ევროლიგის პლეი ოფში გაიმართა მეოთხედფინალური სერიების მეორე მატჩები
ევროლიგის პლეი ოფში გაიმართა მეოთხედფინალური სერიების მეორე მატჩები და მხოლოდ ერთ წყვილში დაკარგა ფავორიტმა საკუთარი მოედნის უპირატესობა - "ბარსელონამ" წააგო შინ "პანათინაიკოსთან" და ახლა, ათენში ორი ურთულესი მატჩი ელის. დანარჩენ სამ წყვილში მასპინძლებმა ორ-ორი თამაში მოიგეს და ერთი ნაბიჯი აკლიათ "ოთხთა ფინალამდე".

ევროლიგამ პლეი ოფის მეორე მატჩების საუკეთესო მოთამაშედ მოსკოვის ცსკა-ს კაპიტანი ვიქტორ ხრიაპა დაასახელა. მართალია, "კახა ლაბორალთან" მოგებულ მატჩში (90:68) რუსს განსაკუთრებული შედეგიანობა არ უჩვენებია, მაგრამ ძალიან სასარგებლო იყო მოედანზე. მან 9 ქულა, 9 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი მიითვალა, რამაც 25 ქულა მოუტანა სარგებლიანობის რეიტინგში.

ტურის საუკეთესო მოთამაშეებს შორის ასევე მოხვდნენ: სერხიო ლიული ("რეალი"), მილოშ ტეოდოშიჩი (ცსკა), ვასილის სპანულისი ("ოლიმპიაკოსი"), მაცეი ლამპე ("პანათინაიკოსი") და ზორან ერცეგი (ცსკა).

ცსკა-კ. ლაბორალი 90:68

20:26, 24:11, 25:13, 21:18

ც: კაუნი (16), კრსტიჩი (16), ერცეგი (16), ტეოდოშიჩი (14+6 მოხსნა+7 პასი), მიჩოვი (11).

კ-ლ: ლამპე (19+6 მოხსნა), სან ემეტერიო (13+3 ჩაჭრა), კაზერი (12).

სერია: 2-0

ოლიმპიაკოსი-ეფესი 71:53

14:16, 21:10, 17:14, 19:13

ო: სპანულისი (15+8 პასი), ჰეინსი (12), ანტიჩი (11+7 მოხსნა).

ე: გიონლუმი (13+14 მოხსნა).

სერია: 2-0

რეალი-მაკაბი 75:63

18:13, 18:15, 20:18, 19:17

რ: ლიული (26), კეროლი (14), მიროტიჩი (10+7 მოხსნა).

მ: ლოგანი (19+3 ჩაჭრა), ჯეიმსი (13+7 მოხსნა), ჰიკმენი (10+5 მოხსნა+6 პასი), კანერ-მედლი (10).

სერია: 2-0

ამასობაში, ბელგიის ქალაქ შარლერუაში გაიმართა რანგით მეორე ევროტურნირის - ევროთასის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს ხვდებოდნენ რუსეთის "ლოკომოტივი-ყუბანი" და ესპანეთის "ბილბაო". გამარჯვება კრასნოდარულმა კლუბმა მოიპოვა - 75:64. ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი დაიდო "ლოკომოტივის" ამერიკელმა ლეგიონერმა რიჩარდ ჰენდრიქსმა - მან 14 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა და ფინალის MVP გახდა.

რუსული კლუბისთვის ეს პირველი ტიტულია ევროპულ არენაზე. რაც მთავარია, კრასნოდარელებმა მომავალ სეზონში ევროლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვეს. უნდა აღინიშნოს, რომ რუსული კლუბები ზედიზედ მესამედ დაეუფლნენ ევროპის თასს: 2010-11 წლების სეზონში ყაზანის უნიქს-მა გაიმარჯვა, 2011-12 წლებში - "ხიმკიმ".

ბილბაო-ლოკომოტივი 64:75

17:16, 13:22, 15:16, 19:21

ბ: ვასილიადისი (16+6 მოხსნა), რაკოვიჩი (11+6 მოხსნა), მუმბრუ (10).

ლ: ჰენდრიქსი (14+9 მოხსნა), მარიჩი (12+10 მოხსნა), ბრაუნი (11), კალატესი (10+7 პასი+7 მოხსნა), კალნიეტისი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევროლიგაში მასპინძლები მძლავრობენ

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს