"ოლიმპმა" ძალიან იოლად, 32 ქულის სხვაობით სძლია "არმიას" და რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა
რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის ცენტრალურმა მატჩმა პირველი ადგილის მფლობელი გაარკვია და, ამავდროულად, პლეი ოფის ყველა მონაწილე დააწყვილა.

"ოლიმპმა" ძალიან იოლად, 32 ქულის სხვაობით სძლია "არმიას" და რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა.

ოლიმპელთა კონკურენტ "შსს-აკადემიას" 1 მატჩი ჩასატარებელი დარჩა, თუმცა თსსუ-ს დამარცხება პირველ ადგილზე გასასვლელად არ ჰყოფნის.

თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ურთიერთშეხვედრებში არსებული უპირატესობის გამო "ოლიმპი" აკადემიელებზე წინ, ანუ პირველ ადგილზე დაასრულებს რეგულარულს.

რაც შეეხება მატჩს, შეიძლება ითქვას, მისი ბედი პირველივე მეოთხედში გადაწყდა. არმიელები მესამე წუთისთვის 11:7 იგებდნენ, რის შემდეგაც "ოლიმპმა" სპურტი მოაწყო და თავდაცვის სამინისტროს გუნდს მომდევნო 6-წუთიანი მონაკვეთი 22:0 მოუგო.

შეუჩერებელი გახლდათ ოლიმპელთა სერბი ლეგიონერი სტევან მილოშევიჩი, რომელმაც პირველ მეოთხედში 10 ქულა მოაგროვა.

ჩინებულად ირჯებოდა ლევან ფაცაციაც, რომელსაც პირველი შესვენებისთვის 8 ქულა ჰქონდა მოგროვებული.

ოლიმპელებმა შედეგიანი თამაში მეორე პერიოდშიც გააგრძელეს. შეცვლაზე შემოსული მოთამაშეებიც ხეირიანად ჩაერთვნენ თამაშში - ირაკლი მიქელაძის და აკაკი დვალიშვილის ქულებს მიხეილ ბერიშვილის სამიანიც დაემატა და ოლიმპელთა ლიდერობამ 30 ქულას მიაღწია - 45:15.

გია კაზანჯიანის გუნდმა მოპოვებული ლიდერობა თამაშის ბოლომდე იოლად შეინარჩუნა და შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ დასჭირვებოდა, კიდევ უფრო დიდი სხვაობით მოიგებდა. საბოლოოდ 88:56 და "ოლიმპი" რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულია.

გამარჯვებულთაგან 25 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო სტევან მილოშეჩევიჩი იყო, ხოლო ლევან ფაცაციამ თავისიანებს 23 ქულა შესძინა. არმიელთაგან 10-ქულიანი ბარიერი ორმა მოთამაშემ დაძლია: ლაშა ფარღალავა - 15 ქულა, შარაბიძე - 10.

რეგულარულის მომგები "ოლიმპი" მეოთხედფინალში მე-8 ადგილზე გასულ თსუ-ს შეხვდება, ხოლო მეოთხეზე გასული "არმია"" პლეი ოფის პირველ რაუნდში "დინამოს" დაუპირისპირდება. მეოთხედფინალის დარჩენილი 2 წყვილი: "შსს-აკადემია" – "სოხუმი" და "რუსთავი" – "ქუთაისი.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

გია კაზანჯიანი (ოლიმპი): "მივულოცავ "ოლიმპს"" პირველ ადგილს და მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს მშვენიერი თამაშისთვის. ძალიან კარგად ვიასპარეზეთ, მომენტებში იდეალური დაცვაც იყო. ამ სეზონში საუკეთესო თამაშით დავასრულეთ რეგულარული და ეს ძალიან სასიხარულოა".

კოტე ტუღუში (არმია): "მივულოცავ "ოლიმპს"" რეგულარული ჩემპიონატის მოგებას. ძალიან ძლიერი გუნდია და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

იდეალური თამაში ჩაატარეს ჩვენგან განსხვავებით. არათუ სეზონში, არამედ არსებობის მანძილზე ჩვენს გუნდს ასეთი ცუდი თამაში არ ჰქონია, ამაში "ოლიმპის" დიდი დამსახურებაა.

ყველა სათამაშო კომპონენტში გვაჯობეს. ძალიან ცუდია რეგულარულის ასეთი შედეგით დამთავრება, მე-3 ადგილზე გვინდოდა გასვლა, მაგრამ არ გამოგვივიდა.

ახლა სერიზული გამოცდა გველის. იმედი მაქვს, ჩემი გუნდი ამ გამოცდას წარმატებით ჩააბარებს და პლეი ოფებს სწორი განწყობით შეხვდება".

სტევან მილოშევიჩი (ოლიმპი): "მადლობა ჩემს გუნდს, მივულოცავ პირველ ადგილზე გასვლას.

ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. შედეგი ლოგიკური იყო, ძალიან კარგი დაცვა ვითამაშეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ".

ლაშა ფარღალავა (არმია): "პირველ რიგში, ვულოცავ "ოლიმპს". რაც შეგვეხება ჩვენ, მართალია სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა "არმია" არ არის ასეთი გუნდი, მას სხვა მიზნები აქვს და მჯერა, რომ პლეი ოფებისთვის შეცდომებს აუცილებლად გამოვასწორებთ".

ოლიმპი - არმია 88:56

superleague.ge

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა