ამერიკაში გამართული "ოფენ ამერიკის" შემდეგ საქართველოს კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა თურქეთში იასპარეზა მსოფლიოს ჩემპიონატზე
ამერიკაში გამართული "ოფენ ამერიკის" შემდეგ საქართველოს კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა თურქეთში იასპარეზა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ჩვენებიდან ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ ღია ჩემპიონატზე დავით სვანაძე ოქროს მედალს დაეუფლა, ედუარდ საგრუნოვი კი ბრინჯაოსპრიზიორი გახდა.

"ამ წარმატების შემდეგ მეტად მოტივირებული იყო ჩვენი ნაკრები, რამაც თურქეთში საკმაოდ დიდი წარმატება განაპირობა.

სტამბულში გამართულ შოტოკანის მეოთხე მსოფლიოს ჩემპიონატში 64 ქვეყნის 3000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრები 110 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

სამაგალითოდ ორგანიზებული ეს ჩემპიონატი ჭეშმარიტად მაღალი რანგის ოსტატთა მონაწილეობამ დაამშვენა.

ჩვენმა ნაკრებმა თავი აქაც ისახელა და საბოლოო ჯამში 11 ოქროს, 12 ვერცხლის და 27 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გუნდური პირველი ადგილი დავიკავეთ 12-13-წლიანებში ჭაბუკთა შორის, მეორე ადგილი გვერგო +18-წლიანებში, მესამე ადგილებს დავჯერდით 14-15 წლის გოგონებსა და 16-17 წლის ვაჟებს შორის", - განაცხადა თურქეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ.

თურქეთიდან დაბრუნებული ნაკრები 11 აპრილს რუსეთის ქალაქ ტიუმენში გაემგზავრა WKF-ის "პრემიერ ლიგაზე" და იმედია, იქიდანაც თავაწეულები დაბრუნდებიან სამშობლოში.

დაბოლოს წარმოგიდგენთ თურქეთის მსოფლიოს ჩემპიონატში გამარჯვებულებს. ესენია: ჰენრი ვეკუა, ირაკლი ტყებუჩავა, გოგიტა არქანია, რუდიკ საგრუნოვი, საბა ცაავა, ალექსი ტყვაცირია, ცოტნე სორდია, სალომე ლაშხია, ვალერიანე სიორდია, ნიკა კოხრეიძე, ლუკა ხვედელიანი.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი

საქართველოს კარატეს ეროვნული

ფედერაციის პრესმდივანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნინო
ძალიან გამახარეთ, მადლობა ხალხო.
3D
რაღაცას გვატყუებთ აშაკრად, მსოფლიო ჩემპიონატზე როდის იყო რომ ერთ კატეგორიაში რამოდენიმე გადიოდეს? ან რამდენჯერ ტარდება წელიწადში ეს მსოფლიო ჩემპიონატი:) არა მაინც მხიარია რომ ქართველები გვასახელებენ, მაგრამ მართლა მსოფლიო იყო თუ სამეგრელოსი? (დათომ რომ აღნიშნა) , ისე ი.ეს.პი.ენ-ზე რომ ვუყურე ევროპის ნამდვილ ჩემიპიონატს (რამოდენიმეჯერ), იქ ქართველი არცერთ ნახევარფინალში არ ყოფილა?
დათო
მსოფლიოს ჩემპიონატი იყო თუ სამეგრელოს?:))
MAQSIME
რა ამბავია? :D :))
გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად