს ლებრონ ჯეიმსს, რომელიც მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა. მესამეზეა "ოკლაჰომას" ფორვარდი კევინ დურანტი, მეოთხეზე - კობი ბრაიანტი ("ლეიკერსი") და მეხუთეზე - დერიკ როუზი ("ჩიკაგო").

გუნდებს შორის ლიდერობს "ნიუ იორკ ნიქსი", რომელიც ამ რეიტინგს სათავეში 2012-13 წლების სეზონიდან ჩაუდგა. შემდეგ მოდიან - "მაიამი", "ლეიკერსი", "ბრუკლინი" და "ჩიკაგო".

ჯეი ზი აქციებს თმობს

ცნობილი ამერიკელი რეპერი ჯეი-ზი თავის წილს ყიდის "ბრუკლინ ნეტსში". ეს ნაბიჯი იმისთვის არის საჭირო, რომ მუსიკოსმა NBA-ს სპორტული აგენტის სერთიფიკატი მიიღოს, - იტყობინება ESPN. ადამიანი, რომელიც წარმოადგენს კალათბურთელთა ინტერესებს, არ შეიძლება რომელიმე გუნდში წილის მფლობელი იყოს.

ამჟამად ჯეი-ზის "ნეტსის" აქციათა ერთი პროცენტი გააჩნია. რეპერი მთავარი ფიგურა იყო იმ პროცესში, რომლის დროსაც გუნდი ნიუ ჯერსიდან ბრუკლინში გადაბარგდა.

ადრე 43 წლის მუსიკოსმა განაცხადა, რომ მისი გასართობი კომპანია - Roc Nation სპორტული მომსახურების ბაზარზე გადის. ჯეი-ზის ახალი სააგენტოს პირველი კლიენტი გახდა "ნიუ იორკ იანკისის" ბეისბოლისტი რობინსონ კანო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები

"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი