არშავინი პენსიაზე ფიქრობს
"ტელეგრაფის" ცნობით, "სტოკ სიტის" 25 წლის მეკარის, ასმირ ბეგოვიჩისთვის ბრძოლაში ფავორიტი უკვე გამოიკვეთა და ეს ლონდონის "არსენალია". "მეთოფეები" მზად არიან, ფეხბურთელში 15 მილიონი ფუნტი გადაიხადონ. ბრიტანული პრესა სხვა პრეტენდენტებზეც წერდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ხმები იყო.

პრინციპში ძნელად დასაჯერებელი იყო, "მანჩესტერ იუნაიტედს" ან "ჩელსის" სათადარიგო სკამზე დასაჯდომად განწირულ ფეხბურთელში ამხელა თანხა გადაეხადათ ან თავად ბეგოვიჩი დათანხმებულიყო დავიდ დე ხეას ან პეტრ ჩეხის დუბლიორობას.

თავის მხრივ, ტონი პულისის "სტოკმა" ბოსნიელთან გამოთხოვება დიდი ხანია, გადაწყვიტა. ეს მაშინ მოხდა, როცა სტაფორდშირელებმა "ბირმინგემიდან" ინგლისის ნაკრების 20 წლის კარის დარაჯი ჯეკ ბატლენდი შეიძინეს და იჯარით ამავე კლუბს დაუბრუნეს. 196 სმ-ის სიმაღლის ფეხბურთელის უმთავრეს პლუსად შრომისმოყვარეობა სახელდება. ამას გარდა, ის ტრავმებისკენ მიდრეკილიც არ გახლავთ, რაც არსენ ვენგერისთვის საკმაოდ მტკივნეული თემაა. ის ერთ-ერთია იმ იშვიათ ფეხბურთელთა შორის, ვისაც პრემიერლიგის 32-ივე ტური პაუზის გარეშე აქვს ნათამაშები.

ბეგოვიჩის სისუსტეთაგან ექსპერტები 11-მეტრიანებისას არადამაჯერებელ თამაშს გამოყოფენ. 2012/13 წლების სეზონში მან 5-დან 5 პენალტი გაუშვა. საერთო ჯამში, არავინ კამათობს, რომ ის ამჟამად პრემიერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე.

არშავინი პენსიაზე ფიქრობს

"არსენალის" შემადგენლობაში ანდრეი არშავინი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად რჩება. კლუბი მას კვირაში 80 ათას ფუნტს უხდის. რუსი ნახევარმცველი ბოლო წლებში თამაშს მონატრებულია. მაგალითად, წელს ის პრემიერლიგაში მინდორზე შვიდჯერ გამოჩნდა და შვიდჯერვე შეცვლაზე. საუკეთესო შემთხვევაში, მოედანზე მას 15-16 წუთის გატარება უწევს და რა გასაკვირია, რომ შედეგი არ აქვს - გოლი ან საგოლე პასი მის ანგარიშზე არ არის.

ფეხბურთელს ლონდონელებთან ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება. ცხადია, "არსენალი" მის გახანგრძლივებაზე არ ფიქრობს. არშავინის მეგობრების ცნობით, თუკი ფეხბურთელმა რუსული პრემიერლიგის რომელიმე ამბიციური კლუბისგან საინტერესო წინადადება არ მიიღო, გამორიცხული არ არის, სეზონის ბოლოს ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტოს.

ანდრეის აზერბაიჯანულმა "ხაზარმა" (ჯონ ტოშაკის ინიციატივით) შესთავაზა თანამშრომლობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენს სამეზობლოში კარიერის გაგრძელებას ვარსკვლავი არ აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინგლისური პრესა: იკერ კასილიასს ლონდონის "არსენალი" 20 მილიონ ევროდ ყიდულობს

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...