საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი
ცხინვალის "სპარტაკმა" პატარა სენსაცია ვერ მოახდინა და თასის გათამაშებას დაემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალამდე პირველლიგელმა "სპარტაკმა" გზიდან უმაღლესლიგელი "ვიტ ჯორჯია" ჩამოიცილა.

რუსთავის "მეტალურგმა" 10 აპრილს ხარისხიანი თამაში ვერ შემოგვთავაზა, თუმცა ამოცანა ამის გარეშეც გადაჭრა და ნახევარფინალში გავიდა. შეიძლება ითქვას, რომ "მეტალურგმა" გამოცდილების ხარჯზე აჯობა "სპარტაკს".

ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე გუნდი ფლობდა მნიშვნელოვან უპირატესობას. გოლი გასატანი "სპარტაკს" ჰქონდა, თუმცა ფრთხილად თამაშობდა, შეტევაში თავქუდმოგლეჯილი არ გარბოდა, გოლი კი სტანდარტული სიტუაციიდან გაიტანა - უჩა ბურძენაძემ ჯარიმა ისე შეასრულა, რომ ბურთი ბადეში გაახვია.

"მეტალურგიდან" პირველ ტაიმში ყველაზე უფრო ვახტანგ კვარაცხელია აქტიურობდა. მან ჯერ თორმეტიოდე მეტრიდან სცადა გოლის გატანა და გიორგი ნადირაძემ დარტყმის მოგერიება მოახერხა. შემდეგ რუსთაველთა შემტევმა შორიდან დააქუხა და "სპარტაკი" ისევ მეკარემ იხსნა.

შესვენების შემდეგ "მეტალურგი" მეტოქეზე მხნედ კი გამოიყურებოდა, თუმცა მარწუხებს ღონივრად მაინც ვერ უჭერდა მოწინააღმდეგეს.

სანამ ტრავმას მიიღებდა და შეცვლიდნენ, კვარაცხელია ერთხელაც დაემუქრა "სპარტაკის" კარს - ოდნავ მახვილი კუთხიდან მიზანი ვერ გაისწორა.

"მეტალურგი" თანდათან დაეუფლა მცირე უპირატესობას, საგოლე მომენტები კი არ ჩანდა. შეხვედრის დამატებით დროში გადატანა, ალბათ, უფრო "სპარტაკს" აძლევდა ხელს და "მეტალურგიც" თითქოს გრძნობდა ამას.

რუსთაველებმაც სტანდარტული სიტუაციიდან მოახერხეს გოლის გატანა - კუთხურიდან ჩაწოდებულზე ლუკა რაზმაძემ იმარჯვა. "სპარტაკის" საჯარიმოში არეულობა შეიქმნა და გიორგი გავაშელიშვილმა ახლო მანძილიდან, მეტოქესთან ორთაბრძოლაში მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.

"სპარტაკი" თითქოს შეეცადა რაღაცას, მაგრამ ამაოდ - ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის გააგრძელებს ბრძოლას, ქვედა ექვსეულის "მეტალურგი" კი თასის გათამაშებიდან ეცდება ევროსაგზურის მოპოვებას.

ერთიც: სპარტაკელ კონსტანტინე ხიზანეიშვილს არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ მეორე ყვითელი ბარათი და შემდეგ წითელიც მაშინ აუფრიალა, როცა ის უკვე შეცვლილი იყო...

Video

10.04.13. სპარტაკი - მეტალურგი 1:1

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან