1993 წლის 5 ივლისს, იოანე ოქროპირის სახელობის კამანის ტაძრის წინამძღვარი აფხაზმა და დაქირავებულმა "ბოევიკებმა" დახვრიტეს

1993 წლის 5 ივლისს, სოხუმიდან 15 კილომეტრში, ულამაზეს სოფელ კამანში, უდიდესი წმინდანის, იოანე ოქროპირის სახელობის კამანის ტაძრის ახლოს აფხაზმა და დაქირავებულმა "ბოევიკებმა" დახვრიტეს ამ ტაძრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი მამა ანდრია (ერისკაცობაში პაატა ყურაშვილი).

როდესაც ტაძარში "ბოევიკები" შეცვივდნენ, იკითხეს - ეს მიწა ქართველებისაა თუ აფხაზებისო. მამა ანდრიამ უპასუხა - მიწა ღვთისააო! ამის თქმა იყო და მოძალადეებმა ტყვია დაახალეს თავში. რუსი მეომრები გაოცებულნი დარჩნენ ანდრიას მამაცობით.

უმანკო ღვთისმსახური მამა ანდრია, იგივე პაატა ყურაშვილი, თავის დროზე სპორტსმენი იყო. ის ბაღდადში დაიბადა.

იქ ეზიარა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას მწვრთნელ თეიმურაზ ვაშაყმაძესთან. ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის საქართველოს პირველობის მრავალგზის პრიზიორი იყო.

მეტიც შეეძლო, მაგრამ აჭარაში, სხალთის მამათა მონასტერში ყოფნის და მოლოცვის შემდეგ არქიმანდრიტ დანიელის ხელდასმით იწყებს მსახურებას მღვდელ-მონაზვნად და სპორტში მეცადინეობაც აქ მთავრდება.

მამა ანდრიამ აფხაზეთის ომის დროს არაერთი ხეიბარი გადაარჩინა და ტაძარში შეიფარა. სვანებით დასახლებულ კამანში მაღლობზე მდებარე წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარი ერთადერთი ეკლესია იყო, მაშინ აფხაზეთში ქართულად რომ ატარებდა წირვა-ლოცვას.

კამანის წმ. იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარი აფხაზეთის ომამდე აღადგინა დიდებულმა აფხაზმა კაცმა იური ანუამ, რომელმაც არ მიატოვა მშობლიური სოფელი და სალოცავი. იგი მამა ანდრიასთან ერთად დახვდა ტაძარში მოძალადეებს. იური ანუა სასტიკად აწამეს და ისიც მოკლეს.

ამბობენ, რომ იური და მამა ანდრია ერთმანეთთან ახლოს არიან დაკრძალულები.

ვინც მამა ანდრია დახვრიტა, მან თურმე რამდენიმე დღეში მარჯვენა ხელი და ფეხი დაკარგა, მერე გარდაიცვალა კიდეც...

წმ. იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარში ტყვეობაში მყოფმა იური ანუას შვილმა მანანამ მამა ანდრიას სიკვდილის შემდეგ მისი სამოსი ჩაიცვა. ის მონაზონი ეგონათ და ასე გადაურჩა სიკვდილს...

ღვთისმსახური და სპორტსმენი მამა ანდრია (პაატა ყურაშვილი) 27 წლის ასაკში შეეწირა სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლას.

ჭიდაობაში არაერთი მემორიალური ტურნირი იმართება. მამაცი წმინდანის, პაატა ყურაშვილის მემორიალიც თუ შეემატება ამ ტურნირებს, ვფიქრობთ, მადლიანი საქმე იქნება.

გაბრიელ ბარჯაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რუსეთუმე
ღმერთმა გაანათლოს მისი სული,საქართველო უნდა ამაყობდეს იმით,რომ კიდევაც დაიზრდებიან ,ალგეთს ლეკვები მგლისანი.იმედი ნუ მოუშალოს ღმერთმა ყველა ჭეშმარიტ ქართველს.
ილია ერქვანია
ძალიან ამაზრზენი, მაგრამ რაღაცნაირად ამაღლებული ისტორიაა... ღმერთმა ნუ მოშალოს ქართველებში და აფხაზებში რწმენით აღსავსე გმირები... ჩვენ მხოლოდ გმირებმა, მათმა ღვთიურმა საქციელმა უნდა გაგვაერთიანოს ისევ...
eliso
მათი სახელები არ უნდა დაიკარგოს.ძალზედ კარგი იქნება თუ მამა ანდრიას სახელობის ტურნირი და ჯილდო იქნება სპორტის იმ სახეობაში ,რომლითაც იყო დაკავებული საერო ცხოვრებაში.
vep1963
ნათელში ამყოფოს წმინდა ანდრიას სული.მისი უმანკოდ დაღვრილი სისხლი არავის შერჩება.არც უცხოსა და არც იმ ვაი ქართველებს რომლებიც ეხლა გამოდიან და რუსების სიკეთეზე ლაყბობენ.
მია
დიდი მადლობა ამ სტატიისთვის. თვალზე ცრემლები მომადგა, ღმერთმა გაანათოს მათი სულები
I.T.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი და კეთილი სული! შენ ხარ მაგალითი იმისა,რომ ამ ქვეყანაზე ჯერ კიდევ მოიძებნებიან ადამიანები ვისაც სჯერავთ ღმერთისა,სიმართლისა,თავდადებისა...
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა