12 აპრილს ნიუ იორკში გაიმართება სამმხრივი შეხვედრა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ჰოკეის ეროვნული ლიგისა და ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს შორის
12 აპრილს ნიუ იორკში გაიმართება სამმხრივი შეხვედრა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ჰოკეის ეროვნული ლიგისა და ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს შორის. განსახილველი თემა იქნება NHL-ის მოთამაშეების მონაწილეობა სოჭის 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებში.

ამ შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რადგან მხარეებს ბევრი საკითხი აქვთ განსახილველი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა - მოთამაშეთა დაზღვევა ოლიმპიადის დროს ტრავმის მიღების შემთხვევაში, აგრეთვე, გადაფრენებისა და ოლიმპიადაზე ცხოვრება. როგორც ვარაუდობენ, ჰოკეის ეროვნული ლიგის მოთამაშეების ოლიმპიადაზე მონაწილეობის საკითხზე გადაწყვეტილებას მაისში გამოაცხადებენ.

ამასობაში ყველა დროის საუკეთესო ჰოკეისტმა, ლეგენდარულმა უეინ გრეტცკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოამერიკული ნაკრებები სოჭის ოლიმპიადაზე საუკეთესო შემადგენლობებით უნდა იყვნენ წარმოდგენილნი.

"1972 წლის შემდეგ არ გაგვიგზავნია რუსეთში ჩვენი საუკეთესო ჰოკეისტები. ვფიქრობ, იქაური გულშემატკივრები იმსახურებენ საუკეთესო კანადელი და ამერიკელი მოთამაშეებისა და უმაღლესი დონის ჰოკეის ხილვას.

შესაძლოა, სოჭი გახდეს ბოლო ოლიმპიადა NHL-ის მოთამაშეთა მონაწილეობით, რადგან 2018 წელს ზამთრის ოლიმპიადა კორეაში გაიმართება. ბევრი დრო დაიხარჯება ფრენაზე, NHL-ის სეზონი ორი კვირით შეწყდება... ეს ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული.

შესაძლოა, მე ვცდები, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, სოჭში ბოლოჯერ ვნახოთ NHL-ის მოთამაშეები ზამთრის ოლიმპიადაზე", - არცთუ სახარბიელო პროგნოზს აკეთებს ყველა დროის უდიადესი ჰოკეისტი.

ნიუ ჯერსი-ბოსტონი 4:5

0:3, 2:1, 2:1

გოლები: 0:1 გ. კემპბელი-3 (იაგრი-15, მარჩანდი-17), 0:2 პეი-8 (პევერლი-10), 0:3 გ. კემპბელი-4 (ფერენსი-7, პევერლი-11), 0:4 ხარა-7 (კრეიჩი-22, იაგრი-16), 1:4 ელიაში-11 (სალივანი-8), 2:4 ზეიჯაკი-6, 3:4 გრინი-4 (ენრიკე-5, ბერნიე-6), 3:5 სეგუინი-13 (პეი-6, საიდენბერგი-12), 4:5 დ'აგოსტინი-2 (ზუბრუსი-5, ჟიდლიცკი-13).

რეინჯერსი-ტორონტო 3:2 (ბ)

0:0, 2:1, 0:1, 0:0

გოლები: 0:1 კესელი-13, 1:1 ჰაგელინი-9 (მაკდონაჰი-11, სტეპანი-20), 2:1 მაკდონაჰი-4 (ბრასარი-15, ჰაგელინი-11), 2:2 კესელი-14 (ვან რიმსდიკი-12).

ბულიტები გაიტანეს: ცუკარელო (რეინჯერსი).

კალგარი-ვანკუვერი 1:4

1:1, 0:0, 0:3

გოლები: 1:0 გლენკროსი-15 (რაინჰარტი-1, სტემპნიაკი-20), 1:1 ბაროუზი-12 (გარისონი-7, ჰ. სედინი-26), 1:2 ლაპიერი-3 (ებეტი-4), 1:3 რეიმონდი-10 (ჰამჰუისი-16, კესლერი-5), 1:4 დ. სედინი-11 (ჰ. სედინი-27, კესლერი-6).

ედმონტონი-ფინიქსი 1:3

0:0, 0:2, 1:1

გოლები: 0:1 გორდონი-4 (მოსი-15, კლინკჰამერი-5), 0:2 ვერმეტი-9, 1:2 იაკუპოვი-10 (რ. სმიტი-8, ჰორკოფი-3), 1:3 მოსი-5 (გორდონი-9).

ანაჰაიმი-კოლორადო 1:4

0:1, 1:3, 0:0

გოლები: 0:1 ჯ. მიტჩელი-10 (დუშენი-22, პარენტო-23), 0:2 ლანდესკოგი-8 (ზენონი-5), 0:3 დუშენი-16 (ბერი-8, პარენტო-24), 1:3 სელიანე-11 (პალმიერი-8, ბოშემენი-17), 1:4 მაკგინი-8 (დერ გულიკი-2).

აღმოსავლეთი

თ მ წ ო-წ ქ

1. y-პიტსბურგი* 40 30 10 0 60

2. ბოსტონი* 39 26 9 4 56

3. ვაშინგტონი* 40 21 17 2 44

4. მონრეალი 39 25 9 5 55

5. ტორონტო 40 22 13 5 49

6. ოტავა 39 19 14 6 44

7. აილენდერსი 40 20 16 4 44

8. რეინჯერსი 40 20 16 4 44

9. ვინიპეგი 41 20 19 2 42

10. ნიუ ჯერსი 40 15 15 10 40

11. ბაფალო 40 16 18 6 38

12. ფილადელფია 39 17 19 3 37

13. ტამპა ბეი 39 17 20 2 36

14. კაროლინა 39 16 21 2 34

15. ფლორიდა 39 13 20 6 32

დასავლეთი

თ მ წ ო-წ ქ

1. x-ჩიკაგო* 39 30 5 4 64

2. ანაჰაიმი* 41 27 9 5 59

3. ვანკუვერი* 40 23 11 6 52

4. ლოს ანჯელესი 40 22 14 4 48

5. სან ხოსე 39 20 12 7 47

6. სტ. ლუისი 38 22 14 2 46

7. მინესოტა 39 22 15 2 46

8. დეტროიტი 39 19 15 5 43

9. ფინიქსი 40 18 16 6 42

10. დალასი 39 19 17 3 41

11. კოლამბუსი 40 17 16 7 41

12. ედმონტონი 40 16 17 7 39

13. ნეშვილი 41 15 18 8 38

14. კალგარი 39 14 21 4 32

15. კოლორადო 40 13 22 5 31

* - დივიზიონის ლიდერი

გოლი+პასი

სიდნი კროსბი (პიტ) 56 (15+41)

სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 50 (26+24)

მარტინ სან ლუი (ტ-ბეი) 49 (9+40)

პატრიკ კეინი (ჩიკ) 46 (20+26)

კრის კუნიტცი (პიტ) 46 (20+26)

ალექს ოვეჩკინი (ვაშ) 44 (26+18)

რაიან გეტცლაფი (ანა) 43 (13+30)

ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 44 (6+36)

ჯონ ტავარესი (აილ) 42 (24+18)

ერიკ სტაალი (კარ) 42 (16+26)

გოლი

სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 26

ალექს ოვეჩკინი (ვაშ) 26

ჯონ ტავარესი (აილ) 24

ჯეფ კარტერი (ლ-ანჯ) 23

პატრიკ კეინი (ჩიკ) 20

კრის კუნიტცი (პიტ) 20

პასკალ დუპუი (პიტ) 19

ჯონათან ტეივზი (ჩიკ) 19

ჯეიმს ნილი (პიტ) 18

პასი

სიდნი კროსბი (პიტ) 41

მარტინ სან ლუი (ტ-ბეი) 40

ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 36

რაიან გეტცლაფი (ანა) 30

ჯო ტორნტონი (ს-ხოს) 28

ტეილორ ჰოლი (ედმ) 28

ჰენრიკ სედინი (ვან) 27

ჰენრიკ ზეტერბერგი (დეტ) 27

კლოდ ჟირუ (ფილ) 27

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა