ქუთაისის "ტორპედოს" მცველი გიორგი ონიანი "სიონთან" მატჩში მოედნიდან ორიოდე მეტრის მოშორებით რკინის ბოძს შეეჯახა და მძიმე ტრავმა მიიღო
საქართველოს თასის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში ბოლნისის "სიონმა" ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" "ტორპედოს" უმასპინძლა.

შეხვედრა სტუმართათვის ყველანაირად უიღბლო გამოდგა: გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა 0:2 წააგეს და გათამაშებას გამოეთიშნენ. გარდა ამისა, ქუთაისელებს ჯერ ვალერი ბოლქვაძე დაუშავდათ, შემდეგ - ვაჟა ტაბატაძე.

მაგრამ ამასაც ვინ ჩივის: დამატებულ მე-4 წუთზე ქუთაისელთა ცენტრალურმა მცველმა გიორგი ონიანმა ბოლომდე იბრძოლა, ბურთი კუთხურზე რომ არ გადასულიყო და მოედნიდან ორიოდე მეტრის მოშორებით რკინის ბოძს შეეჯახა.

Video

გიორგი ონიანის უმძიმესი ტრავმა

ექიმებმა ონიანს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და სასწრაფოდ პირველ კლინიკურ საავადმყოფოში (ე.წ. არამიანცი) გააქანეს. მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს - კისრის მე-4 და მე-5 მალების მოტეხილობა.

საბედნიეროდ, დაზიანებული არ აღმოჩნდა ზურგის ტვინი.

გიორგის ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩაუტარეს და ყველაზე დიდი საფრთხე, რომ ონიანი ვეღარ ითამაშებდა, გამოირიცხა.

ძნელი სათქმელია, ბაზის ნაცვლად, მატჩი სხვა სტადიონზე რომ გამართულიყო, შესაძლებელი იყო თუ არა ამ საშინელი ამბის თავიდან აცილება, მაგრამ კითხვა იბადება, დაცულია თუ არა ჩვენს სტადიონებზე უსაფრთხოების ნორმები, შემოვლებული დამცავი ბადეები იყო თუ არა მოედნიდან სტანდარტის მიხედვით დაშორებული?

"ლელომ" მოიპოვა უეფას ბოლო მოთხოვნები, სადაც მითითებულია რეკომენდებული მანძილები მოედნის ფარგლებსა და მყარ (მზიდ) კედლებს შორის: გვერდითი ხაზებიდან - 6 მეტრი, კუთხურის ხაზებიდან - 7,5 მეტრი. აქვე გეტყვით, რომ სარეკლამო დაფები მყარ კედლად არ ითვლება.

ჩვენ არავის დადანაშაულება და ამით სპეკულაცია არ გვსურს, ეს უზნეობა იქნება, მაგრამ ამის შემდეგ მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთავარია ადამიანი და მისი ჯანმრთელობა.

ფეხბურთის ფედერაციამ ყველაფერზე თვალი რომ დახუჭოს და უსაფრთხოების ნორმების დაცვა არ მოითხოვოს, ქართული არენების ხელმძღვანელებმა ეს საკუთარი ინიციატივით უნდა გააკეთონ, მოთამაშეები, მაყურებლები და სტადიონზე მისული ადამიანები მაქსიმალურად დაცულნი რომ იყვნენ.

უეფას ამის მძიმე გამოცდილებები აქვს და მოთხოვნებს უსაგნოდ არ იგონებს - ლიცენზირებისას სიმკაცრე აუცილებელიც არის.

და თუ რომელიმე სტადიონი ამ ნორმებს ვერ პასუხობს, იქ თამაში უნდა აკრძალონ მანამ, სანამ ყველა მოთხოვნას მაქსიმალურად არ დააკმაყოფილებს. ეს ისევ და ისევ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვით უნდა იყოს განპირობებული.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ონიანს უთამაშია თბილისის "ლოკომოტივში", ბათუმის "დინამოში", რუსთავის "ოლიმპში", იენის "კარლ ცაისში", "ზესტაფონში", გორის "დილაში", ქუთაისის "ტორპედოში" კი 2012 წელს ჩაირიცხა. იყო ეროვნული ნაკრების კანდიდატი და რამდენჯერმე შეკრებაზე მიიწვიეს. სხვათა შორის, ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში "დილასთან" მოგებული მატჩის შემდეგ "ლელომ" ონიანი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

ფეხბურთი იქით იყოს: ვისაც გიორგისთან ერთხელ მაინც ჰქონია შეხება, დაგვეთანხმება, რომ ის გამორჩეული ადამიანია. ცხადია, მკურნალობას დიდი დრო დასჭირდება. ჯერ უცნობია, როდის გამოჯანმრთელდება და მოედანს როდის დაუბრუნდება, მაგრამ იმედია, ეს მალე მოხდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ექიმების პროგნოზი: გიორგი ონიანი თამაშს შეძლებს

გიორგი ონიანმა ოპერაციის შემდეგ კიდურების ამოძრავება შეძლო

გიორგი ონიანის ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი ლადო ბურდულმა გააკეთა

გიორგი ონიანს კისრის მალის მოტეხილობა დაუდგინდა

სიონი-ტორპედო 2:0 - დამსახურებული სიხარული [VIDEO]

trumania
რატო ალამაზებთ შექმნილ სიტუაციებს? ფედერაციის ბრალი თუ არ არის აბა ვისი ბრალია? ნაკრების ბაზაა რაიონული სტადიონი ხო არ არის? ესეთი შეიძლება ნებისმიერს დამართოდა. თუ წერთ ბარემ სიმართლე დაწერეთ და არ უნდა ვითომ საყვედურნარევი შელამაზებები. ასე რო ხართ ჟურნალისტები ბევრი არავის რო არ გინდათ აწყენინოთ მიტო გვაქ საქმე კარგად. იმათაც გონიათ რო ყველაფერს კარგად აკეთებენ. თუ არ მიახვედრე ადამიანს თავის დანაშაულს იგივეს გაიმეორებს. ყველა ჩუმად რო ვართ ამიტო არის ქართული ფეხბურთი წუმპეში და იქნება კარგა ხანი კიდე.
England
მკითხველი ბევრი ყავს კომენტარებს არ წერენ
Akaki
ამაზე მაგარი სპორტული საიტის დედაც მე რა ყველაზე მაგარი საიტია პროსტა მომხმარებელი არ ყავს იმდენი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა