საჩოგბურთო თაობათა პერსპექტიულობა განისაზღვრება მსოფლიოს რეიტინგის პირველ ასეულში თინეიჯერთა რაოდენობით
ტრადიციულად, საჩოგბურთო თაობათა პერსპექტიულობა განისაზღვრება მსოფლიოს რეიტინგის პირველ ასეულში თინეიჯერთა რაოდენობით. თუ ATP-ის TOP100-ში ოც წლამდე ასაკის არც ერთი წარმომადგენელი არ არის (სხვათა შორის, არც TOP200-ში), WTA-ს კლასიფიკაციის პირველი ასეული სავსეა ახალგაზრდა მოთამაშეებით. მათგან ძალიან იოლია "შესანიშნავი შვიდეულის" გამოყოფა.

ლორა რობსონი (ბრიტანეთი, 19 წლის, 43-ე ნომერი)

ორიდან ერთ-ერთი ბრიტანელი, რომელსაც ადრეული ასაკიდან უწინასწარმეტყველებდნენ მსოფლიო აღიარებას და მინიმუმ თავისი ლეგენდარული თანამემამულის, ვირჯინია უეიდის დიდებას. ოდნავ უფროსი თანამემამულისგან, ჰიზერ უოტსონისგან განსხვავებით, რობსონს ჯერ არ მოუპოვებია WTA-ს ტიტული, მაგრამ ფინალში უთამაშია. გარდა ამისა, 2012 წლის აშშ-ის ღიას მერვედფინალამდე მიუღწევია.

რობსონი არ გამოირჩევა სიმაღლით და განსაკუთრებული ძალის დარტყმებითა თუ მოწოდებით. სამაგიეროდ, მასში უხვად არის კლასიკური ბრიტანული საბრძოლო სული, რაც ადრე ძალიან აკლდა ენდი მარეის, რომელთან ერთადაც, ლორამ ლონდონის ოლიმპიადაზე ვერცხლი აიღო მიქსტში.

კრისტინა მლადენოვიჩი (საფრანგეთი, 19 წლის, 48-ე ნომერი)

რამდენიმე თვის შემდეგ კრისტინას 20 წელი უსრულდება და ის დატოვებს თინეიჯერთა სიას. მანამდე კი ცნობილი იუგოსლაველი ხელბურთელის ქალიშვილი 2013 წელს საკმაოდ კარგ შედეგებს აჩვენებს.

ამ ოთხი თვის განმავლობაში მლადენოვიჩმა ნახევარფინალურ ეტაპამდე მიაღწია პარიზსა და ფლორიანაპოლისში და მეოთხედფინალი ითამაშა მემფისში. როგორც ჩანს, საფრანგეთში მარიონ ბარტოლის ღირსეული შემცვლელი იზრდება. თან, კრისტინას არ ახასიათებს ისეთი ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლითაც ფრანგების დღევანდელი პირველი ნომერია გამორჩეული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მლადენოვიჩს შეუძლია იმაზე შორს წავიდეს, ვიდრე ეს მარიონმა გააკეთა.

ანიკა ბეკი (გერმანია, 18 წლის, 67-ე ნომერი)

ბოლო წლებში ქალთა ჩოგბურთში “გერმანული შემოსევა” შეიმჩნევა. თავისი უფროსი კოლეგების მსგავსად, წინ მიიწევს იუნიორთა შორის 2012 წლის უიმბლდონის ჩემპიონი ანიკა ბეკი.

ახალგაზრდა გერმანელმა წარმატებით ჩაატარა გასული სეზონის ბოლო ნაწილი, როცა ზედიზედ მოიგო ITF-ის რამდენიმე ტურნირი, ახალი სეზონის სტარტზე კი შენჟენის ტურნირის მეოთხედფინალამდე მიაღწია. მარტში ამერიკულ სუპერტურნირებზე ანიკამ ცუდად ითამაშა - ორჯერ წააგო სტარტზე, მაგრამ ასევე სასტარტო სტადიაზეა მისი კარიერაც. მით უმეტეს, რომ წინ არის გრუნტის სეზონი, სადაც ბეკი საკმაოდ წარმატებით თამაშობს.

გარბინ მუგურუსა ბლანკო (ესპანეთი, 19 წლის, 73-ე ნომერი)

წარმოშობით ვენესუელელი ჩოგბურთელი საჩოგბურთო სამყარომ ერთი წლის წინ გაიცნო, როცა გარბინმა მაიამის სუპერტურნირის უაილდ-ქარდი მიიღო, სენსაციურად მოუგო ვერა ზვონარევასა და ფლავია პენეტას, მერვედფინალში კი ღირსეულად ებრძოლა მომავალ ჩემპიონს - აგნიეშკა რადვანსკას.

ახალ სეზონში მუგურუსას ისევ მარტმა მოუტანა დიდება და პოპულარობა. ინდიან უელსსა და მაიამიში მან კვლავ მიაღწია მერვედფინალამდე და ამ ეტაპზე ანჟელიკ კერბერთან და ნა ლისთან დამარცხდა. ისიც აღსანიშნავია, რომ გარბინი შესანიშნავად თამაშობს ჰარდზე. ეს იმას ნიშნავს, რომ “ესპანური საჰარდო რევოლუცია” თანდათან ქალთა ჩოგბურთსაც იპყრობს.

მედისონ კისი (აშშ, 18 წლის, 76-ე ნომერი)

ეს ამერიკელი ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე პერსპექტიულია ოკეანისგაღმელი ჩოგბურთელების ახალ თაობაში. კრის ევერტის აკადემიის აღზრდილმა უკვე გამოამჟღავნა თავისი ლეგენდარული წინამორბედისა და მასწავლებლის თვისებები.

კისს ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს უკანა ხაზიდან, ფლობს ძლიერ მოწოდებას, რომლის სირთულე საკუთარ თავზე გამოსცადეს ისეთმა ჩოგბურთელებმა, როგორებიც არიან: ლუსი საფაროვა, ჟიე ჟენგი და ტამირა პაჩეკი. ამერიკელის აქტივშია მეოთხედფინალი სიდნეის ტურნირზე, მაგრამ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მედისონი ამით არ შემოიფარგლება.

ლორენ დევისი (აშშ, 19 წლის, 81-ე ნომერი)

მედისონ კისის მინიატურულ თანამემამულეს ყველაზე მეტად უყვარს ორი რამ: ჰარდის კორტები და თამაშის აგრესიული სტილი. ისევე, როგორც მედისონმა, ლორენმაც მეოთხედფინალურ ეტაპს მიაღწია ავსტრალიის ქალაქ ჰობარტის ტურნირზე და კისის მსგავსად, ისიც ოცნებობს ოდესღაც მოხვდეს WTA-ს რეიტინგის საუკეთესო ათეულში.

მათ შორის პრინციპული განსხვავება ის არის, რომ სადაც კისი ფიზიკური ძალით ცდილობს ფონს გასვლას, დევისი ამისთვის ტექნიკას, სიჩქარესა და სათამაშო ინტელექტს იყენებს. იმის გათვალისწინებით, რომ სეზონის მეორე ნახევარში მხოლოდ ჰარდის ტურნირები ტარდება, მისგან უკვე რამდენიმე თვეში სერიოზულ პროგრესს უნდა ველოდოთ.

დონა ვეკიჩი (ხორვატია, 16 წლის, 95-ე ნომერი)

რეიტინგის საუკეთესო ასეულის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელმა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში მოახდინა ფურორი, როცა ტაშკენტში WTA-ს ტურნირის ფინალამდე გააღწია. ახალ სეზონში ვეკიჩს ჯერ არ ჰყოფნის ძალა და გამოცდილება, მაგრამ პერიოდულად სთავაზობს მეტოქეებს უსიამოვნო სიურპრიზებს.

მაგალითად, ასეთი სიურპრიზი მოუწყო ავსტრალიის ღია პირველობაზე ანდრეა ჰლავაჩკოვას ან მაიამის ტურნირზე იულია პუტინცევას. როგორც ხორვატი ამბობს, მისი ოცნებაა ბრიტანეთის დედოფალთან შეხვედრა. ის ამ ოცნებას აისრულებს, თუ უიმბლდონის მოგებას მოახერხებს. ასე რომ, მიზანი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩოგბურთელთა სახალისო მეორე სახელები

egnate
ამს ნახე რა "ამბიციური" ოცნება ქონია! - მეტი საოცნებო ვერაფერი ნახე ამ ქვეყნად შვილო?
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად