ფორმულა 1-ში შემოსავლების გადანაწილება - კომერციული საიდუმლოებაა
ფორმულა 1-ში შემოსავლების გადანაწილება - კომერციული საიდუმლოებაა და ამ საკითხის შესახებ მსჯელობა მხოლოდ შემთხვევით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით შეიძლება. გერმანული Motorsport-Total-ის ჟურნალისტებმა ამ ცნობების შეკრება და გაანალიზება გადაწყვიტეს.

გასულ წელს ფორმულა 1-ის შემოსავალმა 1.5 მილიარდი დოლარი შეადგინა და თუ გარკვეულ დანახარჯებს გამოვაკლებთ, ეს თანხა 1.2 მილიარდი დოლარი იქნება. ამ თანხის 50 პროცენტი ერგოთ კომერციული უფლებების მფლობელებს, 2.5 პროცენტია "ფერარის" ბონუსი, დარჩენილი 47.5 პროცენტი კი განაწილდა კონსტრუქტორთა თასზე პირველ ათ ადგილზე გასულ გუნდებს შორის - იმ პროპორციის თანახმად, რომელიც განსაზღვრულია თანხმობის ხელშეკრულების მე-10 თავის მიხედვით.

"ფერარი", "რედ ბული", "მაკლარენი", "მერსედესი" და "უილიამსი" დამატებით ბონუსს იღებენ ფორმულა 1-ში გამოსვლის სტაჟისთვის, ამის შემდეგ კი გუნდებს თანხები ერიცხებათ სამი პუნქტის მიხედვით.

პირველი პუნქტში შედიან გუნდები, რომლებიც ბოლო სამი წელი ორჯერ მოხვდნენ კონსტრუქტორთა თასის პირველ ათეულში - ისინი ამისთვის 10 პროცენტს იღებენ. მეორე პუნქტით თანხის გაცემა ითვალისწინებს წინა სეზონის პოზიციებს კონსტრუქტორთა თასზე - ჩემპიონისთვის განკუთვნილი 19 პროცენტიდან 4 პროცენტამდე იმ გუნდისთვის, რომელმაც მეათე ადგილი დაიკავა.

მესამე პუნქტი - ეს არის სპეციალური ფონდი, 30 მილიონი დოლარის ოდენობით, რომლითაც დებიუტანტებს ეხმარებიან პირველ სამ სეზონში გამოსვლისთვის. 2013 წელს ამ ფონდიდან თანხა არავის შეხვდება, რადგან 2010 წლის დებიუტანტებმა უკვე ჩაატარეს ფორმულა 1-ში სამი სეზონი.

სქემა საკმაოდ ჩახლართულია და არც ისე ლოგიკური. მაგალითად, თუ წელს "ლოტუსი" ჩემპიონის ტიტულს მოიგებს, 82.5 მილიონი დოლარის მფლობელი გახდება (28.5 მილიონი პირველი პუნქტით და 54 მილიონი - მეორეთი), "ფერარი" კი კონსტრუქტორთა თასის მეათე ადგილისთვის 140 მილიონს მიიღებს (40 მილიონი სტაჟისთვის, 60 მილიონი - 2.5 პროცენტი ბონუსი, 28.5 მილიონი პირველი პუნქტისთვის და 11 მილიონი - მეორესთვის).

განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია ის გუნდი, რომელიც კონსტრუქტორთა თასზე პირველ ათ საჯინიბოს შორის ვერ ხვდება. ასეთია რუსული "მარუსია". მას არ ერგება თანხა 47.5 პროცენტიდან და ვერც დახმარების ფონდიდან მიიღებს ფულს. უფრო მეტიც, რუსულ გუნდს არ უნაზღაურებენ ტრანსპორტირების ხარჯებს, რადგან ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობა მხოლოდ ათი საუკეთესო გუნდისთვის უზრუნველყოფს ათი ტონა ტვირთის უფასოდ გადატანისა და 20 ავიაბილეთის ხარჯებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფორმულა 1: ბაჰრეინი აუცილებლად იქნება

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"