პლეი ოფის პირველი შეხვედრაში "ქუთაისმა" "სოხუმს" ანგარიშით 87:76 სძლია
საქართველოს ბრინჯაოს პრიზიორმა "ქუთაისმა" რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში "სოხუმს" აჯობა და მეხუთე ადგილზე აინაცვლა, თუმცა ქუთაისელთა მდევარი "დინამო" 13 აპრილს გათამაშების ცხრილის ბოლო საფეხურზე მყოფ სტუ-ს ხვდება და დიდი შანსია, რომ დაკარგული პოზიცია დაიბრუნოს. ასე რომ, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ვის დაუპირისპირდება "ქუთაისი" პლეი ოფში.

რაც შეეხება შეხვედრას, მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, გიგი ბარბაქაძისა და რიჩარდ მათიაშვილის ზუსტი სროლების შედეგად ისინი დაწინაურდნენ, თუმცა სერგო ათუაშვილის კარგი თამაშის წყალობით სოხუმელებმა ანგარიში გაათანაბრეს.

სხვათა შორის, ათუაშვილი ორივე გუნდიდან ყველაზე გამორჩეული იყო და ეს მის მონაგარზეც აისახა, სოხუმელთა გოლიათური აღნაგობის მძიმე ფორვარდმა 21 ქულთა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა...

პირველი მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, თუმცა დასკვნით მონაკვეთში ზაურ ფაშაევმა პირველ პერიოდში მასპინძელთა ხუთქულიანი უპირატესობა დააფიქსირა - 22:17.

მეორე მეოთხედში სურათი არ შეცვლილა, სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს 38:38, მაგრამ დიდიას, ბარბაქაძისა და ფაშაევის აქტიურობის შედეგად მასპინძლებმა ტაიმის მოგება მაინც მოახერხეს - 43:41

დიდი შესვენების შემდეგ "სოხუმმა" თამაში აგრესიულად განაახლა, ათუაშვილის, სტოიაკოვიჩისა და შვანგირაძის კარგი თამაშის გამოისობით ისინი დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ ამის შემდეგ ქუთაისელებმა 12:0 გაქცევა მოახერხეს და მატჩის ბედიც ფაქტობრივად აქ გადაწყდა.

ამ პერიოდში მასპინძელთაგან თავი ფაშაევმა, გრძელიძემ, მათიაშვილმა და ლომინაშვილმა გამოიჩინეს.

მესამე პერიოდის შემდეგ "ქუთაისი" 65:53 იგებდა და დავით უსტიაშვილის გუნდს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია, მატჩი მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე. ქუთაისელთა რიგებში 23 ქულით საუკეთესო აზერბაიჯანელი ლეგიონერი ზაურ ფაშაევი იყო. ნაყოფიერად გაისარჯა გიგი ბარბაქაძეც, რომელმაც 19 ქულა დააგროვა.

12 აპრილი, ქუთაისი

ქუთაისი-სოხუმი 87:76

ქუთაისი 22 21 22 22

სოხუმი 17 24 12 23

მატჩის შემდეგ

დავით უსტიაშვილი ("ქუთაისის" მწვრთნელი):

- დაძაბული მატჩი იყო, თუმცა, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და ვფიქრობ, დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. ტრავმის გამო ბუბა კვიმსაძე და დავით ბარბაქაძე გვაკლდნენ. ისინი ინდივიდუალურად ვარჯიშობენ და უახლოეს დღეებში შემოგვიერთდებიან. პლეი ოფამდე მაქსიმალურად მოვემზადებით.

ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მწვრთნელი):

- ქუთაისში მოსაგებად ჩამოვედით, მაგრამ დღევანდელ მატჩში მასპინძლებს უფრო მეტი მოტივაცია აღმოაჩნდათ, რევანშის აღება სწყუროდათ და საწადელს მიაღწიეს. მეტოქეს დღეს ყველაფერი გამოუვიდა, ჩვენ კი დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით...

ავტორი: დავით კოხრეიძე

"რუსთავმა" და "ბათუმმა" რეგულარული ეტაპი 12 აპრილს დაასრულეს. მიუხედავად ამისა, ქვემოქართლელები პლეი ოფში რომელი პოზიციიდან შევლენ, უცნობია.

ეს 22-ე ტურის ცენტრალურ, "არმია"-"ოლიმპის" შეხვედრაზე (13 აპრილი, 14:00) იქნება დამოკიდებული.

არმიელთა გამარჯვების შემთხვევაში "რუსთავი" მეოთხე ადგილზე გადაინაცვლებს. რაც შეეხება "ბათუმს", მან ზედიზედ მეორედ ვერ მოახერხა სუპერლიგის მეოთხედფინალში გასვლა - ჩემპიონატი მეცხრე ადგილზე ჩაამთავრა.

რაც შეეხება შეხვედრას, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსთაველებმა გაიმარჯვეს. მათი სწრაფი გარღვევების შეკავება ბათუმელებს ძალიან გაუჭირდათ და 11-ქულიანი სხაობით დათმეს.

სათაურში ნახსენებ 22-სა და 11-ს ტექსტში უკვე შეხვდით. ასევე 22 ქულა ჩააგდო რუსთაველთა ბომბარდირმა კაელ ნელსონმა. მატჩის სნაიპერი კი ახალგაზრდა ბათუმელი ნიკა რამიშვილი გახდა - 24 ქულა.

სუპერლიგა 2012-13. 22-ე ტურის გადადებული მატჩი

რუსთავი-ბათუმი 84:73

რუსთავი 18 17 31 18

ბათუმი 20 16 16 21

ავტორი: ვაჟა სიმონიშვილი

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ წ სხ ქ

1. ოლიმპი 19 16 3 1693/1362 35

2. შსს აკადემია 19 16 3 1551/1268 35

3. რუსთავი 20 14 6 1711/1481 34

4. არმია 19 14 5 1688/1281 33

5. ქუთაისი 20 12 8 1593/1451 32

6. დინამო 19 12 7 1472/1410 31

7. სოხუმი 20 9 11 1565/1611 29

8. თსუ 20 6 14 1392/1601 26

9. ბათუმი-რსუ 20 5 15 1391/1645 25

10. სამედიცინო 19 2 17 1236/1725 21

11. სტუ 19 1 18 1254/1711 20

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია