"პალმეირასმა" უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო.
მე-7 ჯგუფში ბოლო ტურის მატჩები გაიმართა და კინაღამ ის სასწაული მოხდა, რომელიც ადრე გამოვრიცხეთ. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, "უნივერსიდად დე ჩილეს" დიდი ანგარიშით გამარჯვება და ამავე დროს, "ნიუელსის" დიდი ანგარიშით მარცხი სჭირდებოდა.

ორივე მატჩი პარალელურად მიდიოდა და 79-ე წუთზე, როდესაც "ოლიმპიამ" 10-კაციან "ნიუელსს" მეოთხე გოლი გაუტანა და ანგარიში 4:1 გახადა, ჩილელებმა "დეპორტივო ლარას" კარში მესამე ბურთი შეაგდეს. ამ მომენტში, ხერარდო მარტინოს გუნდის გავარდნა ძალიან რეალური გახდა, რადგან საკმარისი იყო "ნიუელსს" კიდევ ერთი ბურთი გაეშვა, ვენესუელაში კი "უნივერსიდად დე ჩილეს" გაეტანა, რომ მეორე ადგილზე ჩილელები გადადიოდნენ, მაგრამ არგენტინელთა საბედნიეროდ, მათ გაძლეს, "უნივერსიდადმა" კი ვერ და იქით გაუშვა. საბოლოოდ, დიდი ანგარიშით კი დამარცხდა, მაგრამ "ძველი ბიჭები" მაინც მეორეზე გავიდნენ, ჯგუფში კი პარაგვაის "ოლიმპიამ" იმარჯვა.

დამარცხდა პარაგვაის მეორე წარმომადგენელი "ლიბერტადი", რომელსაც "პალმეირასმა" სძლია და პირველობა ჩამოართვა. ამ ჯგუფში ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება. 19 აპრილს "სპორტინგ კრისტალი" "პალმეირასს" უმასპინძლებს, "ტიგრე" კი "ლიბერტადს" ესტუმრება.

ლიბერტადორესის თასი. ჯგუფური ეტაპი

II ჯგუფი. V ტური

პალმეირასი-ლიბერტადი 1:0

გოლი: 1:0 ჩარლზი (52).

გაძევება: ვესლი (62. პალმეირასი)

თ მ ფ წ ბ ქ

1. პალმეირასი 5 3 0 2 5-4 9

2. ლიბერტადი 5 2 2 1 7-4 8

3. ტიგრე 5 2 0 3 4-7 6

4. სპ. კრისტალი 5 1 2 2 7-8 5

VII ჯგუფი. VI ტური

დეპ. ლარა-უნივ. დე ჩილე 2:3

გოლები: 0:1 ლ. სიველი (45), 1:1 ტორეალბა (45), 1:2 ი. დიასი (47), 1:3 კორტესი (79), 2:3 ვალოიესი (85).

გაძევება: ვალოიესი (90. დეპორტივო ლარა).

ოლიმპია-ნიუელსი 4:1

გოლები: 1:0 სალგეირო (32-პენ), 1:1 კასკო (47), 2:1 ხ. ფერეირა (55), 3:1 სალგეირო (75), 4:1 ხ. ფერეირა (78).

გაძევება: ნ. გუსმანი (28. ნიუელსი)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ოლიმპია 6 4 1 1 16-7 13

2. ნიუელსი 6 3 0 3 11-10 9

3. უნივ. დე ჩილე 6 3 0 3 7-9 9

4. დეპ. ლარა 6 1 1 4 8-16 4

ბომბარდირები: 5 - ბ. როდრიგესი (უაჩიპატო); 4 - ბარეირო (ოლიმპია), სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი), ვილიალობოსი (დეპორტეს იკიკე), გერერო (კორინთიანსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიბერტადორესის თასი: უგოლო დერბი

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"