ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კობი ბრაიანტმა სეზონი დაამთავრა

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კობი ბრაიანტმა სეზონი დაამთავრა

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა ოპერაცია გაიკეთა და 6-9 თვე ვერ შეძლებს თამაშს
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა ოპერაცია გაიკეთა და 6-9 თვე ვერ შეძლებს თამაშს. შაბათს, "გოლდენ სტეიტთან" მატჩში ბრაიანტმა მარცხენა ფეხზე აქიველსის მყესი გაიწყვიტა.

კალიფორნიული კლუბის მწვრთნელის გარი ვიტის თქმით, "ლეიკერსში" იმედი აქვთ, რომ მცველი 2013-14 წლების სეზონამდე ჩადგება მწყობრში.

უსიამოვნო ინციდენტი "ლეიკერსისა" და "გოლდენ სტეიტის" მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე მოხდა. მანამდეც, ბრაიანტი რამდენიმეჯერმე კოჭლობით გადაადგილდებოდა მოედანზე, მაგრამ ამჯერად, სიტუაცია წინა შემთხვევებზე სავალალო აღმოჩნდა - მცველმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. მართალია, მან ტრავმირებული ფეხით მაინც მოახერხა ორი ზუსტი საჯარიმოს შესრულება (რითაც, ქულათა მარაგი 34-მდე აიყვანა), მაგრამ შემდეგ გასახდელისკენ გაეშურა. ვეტერანი სათადარიგოთა სკამზეც არ დაბრუნებულა. დენზელ ვაშინგტონი, ჯეკ ნიკოლსონი, 50 Cent და სხვები ფეხზე ამდგარნი აცილებდნენ ვარსკვლავს.

კობის ტრავმაში, შესაძლოა, "ლეიკერსის" მთავარ მწვრთნელს მაიკ დ'ენტონისაც მიუძღვის წვლილი. შეგახსენებთ, რომ წინა მატჩში ბრაიანტმა შეუცვლელად ითამაშა 48 წუთი და "გოლდენ სტეიტთანაც", სანამ მატჩს მიატოვებდა, ასევე ერთი წამითაც არ დაუსვენია.

ცნობილია, რომ რეგულარულის ბოლოს, "ლეიკერსს" დიდი ბრძოლა აქვს "იუტასთან" პლეი ოფის მერვე საგზურისთვის. ბუნებრივია, საინტერესო იყო, ასეთ რთულ მომენტში ვინ იკისრებდა გუნდის ლიდერის როლს. უნდა ითქვას, რომ ამ მძიმე სიტუაციაში მასპინძლები არ დაიბნენ. დარჩენილ დროში კარგად ითამაშეს ჰოვარდმა და გასოლმა, რომლებმაც მაქსიმალურად გამოიყენეს ახალგაზრდა "მეომრების" შეცდომები. სირენამდე ცხრა წამით ადრე, "ლეიკერსის" უპირატესობა მინიმალური იყო. კალიფორნიელებს უნდა შეეჩერებინათ კარი (47 ქულა, 15-დან 9 სამქულიანი) და ტომპსონი (25 ქულა), რაც მოახერხეს, ხოლო ლენდრის ტყორცნა ექვსი მეტრიდან არაზუსტი აღმოჩნდა.

ბურთი ჰოვარდმა მოხსნა და მასზე მაშინვე დაჯარიმდნენ. ცენტრმა ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. სათამაშო რჩებოდა წამნახევარი და იმის გამო, რომ მარკ ჯექსონის გუნდს ტაიმ-აუტი აღარ ჰქონდა, "გოლდენ სტეიტის" მხრიდან თამაშის გადარჩენის შანსი თითქმის ნულის ტოლი იყო. მაგრამ, იმავე კარიმ კინაღამ სასწაული მოახდინა - მან საკუთარ ნახევარზე მიიღო ბურთი, ისროლა და... კინაღამ ჩააგდო. "ლეიკერსი" გადარჩა და შეინარჩუნა მერვე ადგილი დასავლეთში, მაგრამ დარჩენილი ორი მატჩი კობის გარეშე უნდა ჩაატაროს.

12 აპრილი

ტორონტო-ჩიკაგო 97:88

20:22, 27:21, 26:22, 24:23

ტ: ჯონსონი (24+9 მოხსნა), გეი (23+5 ჩაჭრა+3 დაფარება), დეროზანი (19), ლოური (13+11 პასი+9 მოხსნა), ეისი (10+9 მოხსნა+3 დაფარება).

ჩ: ბუზერი (19+12 მოხსნა), რობინსონი (17+6 პასი), მოჰამედი (16+13 მოხსნა), დენგი (10+8 პასი).

ვაშინგტონი-ფილადელფია 86:97

31:24, 18:24, 16:26, 21:23

ვ: უოლი (24+7 პასი), ბუკერი (10), სერაფინი (10+6 მოხსნა+3 დაფარება), ნენე (9+10 მოხსნა).

ფ: ჰოლიდეი (22+7 პასი), ტ. იანგი (18+13 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჰოიესი (15+8 მოხსნა), უილკინსი (15), რაიტი (13).

ინდიანა-ბრუკლინი 109:117

27:34, 23:35, 35:23, 24:25

ი: უესტი (26+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯორჯი (21+3 დაფარება), ჰიბერტი (18+10 მოხსნა), ჰილი (17+10 პასი), სტივენსონი (13+6 პასი).

ბ: უილიამსი (33+14 პასი), ლოპესი (24+5 დაფარება), ჯონსონი (24+3 ჩაჭრა), სტეკჰაუსი (13), უოტსონი (10), ევანსი (3+12 მოხსნა).

ატლანტა-მილუოკი 109:104

24:30, 16:24, 35:28, 34:22

ა: ტიგი (24+10 პასი), სმიტი (24+4 ჩაჭრა), ჰარისი (19+5 პასი+3 ჩაჭრა), ჰორფორდი (18+17 მოხსნა+6 პასი).

მ: ელისი (27+17 პასი+8 მოხსნა+5 ჩაჭრა), ილიასოვა (25+7 მოხსნა), რედიკი (10), სმიტი (10).

მაიამი-ბოსტონი 109:101

17:27, 41:23, 29:25, 22:26

მ: ჯეიმსი (20+9 პასი), ლუისი (19), ბოში (17+7 მოხსნა), ალენი (17), კოული (12), უეიდი (11+7 მოხსნა+6 პასი).

ბ: გრინი (25+8 მოხსნა), კროუფორდი (20), ლი (18), ბასი (17+9 მოხსნა).

დეტროიტი-შარლოტი 113:93

23:30, 36:23, 28:20, 26:20

დ: ჟერებკო (21+8 მოხსნა), ნაითი (19+7 მოხსნა), დრამონდი (15+9 მოხსნა), ბაინუმი (15 +10 პასი), მონრო (12+4 ჩაჭრა), სინგლერი (10).

შ: უოკერი (28+6 პასი), მაკრობერტსი (17+7 მოხსნა), ჰენდერსონი (15+3 ჩაჭრა), პარგო (11).

კლივლენდი-ნიუ იორკი 91:101

24:27, 19:25, 21:23, 27:26

კ: ირვინგი (31+6 პასი), ტომპსონი (15+11 მოხსნა), ელინგტონი (13+3 ჩაჭრა), ჯი (12).

ნ-ი: ენტონი (31+14 მოხსნა), სმიტი (31), კოუპლენდი (12), შამპერტი (8+11 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-კლიპერსი 93:96

25:24, 15:19, 23:14, 30:39

ნ-ო: გორდონი (25), ლოპესი (19+12 მოხსნა), ანდერსონი (17), რობერტსი (15+11 პასი), ამინუ (7+10 მოხსნა).

კ: გრიფინი (20), პოლი (17+14 პასი+7 მოხსნა), ბარნსი (16+10 მოხსნა), კროუფორდი (15).

ჰიუსტონი-მემფისი 78:82

15:24, 21:25, 23:15, 19:18

ჰ: ჰარდენი (30+7 მოხსნა+6 პასი), ლინი (17), აშიქი (8+11 მოხსნა), ჯონსი (7+12 მოხსნა).

მ: რენდოლფი (15+8 მოხსნა), გასოლი (15+12 მოხსნა+3 დაფარება+3 ჩაჭრა), ბეილესი (13), კონლი (12+7 მოხსნა), ალენი (10).

დალასი-დენვერი 108:105 (ო)

21:26, 27:29, 30:22, 21:22, 9:6

დალ: ნოვიცკი (22+10 მოხსნა), კარტერი (22+12 მოხსნა+7 პასი), მაიო (20+6 პასი), მერიონი (15+8 მოხსნა).

დენ: ჩენდლერი (18+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), იგუოდალა (18+6 პასი), ბრიუერი (18+5 ჩაჭრა), ლოუსონი (13), ფარიდი (11+10 მოხსნა), მაკგი (11+9 მოხსნა+4 დაფარება).

სან ანტონიო-საკრამენტო 108:101

23:13, 37:37, 24:24, 24:27

ს-ა: პარკერი (22+10 პასი), დანკანი (18+5 დაფარება), ლეონარდი (15+7 მოხსნა), სპლიტერი (12+12 მოხსნა+3 დაფარება), გრინი (12), ბონერი (11), ნილი (10).

საკ: კაზინსი (19+12 მოხსნა), ტომპსონი (18), დუგლასი (15+7 პასი+4 ჩაჭრა), ფრედეტი (14), ტორნტონი (12).

იუტა-მინესოტა 107:100

20:22, 23:32, 29:27, 25:19

ი: ჯეფერსონი (40+13 მოხსნა+6 პასი), ფოიე (16), მო უილიამსი (16), მილსეპი (10).

მ: ბარეა (23), რუბიო (13), ბადინგერი (12), უილიამსი (11), სტიმსმა (10+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), რიდნური (10).

პორტლენდი-ოკლაჰომა 90:106

26:30, 28:25, 7:26, 29:25

პ: ბარტონი (18+7 მოხსნა), ოლდრიჯი (12), მეინორი (11), ლილარდი (10+8 პასი), ლეონარდი (10).

ო: უესტბრუკი (33+3 ჩაჭრა), ჯექსონი (17), დურანტი (16+6 პასი), იბაკა (11), სეფოლოშა (11).

ლეიკერსი-გ. სტეიტი 118:116

26:32, 31:25, 28:33, 33:26

ლ: ბრაიანტი (34), ჰოვარდი (28+7 მოხსნა), გასოლი (26+11 მოხსნა+10 პასი), ბლეიკი (14).

გ-ს: კარი (47+9 პასი+3 ჩაჭრა), ტომპსონი (25+7 პასი), ლი (19+8 მოხსნა), ლენდრი (11).

13 აპრილი

შარლოტი-მილუოკი 95:85

24:23, 25:21, 27:15, 19:26

შ: უოკერი (21), მაკრობერტსი (18+9 მოხსნა+9 პასი), ბიიომბო (13+17 მოხსნა), ჰენდერსონი (12).

მ: დანლივი (19), ელისი (16), რედიკი (12), ილიასოვა (10), ჰენსონი (8+11 მოხსნა).

ორლანდო-ბოსტონი 88:120

17:23, 20:34, 27:28, 24:35

ო: ჰარისი (22), ვუჩევიჩი (16+12 მოხსნა), ჰარკლესი (12), მური (11), ლემბი (11).

ბ: ლი (20), გრინი (17), კროუფორდი (16), ბასი (14+3 დაფარება), გარნეტი (14+9 მოხსნა), ბრედლი (14), პირსი (12+8 პასი).

მემფისი-კლიპერსი 87:91

23:24, 28:27, 22:17, 14:23

მ: გასოლი (18+15 მოხსნა+7 პასი), რენდოლფი (16+12 მოხსნა), პრინსი (13), კონლი (12+6 პასი).

კ: ჯორდანი (16+12 მოხსნა+3 დაფარება), პოლი (13), გრიფინი (12+9 მოხსნა), გრინი (10).

მინესოტა-ფინიქსი 105:93

22:28, 28:25, 27:20, 28:20

მ: რუბიო (24+10 პასი+5 ჩაჭრა), ბარეა (16), უილიამსი (15+4 ჩაჭრა), კირილენკო (14+7 მოხსნა), კანინგემი (13+8 მოხსნა), რიდნური (12).

ფ: მარკიფ მორისი (20+9 მოხსნა), დადლი (16), ჯონსონი (15), სკოლა (14+9 მოხსნა), დრაგიჩი (10+14 პასი+4 ჩაჭრა).

სიეტლს "კინგზი" ძალიან უნდა

სიეტლელი ბიზნესმენების ჯგუფმა, რომელსაც სათავეში უდგას კრის ჰანსენი და სტივ ბალმერი, გაზარდა თავისი წინადადება NBA-ს კლუბის "საკრამენტო კინგზის" შეძენის თაობაზე, - იტყობინება ESPN.com. გარიგების ახალი თანხა შეადგენს 550 მილიონ დოლარს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია ლიგის ისტორიაში.

შეგახსენებთ, რომ ძმებმა მალუფებმა თანხმობა განაცხადეს 525 მილიონ დოლარად სიეტლელი ბიზნესმენებისთვის "კინგზის" მიყიდვაზე. სულ მალე, საკრამენტოს მერმა კევინ ჯონსონმა აქტიური კამპანია დაიწყო კალიფორნიის დედაქალაქში კლუბის შესანარჩუნებლად. ჩამოყალიბდა ინვესტორთა ჯგუფი, რომელმაც "კინგზის" შეძენის სურვილი გამოთქვა, რის შემდეგაც, საკრამენტოს საქალაქო საბჭომ დაამტკიცა გარიგება ახალი არენის მშენებლობასთან დაკავშირებით.

მომდევნო კვირას, ნიუ იორკში გაიმართება ლიგის მმართველთა საბჭოს სხდომა, რომელზეც კენჭს უყრიან კლუბის გაყიდვასა და "კინგზის" სიეტლში გადასვლას.

"სპურსმა" ვეტერანი გააგდო

"სან ანტონიო სპურსმა" შემადგენლობიდან დაითხოვა 35 წლის ფორვარდი სტივენ ჯექსონი - ამ ცნობას Yahoo! Sports ავრცელებს.

ჯექსონმა, რომელიც კარიერაში მე-13 სეზონს ატარებს, მიმდინარე რეგულარულში 55 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 6.2 ქულა და 2.8 მოხსნა დააგროვა. კალათბურთელის კონტრაქტი 2013 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში.

იმის გამო, რომ "სან ანტონიომ" ფორვარდი პირველი მარტის შემდეგ გაუშვა შემადგენლობიდან, ჯექსონს პლეი ოფში არც ერთ სხვა გუნდში თამაშის უფლება არ ექნება.

"მე ეს სავსებით არ მაწუხებს. არანაირი პრობლემა. არ შეიძლება ინერვიულო იმის გამო, რასაც შენ ვერ აკონტროლებ", - დაწერა თავის "ტვიტერზე" ჯექსონმა.

სტივენთან გამოთხოვების მიზეზი გახდა ის უთანხმოება, რომელიც კალათბურთელსა და მთავარ მწვრთნელ გრეგ პოპოვიჩს შორის წარმოიშვა გუნდში მოთამაშის როლის თაობაზე.

"სან ანტონიო" არაერთხელ დაემუქრა განთავისუფლებით სტივენ ჯექსონს, მაგრამ, როგორც ამბობენ, ეს უკანასკნელი მაინც ძალიან გაკვირვებული დარჩა კლუბის ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კობი ბრაიანტი ტრავმის გამო 9 თვე ვერ ითამაშებს [VIDEO]

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია