ევროლიგა. 1/4-ფინალი
ევროლიგაზე სეზონის ყველაზე საინტერესო ნაწილის დრო დადგა. დაიწყო პლეი ოფის ეტაპი, რომელიც ძალიან დაძაბული მატჩით გაიხსნა. "ბარსელონამ" "პანათინაიკოსს" უმასპინძლა და მხოლოდ ოვერტაიმში შეძლო ფავორიტის სტატუსის დამტკიცება.

"პანათინაიკოსმა" ძალიან აქტიურად დაიწყო შეხვედრა. უკიჩის, დიამანტიდისა და მაჩიულისის მონდომებით, ბერძნები 14:0 დაწინაურდნენ, მეოთხედის ბოლოს კი ანგარიში 21:9 იყო "პაოს" სასარგებლოდ.

მაგრამ აქედან მოყოლებული, რამდენიმე წუთი სტუმრებს ჩავარდნა დაეწყოთ - მათ კარგა ხანი ქულა ვერ აიღეს, "ბარსა" კი 13:0 გაიქცა და ლიდერობა მოიპოვა - 22:21. ამის შემდეგ ქულა-ქულაში თამაში ტაიმის ბოლომდე გაგრძელდა და "ბარსა" გასახდელში ორქულიანი უპირატესობით გავიდა - 34:32.

"პანათინაიკოსმა" მეორე ნახევარი ისე დაიწყო, როგორც პირველი - კვლავ მოახერხა წინ გასვლა და "ბარსა" ისევ მდევრის როლში აღმოჩნდა. სამი მეოთხედის შემდეგ ბერძნების უპირატესობა ექვს ქულას შეადგენდა და ისინი კარგადაც აკონტროლებდნენ სიტუაციას, მაგრამ ერთ მომენტში ნავარომ და იასიკიავიჩუსმა ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდეს და "პანათინაიკოსის" უპირატესობისგან არაფერი დარჩა - 60:60.

საბოლოოდ შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა და იქაც ბოლომდე დაძაბული ბრძოლა იყო. ყველაფერი გადაწყვიტა კატალონიელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშის - ხუან კარლოს ნავაროს სამქულიანმა, რომელიც სირენამდე ორი წუთით ადრე ჩავარდა კალათში. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და "ბარსელონამ" მოახერხა ხუთმატჩიან სერიაში დაწინაურება. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ესპანური გრანდის ზედიზედ მე-13 მოგება ევროლიგაზე.

ამ გუნდების მეორე მატჩი 11 აპრილს ისევ ბარსელონაში გაიმართება.

ბარსელონა-პანათინაიკოსი 72:70 (ო)

11:21, 23:11, 11:19, 19:13, 8:6

ბ: ნავარო (14), ტომიჩი (13+12 მოხსნა), სადა (13), იასიკიავიჩუსი (11+5 პასი).

პ: გისტი (14), ლასმე (14), დიამანტიდისი (10+7 მოხსნა).

სერია: 1-0

ევროპის თასის საუკეთესოები

ევროპაში რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე - ევროპის თასზე მხოლოდ ერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი - ფინალი რუსეთის "ლოკომოტივ-ყუბანსა" და ესპანეთის "ბილბაოს" შორის. მანამდე კი ტურნირის ორგანიზატორებმა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნეს 2012-13 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრებების შემადგენლობები.

პირველი ნაკრები: ნიკოლას კალატესი ("ლოკომოტივი-ყუბანი", რუსეთი), მალკოლმ დელეინი ("ბუდიველნიკი", უკრაინა), ჯასტინ დოლმანი ("ვალენსია", ესპანეთი), კოსტას ვასილიადისი ("ბილბაო", ესპანეთი), ჯონ ბრაიანტი ("ულმი", გერმანია).

მეორე ნაკრები: უოლტერ ჰოჯი ("ზელენა-გურა", პოლონეთი), ლამონტ ჰემილტონი ("ბილბაო", ესპანეთი), დერიკ ბრაუნი ("ლოკომოტივი-ყუბანი", რუსეთი), ჩაკ ეიდსონი (უნიქსი, რუსეთი), ლუკას მავროკეფალიდისი ("სპარტაკი", რუსეთი).

უფრო ადრე სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს "ბილბაოს" დამრიგებელი ფოტცის კაციკარისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევროლიგა. VI ტური: ტურის მოთამაშე

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია