"სან სიროზე" "მილანი" "ნაპოლის" უმასპინძლებს, რომში კი "ლაციო" "იუვენტუსს" დაუხვდება
XXXII ტურში ორი გამორჩეული შეხვედრა გაიმართება: "სან სიროზე" "მილანი" "ნაპოლის" უმასპინძლებს, რომში კი "ლაციო" "იუვენტუსს" დაუხვდება.

რომაული მატჩი ორშაბათს შედგება და იქამდე კიდევ შევხვდებით - ამიტომ, ტურის წინასიტყვაობაში მთავარი აქცენტი მილანურ პაექრობაზე გაკეთდება...

მეორე ადგილისთვის

"მილანი" და "ნაპოლი" მეორე ადგილისთვის, ანუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურისთვის იბრძვიან, ყველანაირი საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე და ადვილი მისახვედრია, რომ სასწორზე ბევრი რამ დევს.

ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა, ისედაც მომქანცველი სეზონის კიდევ უფრო დაგრძელებას და შესაბამისად, შვებულების მოკლებას ნიშნავს, რაც ფეხბურთელებს განსაკუთრებულად არ უყვართ. ამასთან, საკვალიფიკაციო ეტაპზე დაზღვეული არავინაა და ჯგუფური ეტაპის მიღმა დარჩენის ალბათობაც არსებობს.

მოკლედ, "სან სიროზე" ექვსი ქულისთვის იბრძოლებენ და დანდობა რომ არ იქნება, აქედანვე ცხადია. გამარჯვების შემთხვევაში, "ნაპოლი" შვიდი ქულით ჩამოიტოვებს უახლოეს მდევარს და პრაქტიკულად დაიბევებს მეორე ადგილს, "მილანის" წარმატება კი ამ ორთაბრძოლის უკიდურესად გამწვავების ტოლფასი იქნება.

მარიო ბალოტელის სახით, "მილანს" სერიოზული დანაკლისი აქვს... სუპერ-მარიომ ფლორენციელ გულშემატკივრებს შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

მართალია, მილანელები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ, მაგრამ მარიო რომ "ნაპოლის" წინააღმდეგ ვერ გაირჯება, ცხადზე უცხადესია. სამაგიეროდ, გამოჯანმრთელებული ჯამპაოლო პაცინი იქნება ძირითად შემადგენლობაში, რომელსაც ფლანგებიდან კევინ პრინს ბოატენგი და სტეფან ელ შაარავი დაეხმარებიან.

"ნაპოლი" ტრადიციული ტრიოთი შეუტევს მარეკ ჰამშიკის, გორან პანდევის და ედინსონ კავანის შემადგენლობით, თუმცა ბოლო შეხვედერებში ყველა შემტევზე უკეთ ბლერიმ ჯემაილი გამოიყურება... შვეიცარიელი გოლს გოლზე იტანს და მთლიანობაში, ბრწყინვალედ ირჯება.

მატჩის წინ, ვალტერ მაცარიმ საჯაროდ განაცხადა, რომ ნეაპოლიდან აბარგებაზე აღარ ფიქრობს, რამაც შესაძლოა "ნაპოლის" საბრძოლო განწყობაზე დადებითად იმოქმედოს. ორივე გუნდი იმუქრება და ვნახოთ, ვისი აჯობებს...

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი (4-3-3): აბიატი - აბატე, მექსე, საპატა, დე შილიო - ფლამინი, მონტოლივო, მუნტარი - ბოატენგი, ელ შაარავი, პაცინი.

ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, ბრიტოსი - მაჯო, ბერამი, ჯემაილი, ცუნიგა - ჰამშიკი - პანდევი, კავანი.

მთავარია მშვიდობა

იტალიაში დერბი მეტად სახიფათო რამეა და გასულ უქმეებზე, უფრო სწორად კი ორშაბათს, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. რომაული გუნდების ჯახს წინ ტიფოზთა გარჩევა, შეხლა-შემოხლა და სისხლისღვრა მოჰყვა.

გადაწყდა, რომ ამიერიდან, რომაული დერბი მხოლოდ დღისით ჩატარდება, როდესაც არეულობის საფრთხე გაცილებით ნაკლებია.

ამ უქმეებზე, ერთმანეთის პირისპირ "ჯენოა" და "სამპდორია" წარსდგებიან, ბრძოლა კი ისეთი იქნება, თქვენი მოწონებული. "სამპა" მე-14 ადგილზეა და წესით, ელიტაში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეს, აი "ჯენოას" კი გაცილებით რთულად აქვს საქმე. "როსობლუ" სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა და ბუნებრივია, ქულებიც უფრო მეტად სჭირდება.

თუმცა, ესა ის შემთხვევაა, როდესაც ყველაზე აქტუალური თემა მშვიდობაა - მშვიდობა იყოს და დაე, ძლიერმა გაიმარჯვოს...

შერცხვენილნი

მიუხედავად იმისა, რომ იტალიური გუნდებიდან ევროთასებს ყველაზე ბოლოს "იუვენტუსი" და "ლაციო" გამოეთიშნენ, დღეს სწორედ ეს გუნდები არიან შერცხვენილნი.

ტურინულმა გრანდმა მიუნხენის "ბაიერნს" ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, "ლაციომ" კი "ფენერბაჰჩესთან" მაქსიმუმ გაიბრძოლა.

მოკლედ, ორივე გუნდი თავდახრილი გამოეთიშა ევროსარბიელს და ფეხბურთელებიც ხასიათის გამოკეთებას ეროვნულ პირველობაზე შეეცდებიან.

დიახ, "ლაციო" "იუვენტუსს" მიიღებს - აქეთ მიროსლავ კლოზე და მის უკან განლაგებული ტრადიციული ხუთეული, იქით კი მირკო ვუჩინიჩისა და ფაბიო კვალიარელას ტანდემი, რომლებსაც ზურგს ასევე ნაცადი ხუთეული გაუმაგრებს.

მოკლედ, ბევრი რამე შუა ხაზში გაირკვევა და ჩვენც, ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ ამ მეტად საინტერესო პაექრობას.

სერია A. XXXII ტური

13 აპრილი

პესკარა-სიენა 20.00

დისკვალიფიკაცია: რიცო, ბარნასონი - ვიტიელო.

ტრავმა: ვეისი, ბალცანო, კოსიჩი, ბოკეტი, ძაური - მატეუ.

ბოლო 6 მატჩი

+0=0-6 +1=3-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 5 თამაში: +2=3-0, (4-2)

ატალანტა-ფიორენტინა 22.45

დისკვალიფიკაცია: რაიმონდი, კარმონაკ, ჩიგარინი - ტომოვიჩი.

ტრავმა: ბელინი, ბუდანი, მარილუნგო, კაცოლა - პასკუალი, ტონი, მატი ფერნანდესი, სავიჩი, იოვეტიჩი, აგაცი, ვოლსკი, როსი, კამპორეზე.

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 25 თამაში: +5=11-9, (27-39)

14 აპრილი

პალერმო-ბოლონია 14.30

ტრავმა: დოსენა, ერნანდესი, მანტოვანი - პერესი, დიამანტი.

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 11 თამაში: +6=2-3, (21-14)

კალიარი-ინტერი 17.00

დისკვალიფიკაცია: ნაინგოლანი - სკელოტო.

ტრავმა: ავრამოვი, პიზანო - ობი, მუდინგაი, მილიტო, კასტელაცი, კივუ, ნაგატომო, სტანკოვიჩი, პალასიო, კასანო.

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 31 თამაში: +3=12-16, (34-59)

კიევო-კატანია 17.00

დისკვალიფიკაცია: იოკიჩი (კიევო).

ტრავმა: სპიროპულოსი - შაკა, ალმირონი, რიკიუტი, ტერაჩანო.

ბოლო 6 მატჩი

+2=0-4 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 12 თამაში: +5=3-4, (15-15)

ჯენოა-სამპდორია 17.00

ტრავმა: როსი, ბოვო, კუჩკა, ფერონეტი - მაქსი ლოპესი.

ბოლო 6 მატჩი

+0=2-4 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 21 თამაში: +9=5-7, (23-20)

პარმა-უდინეზე 17.00

დისკვალიფიკაცია: პაროლო - დი ნატალე, ბენეტია.

ტრავმა: მარიგა, კოდა, პალადინო, მაჩეაკენი - პინცი.

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +2=3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 35 თამაში: +15=9-11, (51-45)

ტორინო-რომა 17.00

დისკვალიფიკაცია: ბაშა - გუბერტი.

ტრავმა: ბრიგი, ბირსა - დე როსი.

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 21 თამაში: +13=6-2, (34-16)

მილანი-ნაპოლი 22.45

დისკვალიფიკაცია: ბალოტელი (მილანი).

ტრავმა: დე იონგი (მილანი).

ბოლო 6 მატჩი

+4=2-0 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 23 თამაში: +9=10-4, (28-20)

15 აპრილი

ლაციო-იუვენტუსი 22.45

დისკვალიფიკაცია: ბიავა, ლულიჩი, რადუ (ლაციო).

ტრავმა: კონკო, პერეირინია, ფლოკარი, დიასი, ბროკი - ანელკა, ჯოვინკო, ბენდტნერი, პეპე.

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +5=1-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 42 თამაში: +13=11-18, (53-60)

სატურნირო მდგომარეობა

შენიშვნა: სიენა - 6 ქულა, ატალანტა - 2, სამპდორია - 1, ტორინო - 1.

ბომბარდირები: 22 - კავანი (ნაპოლი); 17 - დი ნატალე (უდინეზე); 16 - ელ შაარავი (მილანი); 15 - დენისი (ატალანტა); 13 - პაცინი (მილანი), ლამელა (რომა); 12 - იოვეტიჩი (ფიორენტინა), პალასიო (ინტერი), ტოტი (რომა); 11 - ოსვალდო (რომა), საუ (კალიარი), ჯილარდინო (ბოლონია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სერხი რობერტო "კომოდან" წამოვიდა და თავისუფალი აგენტია
ოფიციალურად: ბერგამოს "ატალანტა" სარის ჩააბარეს
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს