ებრაელი მიმომხილველები ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერს იანვარში ვარაუდობენ
როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლადო დვალიშვილი ჰაიფას "მაქაბის" დატოვებს. თუმცა ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, სად გააგრძელებს კარიერას... ქართველ თავდამსხმელს ჰაიფელთა გუნდში უგოლო სერია გაუგრძელდა და ჯერ კიდევ 3-4 კვირის წინ კლუბი მზად იყო, ლადო 1 მილიონ ევროდ დაეთმო. ამას წინათ კი გაცხადდა, უკრაინული დონეცკის "მეტალურგი" მზად არის, 1.2 მილიონი ევრო გაიღოს დვალიშვილის სანაცვლოდ და დღეისთვის არსებული ვითარებით, "მაქაბი" ამ თანხაზე უარს არ იტყვის. წესით, არც ფეხბურთელი უნდა იყოს, უკრაინული შეთავაზების წინააღმდეგი, რადგან დონეცკელებთან კონტრაქტზე ხელმოწერის შემთხვევაში ქართველი წლიურად 400 ათას ევროს მიიღებს.

ამ ლოგიკით, იანვარში ლადო დვალიშვილის ტრანსფერს უნდა ველოდოთ. მით უმეტეს, "მაქაბის" სკაუტებს დვალიშვილის შემცვლელად ერთ-ერთი ლატვიელი თავდამსხმელი უკვე შერჩეულიც კი ჰყოლიათ. იანვრამდე დიდი დრო აღარ დარჩა და ვნახოთ...", - წერს ებრაული ვებგვერდი Ynet.co.il-ი. ისრაელში დვალიშვილისგან მასმედიაც კი გოლს ითხოვს. ებრაულ ვებგვერდებზე ჩვენებურის შესახებ, სტატისტიკური მასალაც გამოჩნდა:

"ლადო დვალიშვილმა ებრაულ ლიგაში სადებიუტო სეზონშივე გაიბრწყინა - 35 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა. "მაქაბის"ფანები ქართველის გოლებს იმდენად შეეჩვივნენ, რომ მის მშრალ სერიას ვერ ეგუებიან. მეტიც, ლადოს გოლები ჟურნალისტებსაც მოენატრათ. მიმდინარე სეზონში დვალიშვილს 7 მატჩში მხოლოდ 2 გოლი აქვს გატანილი. ბოლოს დვალიშვილმა 25 სექტემბერს გაიტანა, "მაქაბიმ" "ბნეი იეჰუდა" სტუმრად 3:2 სწორედ ლადოს მიერ გატანილი ბურთით დაამარცხა. როდისთვის უნდა ველოდოთ დვალიშვილის მორიგ გოლს?"

ზოგი ებრაული საიტის ინფორმაციით, "მაქაბი" ზამთარში არა მარტო ქართველ თავდამსხმელს, არამედ კიდევ 2-3 წამყვან ფეხბურთელს შეელევა, რადგან კლუბს ფინანსურად გაუჭირდა და მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ოქროს მედლისთვის ვეღარ იბრძოლებსო.

დვალიშვილის სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ამ ათიოდე დღის წინ ვწერდით. სწორედ მაშინ გაცხადდა, რომ დონეცკის "მეტალურგი" მზად არის, ქართველი ფორვარდის სანაცვლოდ 1.2 მილიონი ევრო გაიღოს. გავიგეთ ისიც, რომ ლადოს მთხოვნელები საბერძნეთშიც ჰყავს. კერძოდ, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ექტორ კუპერის "არისი" და სალონიკის პაოკ-ი. ცნობისთვის: ეროვნულ ნაკრებში დვალიშვილი პირველად სწორედ კუპერმა მიიწვია. არგენტინელი მწვრთნელი თავდასხმის ხაზის გაძლიერებას ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გეგმავდა. კუპერს "ემპოლის" ფორვარდ ლევან მჭედლიძის გადაბირება უნდოდა, მაგრამ ბერძნებმა მჭედლიძის მფლობელ "ემპოლისგან" მაშინ უარი მიიღეს. ჯერჯერობით ამ ბერძნულ კლუბებს დვალიშვილის გადაბირების სურვილი საჯაროდ არ დაუფიქსირებიათ, ჩვენ მხოლოდ სარწმუნო წყაროდან შევიტყვეთ.

დვალიშვილის მსურველი კლუბების რაოდენობას გუშინ კიდევ ერთი დაემატა, ხარკოვის "მეტალისტი". უკრაინულმა ვებგვერდებმა გუშინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 24 წლის ქართველ თავდამსხმელ ლადო დვალიშვილის გადაბირებისთვის დონეცკის "მეტალურგს" ხარკოვის "მეტალისტი" გაუწევს მეტოქეობას. თუმცა ჯერ ცნობილი არ არის, რამდენს ჩამოდიან ხარკოველები ჩვენებურის სანაცვლოდ, დონეცკელთა მსგავსად 1.2 მილიონ ევროს თუ უფრო მეტს.

იმასაც გაცნობებთ, რომ დვალიშვილის მსურველი ორი უკრაინული კლუბიდან უკეთეს პოზიციაში "მეტალისტია". ხარკოველთა გუნდი, რომელსაც ცნობილი უკრაინელი სპეციალისტი მირონ მარკევიჩი წვრთნის, 14 ტურში მოგროვებული 28 ქულით მე-3 ადგილზეა და საფეხურით უსწრებს უჩა ლობჟანიძისა და ჯაბა კანკავას "დნიპროს". ისიც ცხადია, რომ "მეტალისტს" თავდასხმაში უჭირს. გუნდში 4 ნომინალური ფორვარდია და 26 გატანილი ბურთიდან მათზე მხოლოდ 7 გოლია. უფრო მეტიც, გუნდის 4 თავდამსხმელიდან ორს მიმდინარე სეზონში არ გაუტანია, ანდრეი ვორობეის რვა, ხოლო ბრაზილიელ ტაისონს სამი ბურთი აქვს გატანილი. დანარჩენი გოლებიდან 6 სერბული წარმოშობის უკრაინელმა მარკო დევიჩმა გაიტანა...

რაც შეეხება დონეცკის "მეტალურგს", ბულგარელ მწვრთნელ ნიკოლაი კოსტოვის გუნდი 18 ქულით მე-8 ადგილზეა. ხარკოველების მსგავსად, წინა ხაზში დონეცკელებსაც უჭირთ. მათ ბურთების ბალანსი უარყოფითი აქვთ და 17 გატანილი გოლიდან, ოთხ თავდამსხმელზე მხოლოდ 5 ბურთი მოდის.

ერთი სიტყვით, ებრაელი მიმომხილველები დვალიშვილის ტრანსფერს იანვარში ვარაუდობენ. მანამდე ორი თვე დარჩა და ჩვენც დაველოდოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს