ევროლიგაზე მეოთხედფინალური ეტაპის მეორე ნაწილი დაიწყო
ევროლიგაზე მეოთხედფინალური ეტაპის მეორე ნაწილი დაიწყო - სერიის მეორე მატჩი გაიმართა "ბარსელონასა" და "პანათინაიკოსის" დაპირისპირებაში. მასპინძელი კვლავ კატალონური გრანდი იყო. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა "ბარსამ" ოვერტაიმში მოიგო.

ეს მატჩიც ძალიან დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. "ბარსელონა" თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყო, მაგრამ კომფორტული უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლო. ანგარიშში სხვაობა 3-5 ქულამდე მერყეობდა. სწორედ ხუთი ქულის სხვაობით მოიგო "ბარსელონამ" პირველი ტაიმი - 32:27.

თამაშის სურათი არც მეორე ნახევარში შეცვლილა. "ბარსელონა" ისევ ინარჩუნებდა მინიმალურ უპირატესობას, მაგრამ "პანათინაიკოსს" ნებისმიერ მომენტში შეეძლო მატჩის ბედის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება. და ეს მომენტი სირენამდე 8 წამით ადრე დადგა, როცა "პანათინაიკოსის" ლიდერმა დიმიტრის დიამანტიდისმა "მინუს ორზე" სამქულიანი ჩააგდო და თავისი გუნდი ერთი ქულით გაიყვანა წინ.

"ბარსელონას" საკმარისი დრო ჰქონდა ბოლო შეტევისთვის, მაგრამ ლიტველი ვეტერანის შარუნას იასიკიავიჩუსის სამქულიანმა მიზანს არ მიაღწია. "პანათინაიკოსმა" მოიგო მნიშვნელოვანი მატჩი და საკუთარი მოედნის უპირატესობა მოიპოვა. ახლა, გუნდები ათენში გადავლენ და ორი მატჩი საბერძნეთის დედაქალაქში გაიმართება. ორივე საშინაო მატჩის მოგების შემთხვევაში, "პანათინაიკოსი" "ოთხთა ფინალში" თამაშის უფლება მოიპოვა.

ბარსელონა-პანათინაიკოსი 65:66

11:16, 21:11, 18:21, 15:18

ბ: ნავარო (20), აბრინესი (10).

პ: გისტი (14+7 მოხსნა), ბრამოსი (13), დიამანტიდისი (10+3 ჩაჭრა), ლასმე (9+7 მოხსნა+3 დაფარება).

სერია: 1-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევროლიგაში მასპინძლები მძლავრობენ

Cyberbob
ვუყურე მაგ თამაშსს, მაგარი იყო. ამიტომაცაა კალათბურთი მაგარი თამაში! I love this game!
გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა