დაჩრდილა თუ არა ბალოტელიმ პატარა ფარაონი?
სტეფან ელ შაარავის აგენტი ფლორიო მონაკო ჟურნალისტებს გაესაუბრა და გამოტყდა, რომ ზაფხულში "მილანის" მესვეურები მისი კლიენტის გასხვისებას ფიქრობდნენ. აგენტის თქმით, 20 წლის თავდამსხმელით "ნაპოლი" და "ფიორენტინა" იყვნენ დაინტერესებულნი:

"გასულ სეზონში ელ შაარავიმ კარგად წარმოაჩინა თავი, მაგრამ ვერავინ იფიქრებდა, რომ უკვე მომდევნო სეზონში ასე შთამბეჭდავად გაირჯებოდა. ამიტომ, როდესაც "როსონერის" მესვეურებმა სარფიანი შეთავაზებები მიიღეს, ელ შაარავის გასხვისებას სერიოზულად ფიქრობდნენ.

პირადად ადრიანო გალიანისთან მქონდა რამდენიმე შეხვედრა და ერთი ხანობა მას გადაწყვეტილიც კი ჰქონდა ჩემი კლიენტის გაშვება. საბედნიეროდ, სტეფანი "მილანში" დარჩა და ეს არავის უნანია. სიმართლე გითხრათ, მიმდინარე სეზონში მისი ასეთი პროგრესი ჩემთვისაც მოულოდნელი გამოდგა. არც თავად სტეფანი ფიქრობდა, რომ ასე მალე დაიმკვიდრებდა ადგილს ძირითად შემადგენლობაში და გუნდის ლიდერიც კი გახდებოდა. ეგ კი არა, ეროვნულ ნაკრებში იწვევენ და იქაც შეუცვლელი ფიგურა ხდება. მოკლედ, მიმდინარე სეზონმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა".

სტეფან ელ შაარავი მართლაც შთამბეჭდავად ირჯება, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ გოლების აბსოლუტური უმრავლესობა 2012 წელს გაიტანა. ერთი სიტყვით, გოლების მხრივ, "ფარაონის" შედეგიანობამ სეზონის მეორე ნახევარში მკვეთრად იკლო, რაც ბევრმა მარიო ბალოტელის ტრანსფერს დააბრალა – არის ვარაუდი, რომ ელ შაარავი სუპერმარიოს ჩრდილში მოექცა, რასაც მონაკო არ იზიარებს:

"ელ შაარავი გარემარბის პოზიციაზე თამაშობს, ამ ამპლუის ფეხბურთელებს კი მხოლოდ გოლების გატანა არ მოეთხოვებათ. სტეფანის მარგი ქმედების კოეფიციენტი ძველებურად მაღალია. ერთი ეგაა, რომ გოლებს უფრო ნაკლებად იტანს. ეს ლოგიკურიც არის, რადგან დღეს მხოლოდ ერთი გარემარბია, რომელსაც სეზონში 30-40 გოლის გატანა შეუძლია: კრიშტიანო რონალდო. ჯობია, ელ შაარავის მშვიდად თამაშის საშუალება მივცეთ, კარგად იცის, რასაც აკეთებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

როცა გუნდში მარიო ბალოტელი გყავს

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია