11 აპრილს გამოქვეყნებულ მორიგ სანაკრებო რეიტინგში თემურ ქეცბაიას გუნდი ერთბაშად 22 საფეხურით დაქვეითდა
ფიფა/კოკა-კოლას მორიგ სანაკრებო რეიტინგში, რომელიც 11 აპრილს გამოქვეყნდა, საქართველოს ეროვნული გუნდი ერთბაშად 22 საფეხურით დაქვეითდა და 91-ე ადგილს იკავებს.

შედეგად, საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, რეიტინგის მხრივ, ყველა მეტოქე სჯობნის.

შეგახსენებთ, თემურ ქეცბაიას გუნდმა შეხვედრა ბოლოს 22 მარტს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, სტუმრად საფრანგეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის მეტოქეებს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები კვლავაც რეიტინგის სათავეშია. წინა თვის რეიტინგთან შედარებით, ერთი საფეხურთი დაქვეითდა და მე-18 ადგილზეა საფრანგეთი, რომელმაც მარტშივე ჩვენთან გამარჯვებას ესპანეთთან მარცხი მიაყოლა.

7 საფეხურით დაქვეითდა და 69-ე ადგილს იკავებს ბელორუსი, ხოლო ფინეთი 5-ით აღზევდა და სიაში 82-ეა.

ფიფა/კოკა-კოლას აპრილის სანაკრებო რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

ა ქვეყანა ქულა

1. ესპანეთი 1538

2. გერმანია 1428

3. არგენტინა 1292

4. ხორვატია 1191

5. პორტუგალია 1163

6. კოლუმბია 1154

7. ინგლისი 1135

8. იტალია 1117

9. ჰოლანდია 1093

10. ეკვადორი 1056

BAGRATIONI
qecbaia unda wavides nakrebidan.
ირაკლი
სავარაუდოდ, 2 წლის წინ, ხორვატიასთან მოგებული თამაშის ქულები აღარ იყო გათვალისწინებული ამ რეიტინგში და ალბათ მაგის ბრალია ასეთი რეგრესი.
მერაბ შანავა
ფიფას რეიტინგი სრულად არ ასახავს გუნდების სიძლიერეს, თუნდაცსამწუხაროა ასე ქვევით რომ დავეშვით. მხოლოდ საფრანგეთდან მოგების შემთხვევაში ჩვენ გუნდც მოემატებოდა ქულები, დანარჩენშემთხვევაში, თუნდაც ფრის დროსაჩ, ქულები მაინც დაგვაკლდებოდა, ასე რომ არაფერ საშიშს და კატასტროფულს ვერ ვხედავ ამაში. წარმატებებს უსურვებ ბიჭებს, და მჯერა, უახლოეს ხანში ჩვენ ყველა ვიამაყებთ მათი.
Giorgipirweli
მარტო რეიტინგის მხრივ ჯობნის ჩვენს ნაკრებს ყველა მეტოქე?
kkk
როცა ბრაზილია ათეულშიც არ არის, ჩვენი 91-ე ადგილი საამაყო და სამაღარიჩოა!
საბო: დავითაშვილს უნდა ვუმადლოდეთ - კითხვა მაქვს ქართველთა მეკარესთან
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა