მონტე კარლო ღარიბდება
მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი, ესპანელი დავიდ ფერერი ვერ შეძლებს გრუნტის სეზონის პირველ მასტერსში მონაწილეობის მიღებას. ეს ტურნირი მონტე კარლოში გაიმართება.

31 წლის ჩოგბურთელმა ბარძაყის ტრავმა ჯერ კიდევ მაიამის მასტერსის დროს მიიღო და დაზიანების დროულად განკურნება ვერ შეძლო, - იტყობინება ესპანური გამოცემა "მარკა". ძირითად ბადეში ესპანელის ადგილს ხორვატი ივან დოდიგი დაიკავებს.

შესაბამისად, ახლა დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ATP-ის რეიტინგის ტოპ-ხუთეულიდან მონაკოში მხოლოდ ორ მოთამაშეს ვიხილავთ - ბრიტანელ ენდი მარეის (მე-2 ნომერი) და ესპანელ რაფაელ ნადალს (5), რომელიც ტურნირის მოქმედი ჩემპიონია. ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მონტე კარლოში პირველი ნომრის, ნოვაკ ჯოკოვიჩის გამოსვლა, რომელმაც ფეხის ტრავმა დევისის თასზე მიიღო. რაც შეეხება შვეიცარიელ როჯერ ფედერერს (3), ის ტურნირს პირადი მოსაზრებებით ტოვებს.

ამასობაში მონაკოს მასტერსის რვაგზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა უკვე დაიწყო მზადება მომავალი ტურნირისთვის და ჟურნალისტებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უამბო.

"დაძაბული საწვრთნელი სესიის შემდეგ ვიგრძენი, რომ მუხლი იმაზე მეტად მტკიოდა, ვიდრე ველოდი. ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს მდგომარეობაში შეინიშნება დადებითი დინამიკა. წინ მაქვს ტურნირები მონტე კარლოსა და ბარსელონაში. იმის შესახებ, თუ სად ვითამაშებ მონაკოს შემდეგ, პასუხის გაცემა ჯერ არ შემიძლია.

მეცხრე გამარჯვება მონტე კარლოში? ყოველთვის მოგება არ გამოდის. წელს ჩემს აქტივშია გამარჯვებები აკაპულკოში, სან პაულუსა და ინდიან უელსში. თავიდანვე შემიძლია გითხრათ, რომ ბრაზილიაში გამოსვლის დროს თავს გაცილებით ცუდად ვგრძნობდი, თუმცა იქიდან მოყოლებული, ძალიან მოვუმატე, განსაკუთრებით, კორტზე გადაადგილებისა და მოკლე გარბენების მხრივ", - ამბობს ნადალი.

შეგახსენებთ, რომ მონტე კარლოს ტურნირი 14-21 აპრილს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სავარაუდოდ, მონტე კარლოში ნოვაკ ჯოკოვიჩი ვერ ითამაშებს

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა