მიმდინარე სეზონის ყველაზე დიდი სხვაობა სწორედ ბოლო ტურის ბოლო მატჩში დაფიქსირდა
რეგულარული სეზონი რეკორდული მატჩით დასრულდა. მიმდინარე სეზონის ყველაზე დიდი სხვაობა სწორედ ბოლო ტურის ბოლო მატჩში დაფიქსირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდმა თსსუ-ს 104:31 მოუგო. 73-ქულიანი სხვაობა რეგულარულ ჩემპიონატში ყველაზე დიდია.

ამავდროულად, მიმდინარე სეზონის ანტირეკორდი დამყარდა სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდის მიერ, რომელმაც 40 წუთის განმავლობაში მხოლოდ 31 ქულა ჩააგდო. მედიკოსებმა მესამე და ბოლო მეოთხედებში 10 ქულას ვერ მიაღწიეს, ხოლო პირველში 10, ხოლო მესამეში - 11 ჩააგდეს.

რაც შეეხება "შსს-აკადემიას", გიორგის კეცელიდისის გუნდმა აღნიშნული შეხვედრა პლეი ოფისთვის მოსამზადებლად გამოიყენა. აკადემიელებმა რამდენიმე სათამაშო კომპონენტი დახვეწეს და როგორც ნამატჩევს მათმა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, გუნდის მომზადებით კმაყოფილია.

"შსს-აკადემიაში" 10-ქულიანი ბარიერი ექვსმა კალათბურთელმა დაძლია, რომელთაგან საუკეთესო შედეგი კირკ არჩიბექმა დააფიქსირა - 27 ქულა, 9 მოხსნა. 11-11 ქულა დააგროვა სამმა კალათბურთელმა - ბენჯამინ რეიმონდმა, დენოტა ვონმა და რევაზ როგავამ. 12 ქულა ჰქონდა ჩად პრევიტს, ხოლო 13 მერაბ ბოქოლიშვილს.

20 აპრილს სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩია, რის შემდეგაც, 23 აპრილს, პლეი ოფი დაიწყება. შეგახსენებთ მეოთხედფინალურ წყვილებს:

ოლიმპი - თსუ

შსს აკადემია - სოხუმი

რუსთავი - ქუთაისი

არმია - დინამო

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

გეორგის კეცელიდისი (შსს აკადემია): "ამ თამაშით დასრულდა რეგულარული სეზონი. ვულოცავ და მადლობას გადავუხდი საქართველოს კალათბურთის ფედერაციას სუპერლიგის ორგანიზებისა და გაწეული სამსახურისთვის.

რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, ეს კიდევ ერთი ვარჯიში იყო პლეი ოფისთვის და მეტი არაფერი. მე პატივს ვცემ თსსუ-ს მწვრთნელს და მადლობას ვეუბნები. ჩვენ უკვე ვიწყებთ სპეციალური პროგრამით პლეი ოფისთვის მომზადებას".

თენგიზ ფიცხელაური (თსსუ): "ვულოცავ მოგებას ,,შსს აკადემიას"". ჩვენ ნამდვილად გაგვიჭირდა მათთან თამაში. წარმატებას ვუსურვებ პლეი ოფში. ჩვენთვის დამთავრდა სეზონი, მადლობა ფედერაციას ასეთი წარმატებული ჩემპიონატისთვის. დაგემშვიდობებით მომავალ სეზონამდე".

დავით იმნაძე (შსს აკადემია): "ბოლო წაგებამ იმოქმედა გუნდზე, ძალიან მონდომებულები ვიყავით, რომ მაქსიმალურად გამოგვესწორებინა წინა თამაშში დაშვებული შეცდომები. ამის ხარჯზე მოვიგეთ".

ილია შიოლაშვილი (თსსუ): "მივულოცავ შსს-ს გამარჯვებას. დამსახურებულად მოიგეს, შედეგი ლოგიკური იყო".

შსს აკადემია - თსსუ 104:31

superleague.ge

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია