არსებობს შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი მთლიანად გერმანული ან ესპანური აღმოჩნდეს
უეფამ, ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპების კენჭისყრა ცალკე ჩაატარა.

ჯანი ინფანტინომ, ტრადიცული შესავალი გააკეთა და დარბაზში რუუდ ვან ნისტელროი მოიწვია, რომელთანაც მცირე ინტერვიუს შემდეგ, ყველაზე საინტერესო დაიწყო...

არწივების ბრძოლა და ფავორიტი ჩელსი

პირველად ევროპალიგის 1/2 ფინალის კენჭისყრა გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ოთხი სხვადასხვა ქვეყნის გუნდი გავიდა და ისინი ასე დაწყვილდნენ:

ფენერბაჰჩე (თურქეთი)-ბენფიკა (პორტუგალია)

ბაზელი (შვეიცარია)-ჩელსი (ინგლისი)

პირველ მატჩები 25 აპრილს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები - 2 მაისს. აქვე გეტყვით, რომ ფინალს ამსტერდამი უმასპინძლებს - "ამსტერდამ არენაზე" შეხვედრა 15 მაისს გაიმართება.

"ბენფიკამ", ბოლო სამ წელიწადში ამ ეტაპზე მეორედ გააღწია. ის და "ფენერბაჰჩე" აქამდე მხოლოდ ერთხელ, 1975/76 წლების ჩემპიონთა თასზე შეხვდნენ. მაშინ, ლისაბონურმა გუნდმა, ორი მატჩის ჯამში 7:1 მოიგო: შინ 7:0 იმარჯვა, სტამბულში კი 0:1 წააგო.

ინგლისური კლუბების რისხვად ქცეული "ბაზელი", რომელმაც წინა ეტაპზე "ტოტენჰემი" დაამარცხა, რამდენიმე წლის წინ კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩატოვა, ამჯერად ლონდონის "ჩელსის" შეხვდება, რომელთანაც აქამდე არასდროს უთამაშია.

"ბაზელი" ევროტურნირის 1/2 ფინალში ისტორიაში პირველად გავიდა, "ჩელსის" კი უნიკალური შანსი აქვს, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, მომდევნო წელს ევროპალიგაც მოიგოს.

როგორც "ჩელსის" წარმომადგენელმა დევიდ ბერნარდმა იხუმრა, თუ "ჩელსი" ფინალში გავიდა და მოიგო, რამდენიმე დღის განმავლობაში, ლონდონური კლუბი ორივე ევროთასის მფლობელი იქნება.

რეაქციები:

მურატ იაკინი ("ბაზელის" მთავარი მწვრთნელი):

"ჩემთვის, "ფენერბაჰჩესთან" შეხვედრა ნამდვილად განსაკუთრებული შემთხვევა იქნებოდა, მაგრამ რას ვიზამთ, ფორტუნამ "ჩელსი" გვარგუნა. ლონდონური კლუბი, შემორჩენილ ოთხეულში აშკარად ყველაზე ძლიერია, მაგრამ ჩვენ დაღონების მიზეზი არ გვაქვს. "სტემფორდ ბრიჯზე" არასდროს ვყოფილვარ და მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც კვლავ ჩავალთ ლონდონში".

რაფაელ ბენიტესი ("ჩელსის" მთავარი მწვრთნელი):

"ნახევარფინალში იოლი მეტოქე არ არსებობს. "ბაზელი" კარგი გუნდია, რომლის საშინაო არენაზეც ყოველთვის საბრძოლო განწყობაა. მათ "ტოტენჰემის" წინააღმდეგ კარგად ითამაშეს და იოლი გასეირნება არც ჩვენ გველის".

რუი კოშტა ("ბენფიკას" გენერალური დირექტორი):

"ბოლო სამ წელიწადში, ნახევარფინალში უკვე მეორედ გავედით და ამის გამო ძალიან გახარებულები ვართ, მაგრამ მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ და რა თქმა უნდა, ფინალში გასვლაც გვსურს. "ბენფიკა" ევროთასების ფინალში საკმაოდ დიდი ხანია არ ყოფილა და ეს "გაუგებრობა" უნდა გამოვასწოროთ".

აქვე გეტყვით, რომ "ფენერი", "ბაზელის" მსგავსად, ევროტურნირის 1/2 ფინალში პირველად გავიდა, ჩემპიონთა თასის ორგზის გამარჯვებული "ბენფიკა" კი ამ ეტაპზე მეცამეტედ მოხვდა და წინა 12 დაპირისპირებიდან, 8-ში გამარჯვებული გამოვიდა.

ესპანური ან გერმანული ფინალის მოლოდინში

ევროპალიგის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ჯერიც დადგა. იყო შანსი, ესპანური და გერმანული წყვილები გვეხილა, მაგრამ იღბალმა სხვანაირად ინება - ახლა, იმის შანსი არსებობს, რომ ფინალი მთლიანად გერმანული ან ესპანური აღმოჩნდეს.

რაც არ უნდა მოხდეს, ფაქტია, რომ წინ ხუთი დიდი და დაუვიწყარი მატჩი გველის.

გუნდები კი ასე დაწყვილდნენ:

ბაიერნი (გერმანია)-ბარსელონა (ესპანეთი)

მატჩები გაიმართება: 23 აპრილს და 1 მაისს.

ბორუსია (გერმანია)-რეალი (ესპანეთი)

მატჩები გაიმართება: 24 აპრილს და 30 აპრილს.

"ბაიერნი" და "ბარსელონა" აქამდე ერთმანეთს სულ 6-ჯერ შეხვდნენ და ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას მიუნხელები ფლობენ: 3 მატჩი "ბაიერნმა" მოიგო, 2 ფრედ დასრულდა, "ბარსელონამ" კი მხოლოდ ერთხელ იმარჯა, თუმცა ის ერთადერთი მატჩი ამ გუნდების უკანასკნელი შეხვედრა გამოდგა და თანაც, "ბარსამ" "რეკორდმაისტერს" 4:0 მოუგო.

15-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა 1/2 ფინალში "დორტმუნდი" და ამ ეტაპზე ისევ "რეალს" უნდა შეხვდეს - 1998 წელს, "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს შინ 2:0 მოუგო, სტუმრად კი უგოლოდ გაეყარა.

გერმანულმა გუნდმა "სამეფო" კლუბს სულ ერთხელ მოუგო (ისიც ამ სეზონში), 3 მატჩი ფრედ დაასრულდა, ორჯერ კი დამარცხდა.

ნახევარფინალებში მონაწილეობის და მოგება/წაგების შეფარდებას რაც შეეხება:

* "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის (თასის) 1/2 ფინალში მეთხუთმეტედ გავიდა. წინა 14 დუელიდან 9-ჯერ "ბაიერნმა" იმარჯვა, 5-ჯერ კი მეტოქემ.

* "ბარსა" ამ ეტაპზე მეცამეტედ არის და უარყოფითი ბალანსი აქვს: 6 მოგება, 7 წაგების წინააღმდეგ.

* მეოთხედ არის ნახევარფინალში "ბორუსია", რომელმაც ამ ეტაპის გადალახვა მხოლოდ ერთხელ შეძლო, ორჯერ კი დამარცხდა.

* აბსოლუტური რეკორდსმენი კი "რეალია": "სამეფო" კლუბი ჩემპიონთა ლიგის (თასის) ნახევარფინალში 24-ედ ითამაშებს. 12 შემთხვევაში ფინალში "რეალი" გავიდა, 11-ჯერ კი მისი მეტოქე.

რეაქციები:

კარლ-ჰაინც რუმენიგე ("ბაიერნის" თავმჯდომარე):

"ბოლო წლებში, ყველაზე მეტი თასი სწორედ "ბარსელონამ" მოიგო. "ბარსა" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, რომელსაც საოცარი შემტევი ფეხბურთელები ჰყავს. ჩვენ მათ 2009 წელს ვეთამაშეთ და მაშინ სრული ფიასკო განვიცადეთ. იმ დაპირისპირების გახსენება ნამდვილად არ მინდა, რადგან ჩვენთვის ძალიან მტკივნეული საღამო იყო".

იუპ ჰაინკესი ("ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი):

"ბარსელონა" მხოლოდ მესი არ არის. მათ ძალიან ბევრი მსოფლიო დონის ფეხბურთელი ჰყავთ: ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი, ფაბრეგასი, ვილია... ეს სია საკმაოდ გრძელია".

ანდონი სუბისარეტა ("ბარსელონას" ტექნიკური დირექტორი):

"ჩვენთვის ეს დიდი გამოწვევაა. მეტოქე საკმაოდ ძლიერია და წინ ორი ურთულესი მატჩი გველის. მათ დიდებული ფეხბურთელები და შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ. "ალიანს არენა" საოცარი სტადიონია, რომელზეც ყოველთვის შესაშური ატმოსფეროა".

ემილიო ბუტრაგენიო ("რეალის" სპორტული დირექტორი):

"ჩვენ "დორტმუნდს" დიდ პატივს ვცემთ. ამ სეზონში მათ ორჯერ ვეთამაშეთ, მაგრამ გამარჯვების მოპოვება ვერ შევძელით. იმედი მაქვს, რომ ამჯერად განსხვავებული სიტუაცია იქნება და ფინალში სწორედ ჩვენ გავალთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები გაირკვა [VIDEO]

ევროპალიგის ნახევარფინალის წყვილები გაირკვა

[VIDEO] კაბო-ვერდე ეძახე და ესპანეთს ფრე გაუგორა
[VIDEO] აკრძალვის მიუხედავად - საფონოვის ცოლმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე რუსეთის დროშა მაინც შექმნა
[VIDEO] მბაპე მეძავის შვილია - სკანდირებდნენ პსჟ-ს გულშემატკივრები. კომენტარი ანრიმ გააკეთა
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს