ელ შაარავი: ვიცით როგორ დავამარცხოთ "ნაპოლი"
მიმდინარე სეზონში რობინიოს, პრაქტიკულად, არ უწევს თამაში და რაც დრო გადის, სათადარიგო სკამზეც უფრო მყარად იკიდებს ფეხს. "მილანში" ცენტრფორვარდის პოზიციაზე მარიო ბალოტელის და ჯამპაოლო პაცინის კონკურენციაა, ფლანგებზე კი აქცენტი სტეფან ელ შაარავიზე, მბაიე ნიანგსა და კევინ პრინს ბოატენგზე კეთდება. მოკლედ, 29 წლის ბრაზილიელი ოფსაიდშია დარჩენილი და რა გასაკვირია, რომ იტალიურ სპორტულ პრესაში მისი ლომბარდიიდან აბარგების შესახებ აქტიურად საუბრობენ.

მით უმეტეს, "რობინიოს" მშობლიური "ფლამენგო" ეპატიჟება, სადაც თვითონაც სურს კარიერის დასრულება. ერთი სიტყვით, თითქოს ზაფხულში რობინიო "მილანს" უნდა გამოსთხოვებოდა და სამშობლოში დაბრუნებულიყო, მაგრამ მოულოდნელად, თავად ფეხბურთელმა სხვა განზრახვა გააცხადა:

"ბრაზილიაში აუცილებლად დავბრუნდები, მაგრამ იქამდე მინიმუმ წელიწადნახევარია. "მილანთან" კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე მაკავშირებს და მის გაწყვეტას ნამდვილად არ ვაპირებ. "როსონერიში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მინდა, აქ კიდევ ერთი სეზონი დავრჩე. ისეთ ასაკში ნამდვილად არ ვარ, რომ კარიერის დასრულებაზე ვიფიქრო და შესაბამისად, ბრაზილიაში დაბრუნების თემა დღეს არცთუ აქტუალურია. ღრმად მწამს, რომ "მილანი" მომდევნო სეზონშიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, იქ კი თავის გამოჩენის დიდი სურვილი მაქვს. მართალია, იშვიათად ვხვდები ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, რომ ვითარება მალე უკეთესობისკენ შეიცვლება. მასიმილიანო ალეგრის ვენდობი, ვიცი, რომ მონდომებას არ დამიკარგავს".

ამ უქმეებზე, სერია A-ს ეგიდით, "მილანისა" და "ნაპოლის" მატჩი გაიმართება, რომელიც აქედანვე დიდ ინტერესს იწვევს. ნეაპოლელები ლომბარდიელებს მთელი ოთხი ქულით უსწრებენ და თუ არ დამარცხდნენ "სან სიროზე", მეორე ადგილის მოსაპოვებლად უდიდეს ნაბიჯს გადადგამენ.

შეგახსენებთ, რომ მეორე ადგილი ჩემპიონთა ლიგის საგზურს საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე იძლევა. თავის მხრივ, "მილანს" მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს, რათა კონკურენტს კუდზე დააჯდეს და მიზნისთვის ბრძოლა გააგრძელოს. მოახლოებულ მატჩზე კომენტარი "როსონერის" ერთ-ერთმა ლიდერმა, 20 წლის სტეფან ელ შაარავიმ გააკეთა:

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც ფლორენციაში მოხდა... "ფიორენტინას" ორი ბურთის სხვაობით ვუგებდით და ფორა კაცნაკლულ მეტოქესთან გავანიავეთ. ასეთი თამაშის შემდეგ შეიძლება რწმენაც კი შეგერყეს, მაგრამ ჩვენ ეს არ გვემუქრება. საბრძოლველად ვართ განწყობილნი და სამი ქულის მოსაპოვებლად ყველაფერს გავიღებთ. "ნაპოლის" საიმედო დაცვა, მობილური ნახევარდაცვა და სახიფათო თავდასხმა ჰყავს, რაც საკუთარ თავზეც არაერთხელ გამომიცდია. თუ წარმატების მიღწევა გვსურს, თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ და როგორ ვაჯობოთ ძლიერ მეტოქეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"მილანის" სატრანსფერო გეგმები

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა