ინგლისის პროფესიული ლიგის წევრი კლუბები შეთანხმდნენ, რომ ფინანსური ფეარ პლეის წესები უნდა შემოეღოთ
მიმდინარე წლის თებერვალში ინგლისის პროფესიული ლიგის წევრი კლუბები შეთანხმდნენ, რომ ფინანსური ფეარ პლეის წესები უნდა შემოეღოთ.

ორი თვის წინ კენჭისყრაში მონაწილე 20 კლუბიდან 13-მა თანხმობა განაცხადა, 6-მა შემოთავაზებულ წინადადებაზე უარი თქვა ("ფულჰემი", "ვესტ ბრომვიჩი", "მანჩესტერ სიტი", "ასტონ ვილა", "სუონსი", "საუთჰემპტონი"). მხოლოდ "რედინგმა" არ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. იდეის მოწინააღმდეგეებმა 11 აპრილის შეხვედრამდე კიდევ ერთხელ გამართეს თავიანთი დახურული შეხვედრა, სადაც დათქვეს, რომ წესების შემოღების შემთხვევაში ისინი გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. ახალი კანონის თანახმად, დაწესდება სახელფასო ჭერი და დადგენილ ნორმაზე მეტი საბიუჯეტო კრიზისის შემთხვევაში კლუბებს ჩემპიონატში ქულები დააკლდებათ.

11 აპრილს პრემიერლიგაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა. პროფესიულმა ლიგამ გოლის ფიქსაციის სისტემა Hawk Eye-ს ("ქორის თვალი") დანერგვა საბოლოოდ გადაწყვიტა. ამრიგად, ინგლისის პრემიერლიგა პირველი საფეხბურთო ჩემპიონატი გახდა მსოფლიოში, რომლის ორგანიზატორებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება გადაწყვიტეს.

"ქორის თვალზე" საავტორო უფლებებს იაპონური კომპანია "სონი" ფლობს. სისტემა მატჩის არბიტრს ბურთის მიერ ხაზის გადაკვეთის შემდეგ ზუსტად ერთ წამში უგზავნის სიგნალს. საბოლოო გადაწყვეტილება, ჩათვლის თუ არა საეჭვო გოლს, ამის შემდეგაც, ცხადია, არბიტრზე იქნება დამოკიდებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინგლისის პრემიერლიგამ Hawk-Eye-ს ტექნოლოგია მოიწონა

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...