საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVII ტური. 1-6 ადგილები
ორმხრივად უკიდურესად პასუხსაგებ თამაშს, რომელიც ასევე ორმხრივად ზღვარს გადასული უხეშობის ფონზე წარიმართა, სტუმრები უფრო მობილიზებულნი და, "ჩიხურასთან" სათასო მატჩისგან განსხვავებით, უკეთესი შემადგენლობით შეხვდნენ.

მასპინძლებს კი, მომრავლებული ტრავმების გამო იძულებითი ცვლილებების გარდა, 43-ე წუთზე "წამოეწიათ ქვა აღმართში", როცა მორიგი უხეშობისას ძლივს ტრავმამოშუშებული გუშარაშვილი დაიმტვრა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

სულაც არ გვინდა, ფეხბურთელები გავამართლოთ, მაგრამ არბიტრმა ბევრჯერ ანერვიულა ისინიც და მაყურებლებიც, იმდენჯერ, რომ ამ უკანასკნელთა მხრიდან მოსალოდნელი ინციდენტის გამო (საბედნიეროდ, არაფერი მომხდარა) თამაში შეჩერდა კიდეც რამდენიმე წუთით.

რაც შეეხება შეხვედრას, თავიდანვე მწვავედ დაიწყო. მე-2 წუთზე გოცირიძის წაქცევისთვის დანიშნულ და ოდიკაძის მიერ ძლიერად დარტყმულ ბურთს შეყრილაძე ძლივს მისწვდა ძელთან.

ამ მომენტის შემდეგ გორელთა უპირატესობა საგრძნობი გახდა. განსაკუთრებით აქტიური იყო გოგუა, რომლის განეიტრალება პირველ ტაიმში ვერაფრით შეძლეს საჩხერელებმა.

სწორედ მას ეკუთვნის სამსვლიანი კომბინაციის ბოლო უზუსტესი პასი მოდებაძეზე, რომელიც ამ უკანასკნელმა გოლად გარდასახა.

მე-15 წუთზე გოგუამ თვითონ სცადა გატანა, თუმცა სომხიშვილმა უკუაგდო მისი ყუმბარისებური დარტყმა, გორელთან კი ვერავინ დაამატა.

მე-17 და 22-ე წუთებზე მეკარესთან პირისპირ გასულ გორელიშვილს უმტყუნა სიზუსტემ. 43-ე წუთზე ისევ მოდებაძემ "არ დააფასა" გოგუას გარჯა.

ასე რომ, პირველ ტაიმში პირწმინდად დაჩაგრეს სტუმრებმა მასპინძლები.

მეორე ტაიმი, უმეტესწილად, "ჩიხურასი" იყო. ალბათ იმიტომაც, რომ გოგუა საერთოდ "დაიკარგა". კვასხვაძის, გოცირიძის, განსაკუთრებით, ბოლქვაძის არაერთი მცდელობა მხოლოდ ერთხელ - 73-ე წუთზე გამოდგა ნაყოფიერი.

ამ მომენტში შანსი აღარ გაუშვა ხელიდან მანამდეც საკმაოდ აქტიურმა დეკანოიძემ.

მერე იყო კახელიშვილზე საეჭვო უხეშობისათვის დანიშნული და მოდებაძის მიერ გოლად ქცეული პენალტი, რასაც სტუმართა გამარჯვება მოჰყვა.

Video

14.04.13. საჩხერე - დილა 1:2

მიუხედავად ყოველივე აღნიშნულისა, "დილამ" დამსახურებულად გაიმარჯვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bibo
დილაას შეეშვით ბიჭებო წელს ჩემპიონია აქ რო ცამოვა დინამო უეჭველი მოუგებს დილა და მაშინ დაწყნარდებით
vaxo
დილას ნუ კბენთ, თუ ვინმე იჩაგრება მსაჯებიგან ეს დილაა, ხოლო თუ ვინმე სარგებლობს მსაჯებისგან ეს დინამოა, გაიგეთ რომ დინამოს დრო წავიდა და თუ ვინმე დინამოს სახელს პატივს სცემს ეს ადრინდელი დამსახურების გამოა.
happy
კარგად არ ჩანს მარა.ტქვენს დინამოს მიხედეთ და დილას ნუ კკბენთ,ტორპედოსთან წინა წრეზე 100%პენალტი რო არ დაგვიდეს
geo-otari
ეგ თუ პენალია მაშინ მასეთი ფეხბურთის ........... მე ხალხს აშტერებენ ეს არაკაცები შეხება საერთოდ არ ყოფილა მერე იტყვიან თამაშს არ ვაწყობთო დაუჩოქეთ დილას არაკაცებო
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ