13 აპრილს "უემბლიზე" ინგლისის თასის პირველი ფინალისტი გამოვლინდა
13 აპრილს "უემბლიზე" ინგლისის თასის პირველი ფინალისტი გამოვლინდა.

"უიგანმა" ჩემპიონშიპის "მილუოლს" საკუთარ ქალაქში 2:0 სძლია. ასეთ შედეგს საფეხბურთო ექსპერტების დიდი უმეტესობა წინასწარმეტყველებდა. ასევე, იოლი გამოსაცნობი იყო, რომ წაგების გამო "მილუოლის" ფანები ჩხუბის შანსს ხელიდან არაფრის დიდებით არ გაუშვებდნენ.

შეხლა-შემოხლა პირველი ტაიმის ბოლოს დაიწყო, თუმცა მალე ჩაწყნარდა. სრული მასშტაბით მან კალუმ მაკმანამანის გოლის შემდეგ იფეთქა. პოლიციას სერიოზული ძალისხმევა დასჭირდა ვითარების განსამუხტად. უკანასკნელი ცნობებით, დაკავებულია ინციდენტში მონაწილე 10-ზე მეტი გულშემატკივარი.

უქმეების უმთავრესი თამაში "უემბლიზე" გაიმართა. "ჩელსი" "მანჩესტერ სიტის" პირობითი მასპინძლის სტატუსით დაუხვდა და აბსოლუტურად კანონზომიერი მარცხი იწვნია. "მილუოლისა" არ იყოს, გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება ვერც მეორე დედაქალაქურმა კლუბმა მოახერხა. რობერტო მანჩინის შეგირდებს უზარმაზარი უპირატესობა ჰქონდათ.

პეტრ ჩეხმა თავისი გუნდი 3-4 სიტუაციაში აშკარა გოლისგან იხსნა. "ჩელსი" კი, თავის მხრივ, ხიფათს სტანდარტულის შემდეგ თუ ქმნიდა. რაც მართალია, მართალია, დემბა ბას ის ერთი გოლი ულამაზესი გამოუვიდა. კარისკენ ზურგით მდგარმა მაკრატელა დარტყმით მეკარეს შორეულ კუთხეში აუღებელი ბურთი დაურტყა.

მილუოლი-უიგანი 0:2

გოლები: 0:1 მელონი (25), 0:2 მაკმანამანი (78)

მილუოლი (4-5-1): ფორდი - დანი, შიტუ, ბივერსი, ლოური - ლედჯერი, სმიტი (67. ჰალსი), აბდუ (72. ტროტერი), ტეილორი, ჰენრი - კიო (89. ბეტი)

უიგანი (3-4-3): ალ ჰაბსი - შარნერი, ალკარასი, ფიგეროა - მაკარტი, გომესი, ბოისი, ბოსეჟური (61. მაკარტური) - მაკმანამანი (90. ენრიკესი), მელონი, კონე

ჩელსი-სიტი 1:2

გოლები: 0:1 ნასრი (35), 0:2 აგუერო (47), 1:2 ბა (66)

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ასპილიკუეტა, ლუისი, ივანოვიჩი, ბერტრანი - რამირესი, ობი მიკელი (66. ტორესი) - აზარი, მატა, ოსკარი - ბა

სიტი (4-2-3-1): პანტილიმონი - საბალეტა, კომპანი, ნასტასიჩი, კლიში - ი. ტურე, ბარი - მილნერი, ნასრი (87. ლესკოტი), ტევესი (73. ხ. გარსია) - აგუერო

Video

14.04.13. ჩელსი - მანჩესტერ სიტი 1:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"მილუოლის" ფანებმა პოლიციასთან იჩხუბეს [VIDEO]

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა