ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ზაზა ფაჩულიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

ზაზა ფაჩულიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

ზაზა ფაჩულია Sportall.ge-ს რუბრიკის - "ინტერნეტკონფერენციის" სტუმარია და საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა
საქართველოს ნაკრებისა და "ატლანტას" ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ ცოტა ხნის წინ აქილევსის მყესის ოპერაცია გაიკეთა.

საბედნიეროდ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ფაჩულია თავს უკეთ გრძნობს, თუმცა ქართველი ცენტრის გამოჯანმრთელების ვადა, ექიმების პროგნოზით, 6 თვეს შეადგენს.

როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატი 4 სექტემბერს იწყება და რამდენად შეძლებს ზაზა ფაჩულია ამ დროისთვის გამოჯანმრთელებას, უცნობია. ზაზას არყოფნა ევრობასკეტზე კი საქართველოს ნაკრებისთვის დიდი დანაკლისი იქნება, თქმა არ უნდა.

ზაზა ფაჩულია Sportall.ge-ს რუბრიკის - "ინტერნეტკონფერენციის" სტუმარია და საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

მკითხველი:

- ზაზა, მაინტერესებს, რას აპირებ "ქორებთან" კონტრაქტის დამთავრების შემდეგ? არის რამე წინადადება "ატლანტასგან", თუ რომელიმე სხვა გუნდი გიწვევს? ასევე მაინტერესებს, თუ იცი, ვინმე ძლიერი მოთამაშის დამატებას ხომ არ აპირებს "ატლანტა", რადგან ჯოს გაშვების მერე გიჭირთ, მგონი...

- სატრანსფერო სეზონი 1 ივლისს იწყება. ამიტომ ყველა მოთამაშე, მათ შორის, მეც, ამ პერიოდს ველოდებით. 1 ივლისს იქნება კონკრეტული წინადადებები და ვნახოთ, რა იქნება.

მკითხველი:

- გამარჯობა, ზაზა! მე მაინტერესებს, რომელ სეზონს თვლით თქვენს კარიერაში საუკეთესოდ?

- ალბათ, წლევანდელ წელს, რადგან კარგი რამე მოხდა ჩემს კარიერაში, ტრავმას თუ არ ჩავთვლით. სეზონის პირველი ნახევარი ძალიან წარმატებული იყო ჩემთვისაც და საერთოდ, გუნდისთვისაც და ამიტომ, ალბათ, უფრო წლევანდელი სეზონი.

ჯიმკა, 24 წლის:

- ზაზა, გამარჯობა! როგორ შეეგუე ამერიკაში ყოფნას და როგორ მიგიღეს ატლანტაში? მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ!

- 8 წელია უკვე, რაც ამერიკაში ვარ და საუკეთესო ადგილი ჩემთვის, ალბათ, ატლანტა არის. აქ გატარებულმა ამდენმა წელმა თავი, როგორც საკუთარ სახლში მაგრძნობინა, მაგრამ საქართველოს მაინც არაფერი შეედრება.

გიორგი, 22 წლის:

- ზაზა, ნაკრების სული და გული ხარ! მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ, კაპიტანო და ღმერთმა ქნას, რომ ნაკრებს დაეხმარო ევროპაზე. მაინტერესებს შენი აზრი, რა შანსები გვაქვს ევროპის ჩემპიონატზე და რის ხარჯზე შეიძლება მივაღწიოთ წარმატებას და გავიდეთ შემდეგ ეტაპზე?

- შანსები, რა თქმა უნდა, არის, რომ ჯგუფიდან გავიდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ნაკრებმა გუნდურად ითამაშოს და ყველამ მაქსიმუმი გაიღოს ამისთვის.

ნიკა, 20 წლის:

- ზაზა, გამარჯობა! ორი კითხვა მაქვს: სიმაღლეში ორ მეტრს რა ასაკში მიაღწიე? როგორ გაქვს ახლა ფეხი? შენმა ტრავმამ მთელი საქართველო გაანაწყენა. გისურვებ გამოჯანმრთელებას.

- 14 წლისა უკვე 2 მეტრი ვიყავი სიმაღლეში. რაც შეეხება მეორე კითხვას, უკეთესად, პროგრესი არის, მაგრამ მაინც ჯერ დროის ფაქტორია მნიშვნელოვანი. რამდენიმე თვის შემდეგ უკეთესად ვიგრძნობ თავს და შესაძლოა, ვარჯიში განვაახლო. ოპერაციის შემდეგ სამი კვირაა გასული და პროგრესი აშკარად არის.

გიორგი, 22 წლის:

- ზაზა, რომელ გუნდს ქომაგობ და კალათბურთელებიდან ვინ არის შენი იდეალი?

- რა თქმა უნდა, ჩემს გუნდს ვქომაგობ პირველ რიგში და სხვას არავის. ბავშვობაში ტიმ დანკანი და მაიკლ ჯორდანი მომწონდა.

გიორგი, 22 წლის:

- ზაზა, გაიხსენე, ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში შენს კარიერაში ვის წინააღმდეგ იყო?

- ყველაზე კარგად "ბრუკლინთან" ბოლო შეხვედრა მახსენდება, როცა სამმაგ დუბლს მივუახლოვდი. ორი შედეგიანი გადაცემა დამაკლდა სამმაგ დუბლამდე. სხვა ბევრი კარგი თამაშიც იყო, მაგრამ ეს უფრო დამამახსოვრდა.

ირაკლი არქანია, 17 წლის:

- გამარჯობა, ზაზა! შენს თამაშებს მეტ-ნაკლებად ვუყურებ. ამ ბოლო დროს ცუდი ტრავმა მიიღე. მე იმედს ვიტოვებ, რომ ნაკრებს მაინც დაეხმარები. ჩემი კითხვა: უშუალოდ თამაშის დროს არ ფიქრობ, რომ NBA-ში რამე რეკორდი მოხსნა ან თუნდაც გუნდის?

- სხვათა შორის, წელს მოვხსენი გუნდის რეკორდი, ერთ მეოთხედში 7 მოხსნა მოვაგროვე, რაც "ატლანტას" ისტორიაში პირველად მოხდა.

გიორგი, 22 წლის:

- ზაზა, შენი აზრი მაინტერესებს: რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნია, რომ ნაკრებმა დაიმატოს ცენტრის პოზიციაზე ლეგიონერი და შენ ვის ისურვებდი ამ ადგილას? ვინ მიგაჩნია ყველაზე სასურველ კანდიდატად, ევროპიდან იქნება ის თუ ამერიკიდან...

- არ არის საჭირო, ნაკრებს ჰყავდეს ლეგიონერი. საკმაოდ გამოცდილი გუნდი გვყავს უკვე და ვფიქრობ, რომ ამ გუნდს შეუძლია ქართველების ხარჯზე იასპარეზოს მაღალ დონეზე. ამიტომ აღარ არის საჭირო ლეგიონერების ჩამოყვანა.

ირაკლი ქობულეთიდან:

- პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა იმისათვის თქვენს საიტს, რომ გვაძლევთ შესაძლებლობას, რათა შეკითხვები დავუსვათ ჩვენი დროის წარმატებულ ქართველებს, რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეობის მეშვეობით ჩვენს ქვეყანას ასახელებენ. რაც შეეხება შეკითხვას, მაინტერესებს ზაზას აზრი საქართველოს ჩემპიონატის მიმართ და რა უნდა გავაკეთოთ, რათა უფრო გაიზარდოს ჩემპიონატის დონე. ასევე, ძალიან მინდა შევიძინო ზაზას მაისური და სად შევძლებ მის შეძენას?

- რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, სიმართლე გითხრათ, თვალყურს ვერ ვადევნებ, თუმცა პრესას ვეცნობი. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ლეგიონერები არიან. რამდენიმე გუნდს ჰყავს ლეგიონერები და ზოგიერთ გუნდს ერთზე მეტი ლეგიონერი ჰყავს, რაც უფრო ინტერესს აძლევს და უფრო საერთაშორისოს ხდის ჩემპიონატს. საერთო ჯამში, ეს კარგია საქართველოს ჩემპიონატისთვის და ქართველი კალათბურთელებისთვის; მით უმეტეს, მათთვის, ვინც უცხოელების თანაგუნდელები არიან, რადგან გამოცდილი ლეგიონერებისგან ახალგაზრდებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ.

ატლანტაში ყველა სპორტულ მაღაზიაში შესაძლებელია ან თუნდაც ინტერნეტში "ატლანტას" ვებგვერდზე. საქართველოში, სიმართლე გითხრა, არ ვიცი, მაგრამ ამერიკაში ინტერნეტით გამოწერა ძალიან აქტუალურია. დარწმუნებული ვარ, ინტერნეტში თავისუფლად შეიძენ მაისურს.

მკითხველი:

- გამარჯობა, კაპიტანო! :) პირველ რიგში, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ და მომავალ წარმატებებს. კარიერის დასრულების შემდეგ ხომ არ გეგმავ საქართველოში საკალათბურთო სკოლის ჩამოყალიბებას? თუ ადევნებ თვალს ახალგაზრდებს, შენგელიას მერე ვის აქვს ყველაზე დიდი შანსი, NBA-ში კარიერა გააგრძელოს?

- ჯერ ამაზე არ ვფიქრობ, რადგან კიდევ რამდენიმე წელი მინდა ვითამაშო. ამიტომ ასე კონკრეტულად არ ვიცი და გეგმები არ მაქვს, თუმცა ამაზე მიფიქრია და დიდი შანსია, რომ საკალათბურთო სკოლა გავაკეთო საქართველოში კარიერის დასრულების შემდეგ.

რაც შეეხება ახალგაზრდებს, თორნიკეს, რა თქმა უნდა, მომავალი აქვს და დარწმუნებული ვარ, მომავალში უფრო მეტად დაეხმარება საქართველოს ნაკრებს და მაქსიმუმს გააკეთებს ეროვნული გუნდის წარმატებისთვის. შენგელიას გარდა, ბექა ბურჯანაძეს გამოვყოფდი, რომელიც ესპანეთში თამაშობს, კერძოდ კი, "კახასოლში". ესპანელებს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატი აქვთ და თუ გავითვალისწინებთ, რომ ბექა მხოლოდ 18 წლისაა, ნამდვილად დიდი მომავალი აქვს. სიმართლე გითხრათ, დანარჩენ ახალგაზრდებს არ ვიცნობ, რადგან ვერ ვადევნებ თვალს საქართველოს ჩემპიონატს და ბავშვთა კალათბურთს. დუდა სანაძე თამაშობს ამერიკაში ერთ-ერთ საუკეთესო კოლეჯში და ბევრი შრომის შემდეგ მასაც ექნება შანსი, დიდი კალათბურთი ითამაშოს. უფრო ამ ორ კალათბურთელს, დუდა სანაძესა და ბექა ბურჯანაძეს გამოვყოფდი, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან, პროფესიონალური კალათბურთი ითამაშონ და ნაკრებს გამოადგნენ. არ მინდა, საქართველოში მოთამაშე ახალგაზრდა კალათბურთელებს ეწყინოთ, მაპატიონ, რომ არ ვიცნობ, მაგრამ ყველას წარმატებას ვუსურვებ.

გიორგი:

- ზაზა, შენ ჩვენი ნაკრებისთვის შეუცვლელი ლიდერი ხარ... შენი ტრავმის ამბავმა, რასაც ოპერაცია მოჰყვა, შოკში ჩამაგდო... მაინტერესებს, თუ არსებობს თუნდაც მიზერული შანსი, რომ ევრობასკეტზე დაიცვა ჩვენი ქვეყნის ღირსება? მალე გამოჯანმრთელებას და წარმატებებს გისურვებ მთელი გულით და მადლობას გეუბნები იმ თავდადებისთვის, რასაც მოედანზე იჩენ ხოლმე.

- ძალიან ძნელია ამაზე საუბარი, რადგან ძალიან დიდი პროცესია, ყოველი დღე მნიშვნელოვანია, ყოველი შემდეგი ნაბიჯი მნიშვნელოვანია ამ პროცესში. ევრობასკეტზე გამოსვლაზე ვერ ვფიქრობ, რადგან ჯერ სიარულიც კი არ დამიწყია. ასე რომ, არ მინდა, იმედი გავუჩინო ან პირიქით, მოვუკლა ვინმეს. ჯობია ასე ვთქვა, დრო გვიჩვენებს, რა იქნება და როგორ განვითარდება ეს პროცესი.

მკითხველი:

- ზაზა, რას იტყვი კევინ გარნეტის შესახებ? გქონია თუ არა მასთან რამე დაპირისპირება? :)

- ვფიქრობ, რომ გარნეტი ნბა-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა თავისი თავდადებული შრომით, რაც გაუკეთებია საკუთარი გუნდისთვის და ჩემპიონიც კი გახდა. შეიძლება მე მასთან დაპირისპირება მქონია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, არ შეიძლება, რომ პატივი არ სცე მოთამაშეს, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია კარიერაში. ამდენი ხანია თამაშობს და დღესაც მაღალ დონეზეა. ამიტომ, როგორც მოთამაშეს, მე მას დიდ პატივს ვცემ.

სანდრო:

- გამარჯობა! ვარ 12 წლის, დავდივარ კალათბურთზე. მჭირდება რამოდენიმე დარიგება თქვენგან. ტანით, ჩემს ასაკთან შედარებით, არ ვარ დაბალი, მაგრამ ჩემზე ცოტათი მაღლებთან მიჭირს ბრძოლა ბურთის მოხსნაზე. რა ვარჯიშს მირჩევდით, რომ ნახტომი გამეზარდოს? გისურვებთ გამოჯანმრთელებას.

- პირველ რიგში, საჭიროა თავდადებული შრომა და ეს აუცილებელია განსაკუთრებით ამ ასაკში. რაც შეეხება მოხსნებს და ნახტომს, დროსა და ვარჯიშებს მოაქვს გამოცდილება. ამის შემდეგ კი უფრო გაგიადვილდება. ბევრი ივარჯიშე და წარმატებას გისურვებ, ყველაფერი კარგად იქნება.

მკითხველი:

- მოგესალმებით! მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო თქვენს მიმართ. მთელი გულით გგულშემატკივრობთ. ასე რომ ვთქვათ, კალათბურთის ცქერა საქართველოს ნაკრების წარმატებულმა თამაშმა დამაწყებინა. რაც შეეხება შეკითხვას: როდის ჩამობრძანდებით ბათუმში, რომ თქვენი ავტოგრაფი მივიღო და შესაძლებლობის შემთხვევაში, სურათი გადავიღო თქვენთან?

- ბათუმში, სხვათა შორის, ბოლო წლებში ხშირად ჩავდივარ. ზაფხულში ერთხელ მაინც მიწევს ბათუმში ჩასვლა. ასე რომ, წინასწარ დაგეგმილი არ მაქვს. ბევრი ბათუმელი მეგობარი მყავს და შეძლებისდაგვარად ჩავდივარ ხოლმე ბათუმში რამდენიმე დღით მაინც.

გიორგი, 22 წლის:

- ზაზა, ევროლიგას თუ ადევნებ თვალყურს და რომელ გუნდს გამოარჩევდი? თუ საიდუმლო არ არის, ვის გულშემატკივრობ ამ ტურნირზე?

- ევროლიგას შეძლებისდაგვარად თვალს ვადევნებ ინტერნეტით. განსაკუთრებით, თურქულ გუნდებს ვგულშემატკივრობ, რადგან ძალიან ბევრი მეგობარი თამაშობს თუნდაც "ეფესში". ამიტომ უფრო ამ გუნდს ვგულშემატკივრობ.

მკითხველი:

- გამარჯობა, ზაზა! გისურვებ მალე გამოჯანმრთელებას. ხომ არ აპირებ მომავალ სეზონში სხვა გუნდში გადასვლას და კიდევ, შენი აზრით, თორნიკე შენგელია რამდენს მიაღწევს NBA-ში?

- ვნახოთ, რა იქნება პირველ ივლისს. აუცილებლად ავირჩევ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის საუკეთესო ვარიანტს. რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, კარგი მოთამაშეა და ნბა-ში ადგილს დაიმკვიდრებს და ბევრ მიაღწევს.

გიორგი, 29 წლის:

- შენ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ხარ. მაინტერესებს, რა ეტაპები უნდა გაიაროს ადამიანმა ცხოვრებაში, რომ თავისი ნიჭი გამოიყენოს და წარმატებას მიაღწიოს? რა თვისებებია ამისათვის აუცილებელი?

- თავდადებულმა შრომამ ძალიან ბევრი მომცა, ანუ იმას მიმაღწევინა, რაც ახლა მაქვს. ჩემთვის პირველ ადგილზე შრომა და საქმის სიყვარულია. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია იღბალი, ღვთის წყალობა; აუცილებელია განათლება, რადგან ყველა შენს ნაბიჯსა და საქციელს დაფიქრება სჭირდება. სპორტში გადაწყვეტილება ძალიან მალე უნდა მიიღო, დრო არ გაქვს იმისთვის, რომ დაჯდე და იფიქრო. როცა მოედანზე ხარ, გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღო და ამისთვის წამის მეასედები გაქვს. ასე რომ, ჭკუა და განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვებს ყოველთვის ვეუბნები, რომ სკოლაში იარონ და კარგად ისწავლონ, რადგან რასაც არ უნდა აკეთებდე, განათლება ყველგან გჭირდება და გამოგადგება. შრომისმოყვარეობა, გამართლება, ღვთის წყალობა და განათლება - ეს ოთხი არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

მკითხველი:

- ზაზა, ძმაო, გულით მინდა გისურვო მალე გამოჯანმრთელება. მინდა გკითხო: ვის მიიჩნევ დღესდღეობით საუკეთესო ცენტრად?

- ალბათ, დუვაიტ ჰოვარდია საუკეთესო ცენტრი, რადგან ძალიან კარგი მოთამაშეა, ძალისმიერ კალათბურთს თამაშობს და ათლეტურიც არის.

მკითხველი:

- გამარჯობა! უპირველეს ყოვლისა, სწრაფ გამოჯანმრთელებას და ფორმაში ჩადგომას გისურვებ, კაპიტანო. გთხოვ დაასახელო, მოქმედი კალათბურთელებიდან ვინ მიგაჩნია სამ საუკეთესო ევროპელ ცენტრად?

- ბრეგოვიჩი მონტენეგროდან, გორტატი პოლონეთიდან და გასოლი ესპანეთიდან.

მკითხველი:

- ღმერთმა ქნას და რეაბილიტაციის პროცესი დაგეგმილზე სწრაფი ტემპით წარიმართოს. მაინტერესებს, ამ შემთხვევაში რამდენად შესაძლებელია ევრობასკეტზე თამაშში ხელისშემშლელ ფაქტორად საკონტრაქტო საკითხები იქცეს (ვგულისხმობ, რამდენად შესაძლებელია, მომავალმა გუნდმა შეგიშალოს ამაში ხელი)? წარმატებებს გისურვებ, კიდევ ბევრჯერ გაგეხარებინოს და გესახელებინოს საქართველო, როგორც ნაკრებში, ასევე NBA-ში თამაშით!

- ასეთი რაღაცა არ მოხდება ნბა-ში. გუნდს არ აქვს უფლება, კალათბურთელი ნაკრებში არ გაუშვას. ტრავმის გარდა, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ნაკრებში ვერ ჩამოვიდე... მთავარია ჯანმრთელობა, თორემ სხვა ვერაფერი დამიდგება წინ, ნაკრებში რომ ვერ ჩამოვიდე.

მკითხველი:

- იყო რამე შეთავაზება "ლეიკერსიდან"?

- წინა თავისუფალ აგენტობაზე იყო 4 წლის წინ, მაგრამ მაშინ "ატლანტა" ვამჯობინე.

მკითხველი:

- თქვენი ბავშვობის დროს ყველაზე ნიჭიერი კალათბურთელი ვინ იყო? ისეთი, რომელმაც დიდი კალათბურთი ვერ ითამაშა...

- არ დავკონკრეტდები, მაგრამ საერთოდ ხდება, რომ ბავშვობაში ყველა უწინასწარმეტყველებს ვინმეს დიდი კალათბურთის თამაშს და მერე რაღაც მიზეზების გამო ეს არ ხერხდება ან პირიქით, როცა ბავშვს არავინ ყურადღებას არ აქცევს და ზუსტად მაგან ითამაშოს დიდი კალათბურთი. მსგავსი სიურპრიზები ხდება, ვისთვის სამწუხაროდ, ვისთვის საბედნიეროდ.

გიორგი, 11 წლის:

- პირველ რიგში, გისურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. მაინტერესებს, თქვენი აზრით, რა შანსები აქვს "ატლანტას" პლეი ოფში? როგორ შეაფასებდით თორნიკე შენგელიას ბოლო თამაშს? ველოდები შემდეგ სეზონს და თქვენს თამაშებს!

- იმედია, მოვიგებთ. ჩემ გარდა, კიდევ ორი მოთამაშე აკლია გუნდს - ლუ და ვილიამსი, რაც დიდი ძალაა. ამ ორ კალათბურთელს "ატლანტა" კარგად გამოიყენებდა, სერიაში განსაკუთრებით. მათი არყოფნა გუნდს ძალიან დაეტყო. რაც შეეხება თორნიკეს, მან ბევრი გაახარა ამ ბოლო თამაშით. მას ეტყობა, რომ პროფესიონალია, რადგან არ არის ადვილი, იჯდე სათადარიგოთა სკამზე, არ გიწევდეს თამაში და სეზონის ბოლოს მოგეცეს შანსი და ასეთი წარმატებული თამაში ჩაატარო. იმედი მაქვს, მწვრთნელი მომავალში უფრო ენდობა თოკოს და უფრო მეტ დროს მისცემს, თორემ რაც შანსი მისცა, ყველა გამოიყენა. თორნიკემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი ადგილი მოედანზეა და აუცილებლად უნდა ითამაშოს. იმედია, მომავალი წლიდან უფრო რეგულარულად და უფრო სტაბილურად მისცემენ დროს, ხოლო დანარჩენი თოკოს ხელში იქნება და დარწმუნებული ვარ, ამ დროს თოკო სწორად გამოიყენებს.

მკითხველი:

- ზაზა, პირველ რიგში, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ და იმედს ვიტოვებ, რომ ევრობასკეტზე კაპიტნის რანგში წარსდგები! რაც შეეხება კითხვას: ქართული კალათბურთის მთავარი პრობლემა ბავშვთა კალათბურთია. რეგიონებზე არაფერს ვამბობ, თბილისშიც კი რთული სანახავია საკალათბურთო აკადემია, სადაც პატარებს ნორმალური ვარჯიშისა და განვითარების საშუალება ექნებათ. შენ ხომ არ აპირებ ამ მხრივ ქვეყნის დახმარებას და საკალათბურთო სკოლის ან აკადემიის დაარსებას მომავალში? თუ გიფიქრია ამ საკითხზე და როგორია შენი აზრი? პატივისცემით, შენი გულშემატკივარი.

- საინტერესო კითხვა და აქტუალური თემაა ბავშვთა კალათბურთი. მეც საქართველოში დავიწყე თამაში და ხუთი წელი საქართველოში ვთამაშობდი კალათბურთს. ძალიან კარგად მესმის ბავშვების და მშობლების. მე ასევე მითამაშია თურქეთში. ახლა აქ ვარ და მაქვს ნანახი, განვითარებულ ქვეყნებში როგორი პირობებია. ძალიან ვნანობ და ვწუხვარ, რომ ჩვენ ეგეთი პირობები არ გვაქვს საქართველოში. ამაზე დიდი ხანია, ვფიქრობ. ამჟამად კონკრეტულად გადაწყვეტილი არაფერი მაქვს, რადგან კიდევ ვაპირებ თამაშს. არ არის გამორიცხული, კარიერის დასრულების შემდეგ ჩემი აკადემია ან სკოლა ჩამოვაყალიბო და მივხედო, როგორც საჭიროა, რომ მივცე ბავშვებს საშუალება, ივარჯიშონ და დიდი კალათბურთი ითამაშონ.

მაქსიმე:

- გამარჯობა, ზაზა! პირველ რიგში, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ. ზაზა, კობი ბრაიანტი თუ ლებრონ ჯეიმსი? :)

- დღესდღეობით ლებრონ ჯეიმი, მაგრამ საერთოდ, კარიერას რომ გადავხედოთ, კობი ბრაიანტი. ეს ნორმალურიცაა, რადგან კობი უკვე ფინიშისკენ მიდის, შეიძლება ტრავმის შემდეგ ვერ გააგრძელოს კარიერა, მაგრამ რაც მან გააკეთა მთლიანი კარიერის განმავლობაში, ეს ძალიან დასაფასებელია და მისაბაძი რამეა. რაც შეეხება ლებრონს, მან პრინციპში, ახლა დაიწყო ის თამაში, რასაც კობი წლების განმავლობაში თამაშობდა. დღესდღეობით ლებრონ ჯეიმს ავირჩევდი, მაგრამ კარიერას რომ გადავხედოთ, კობი ბრაიანტი ნამდვილად უსწრებს ლებრონს.

ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვისაც უფიქრია ჩემს ტრავმაზე და საერთოდ, ჩემს მდგომარეობაზე და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის.

[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა

[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს

დავით ხოჭოლავამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა