"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა "ბაიერნთან" (0:2) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მიუნხენის "ბაიერნთან" (0:2) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ბევრი მუშაობა მოგვიწევს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს, მათ ბევრ რამეს მიაღწიეს ბოლო 1.5 წლის განმავლობაში.

არავის სიამოვნებს წაგება, მაგრამ, როცა შენზე ძლიერ გუნდს ხვდები, მარცხი უნდა აღიარო.

ბოლო სამი წლის განმავლობაში მიუნხენელებმა ორ ფინალში ითამაშეს. ამიტომ ვიცოდით, რომ ჩვენს შორის დიდი სხვაობაა.

"ბაიერნი" ძალიან ძლიერია ინდივიდუალურად და გუნდურადაც. მას არნახული რაღაცების გაკეთება შეუძლია და ყოველი ბურთისთვის იბრძვის.

ძალიან ძნელია, ასეთ მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწიო. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო.

ახლა ჩემპიონატს უნდა დავუბრუნდეთ. გვინდა, სკუდეტო ზედიზედ მეორედ მოვიგოთ, რაც დიდი მიღწევა იქნება.

ნებისმიერი ტაქტიკური თუ საკადრო არჩევანის შემთხვევაში იგივე პრობლემები შეგვექმნებოდა, რადგან, უბრალოდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მეტოქე ჩვენზე ძლიერი იყო. არ მგონია, ამაზე მეტი შეგვეძლოს. გულშემატკივრების მიერ ჩვენი გაცილებაც ამაზე მეტყველებს.

"ბაიერნი" ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი კიდევ დიდხანს იქნება", - თქვა კონტემ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

იუვენტუსი-ბაიერნი 0:2 - გერმანული მარშით ნახევარფინალში [VIDEO]

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად