კონიაში დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკეთა თურქეთის გუნდური ჩემპიონატი, რომელშიც 14 კლუბი მონაწილეობს უცხოელი დიდოსტატებითა და...

კონიაში დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკეთა თურქეთის გუნდური ჩემპიონატი, რომელშიც 14 კლუბი მონაწილეობს უცხოელი დიდოსტატებითა და საერთაშორისო ოსტატებით გაძლიერებული. ფინიშს დაუმარცხებლად უახლოვდებიან ლიდერები - `მანისა~ და `ადანა~, რომლებმაც მე-10 ტურში მეტოქეების ძლევით ორ-ორი ქულა მიითვალეს და შეჯიბრების დამთავრებამდე 3 ტურით ადრე 19-19 ქულით მეწინავეობენ (მოასპარეზეთა მოგროვებული ქულები - შესაბამისად, 71 და 67,5).

გათამაშების ცხრილის მესამე საფეხურზე პოზიციები განიმტკიცა ლევან ფანცულაიას `ისეკმა~ (58,5), იმის მიუხედავად, რომ `თარსუსთან~ ფრეს (5:5) დასჯერდა: ფიდეს მსოფლიოს ჩემპიონი რუსტამ კასიმჟანოვი მიხეილ მჭედლიშვილს დაუზავდა, ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ სუათ ატალიკი და ქენ არდუმანი, ქალებში 2006 წლის ევროპის ჩემპიონი ეკატერინა ატალიკი და ქეთი წაწალაშვილი. მაიკლ ადამსმა თამაზ გელაშვილს სძლია, ხოლო ლევან ფანცულაიამ იაკურ ბაირამს აჯობა (ამ ჩემპიონატზე ქართველი დიდოსტატის ეს მეცხრე გამარჯვებაა). 14 ქულით მეოთხეზეა `ბეშიქთაში~ (60), რომელმაც მერაბ გაგუნაშვილის, სალომე მელიას და მარიამ დანელიას `თურქ ჰავა~ დაამარცხა 5,5:4,5.

ახლა კი ჩემპიონატზე 10 ტურის შემდეგ ჩვენებურთა მონაგარს გაგაცნობთ: საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ლევან ფანცულაიას, რომელმაც 9 პარტია მოიგო და ერთი ყაიმით დაამთავრა. შემდეგ მოდიან: მარიამ დანელია - 9 (10), სოფიკო გურამიშვილი - 7 (10), მიხეილ მჭედლიშვილი - 6,5 (10), დავით არუთინიანი - 6 (10), მერაბ გაგუნაშვილი - 5,5 (9), სალომე მელია - 5,5 (10), გიორგი მარგველაშვილი - 5,5 (10), ქეთი წაწალაშვილი - 5,5 (10), სოფიო გვეტაძე - 4,5 (10), თამაზ გელაშვილი - 4 (9), თორნიკე სანიკიძე - 3 (10) ქულა.

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა